აზარი:„არ მეგონა, რომ ზიდანი მწვრთნელი მალევე გახდებოდა“

ედენ აზარმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„ჩემი ოცნება „რეალში“ თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და შემიძლია ვიამაყო თეთრი მაისურის ფლობით. კურტუა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესო იყო.“

„„ჩელსიში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე და „რეალში“ გადმოვედი.“

„საუბრები მქონდა ლუკა მოდრიჩთანაც, ხორვატი მეუბნებოდა, რომ „რეალში“ ყველა მოუთმენლად მელოდა. „ჩელსის“ ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემი პოზიცია გაიზიარა.“

„მთელი ბავშვობა ფეხბურთს მივუძღვენი, მთელი ოჯახი ფეხბურთის ფანი იყო. როდესაც ვჭამდით, ვმეცადინეობდით, ვერთობოდით, სულ ფეხბურთზე ვსაუბრობდით.“

„გამიმართლა, რომ სპორტის ეს სახეობა ჩემს პროფესიად იქცა.“

„ზიდანი ჩემი კუმირი იყო, ყველაფერი მომწონდა, რასაც ის აკეთებდა. ყოველთვის მსურდა, რომ ფრანგი ლეგენდა გამეცნო, ახლა კი ის ჩემი მწვრთნელია, რაც ძალიან მაბედნიერებს.“


„ზიზუს ზუსტად იცის რა სჭირდებათ ფეხბურთელებს. როდესაც ფრანგმა ფეხბურთელობას თავი დაანება, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გამოვიდოდა სამწვრთნელო ასპარეზზე.“

„მსურს, რომ სეზონი ტიტულებით დავასრულოთ. „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უდიდესი ბედნიერება იქნება.“

„ლონდონში ყოფნის დროს მხოლოდ ერთხელ მივაღწიე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, „რეალმა“ კი იმ წლების პარალელურად ბევრჯერ შეძლო თასის აღმართვა. აქ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ირიცხებიან და მსურს, რომ მათთან ერთად ოქროს მედლის მოპოვება ვიზეიმო.“

„28 წლის ვარ და საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის ბერნაბეუზე თითოეული შესვლა ძალიან ემოციურია.“ dle 10.1

  • Ramos
  • 29 ოქტომბერი 2019
  • 2042
  • 5

1

29 ოქტომბერი 2019 22:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8964
ბევრს ნუ ტლიკონებ და გაანძრიე ერთი ადგილი

2

29 ოქტომბერი 2019 23:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393
ციტატა: kontaqti
ბევრს ნუ ტლიკონებ და გაანძრიე ერთი ადგილი

ჯერ ყველა ეგრეა გადმოყვანიდან 2-3წელი ტლიკინებენ მერე კიდე საკითხავია ან იზავენ რამეს ან აა და ვსო მორჩა 32სამ კარიერა ფაა ფუუ🙄🙄🙄🙄😶😶😶😶
-----------------------
CHAMPION13S! HALA MADRID!

"რეალ მადრიდი"-ეს არის გუნდი რომლის გმირებმაც დაწერეს ისტორია

3

29 ოქტომბერი 2019 23:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
es msuqana ro amdens tlikinebs rac gadmosulia ra gaaketa vafshe? aq sezonis dasawyishi ro ro vwerdi realistvis iovichi ufro mnishvnelovani shenadzenia tqo damcinodnen da vinebic damcinodnen isinic maxsovs,iovichs ar atamasheben da es rac ari ki vxedavt,mxolod ukan pasi icis tipma rac realshia,arada bevri sheudzlia vici magram yoveltvis eseti iyo 7 tve chakarguli da ert or tves gamoanatebda,exa kide elode rodis gamoanatebs es,kide maqvs imedi ro moixodeba ogond sxvanairad unda atamashdes da pasebit nu waigo tvini,tvitonve unda daasrulos shetevebi,galastan ro pasi gaaketa is tvitonve unda daertya,shetevebis dasrulebaze unda imushavos tore win chven tavdamsxmeli ar gvyavs da amis pasebi vis rad unda

4

29 ოქტომბერი 2019 23:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სეზონის ბოლოს ნაჩვენები შედეგები, გვაჩვენებს ყველაფერს. რეალურად ზიდანი რა დონის მწვრთნელია, გაამართლა თუ არა ახალმა ტრანსფერებმა და ბენზემას სიძულვილი რამდენად საფუძვლიანია.

თუ შედეგი უარყოფითი იქნა, ნახევარი გუნდი გასაშვები იქნება. მაგრამ იმედი მაქვს ზიდანი მოახერხებს გუნდის გარდაქმნას.

5

30 ოქტომბერი 2019 00:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰაზარდი თავის სიტყვას იტყვის რეალის ისტორიაში

ციტატა: Madrid 4 ever
სეზონის ბოლოს ნაჩვენები შედეგები, გვაჩვენებს ყველაფერს. რეალურად ზიდანი რა დონის მწვრთნელია, გაამართლა თუ არა ახალმა ტრანსფერებმა და ბენზემას სიძულვილი რამდენად საფუძვლიანია.

თუ შედეგი უარყოფითი იქნა, ნახევარი გუნდი გასაშვები იქნება. მაგრამ იმედი მაქვს ზიდანი მოახერხებს გუნდის გარდაქმნას.

ნახევარი გუნდის ისედაც გასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (194)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)