„რეალის“ მომავალი!

ესპანური გამოცემები იმ ფეხბურთელებზე საუბრობენ, რომლებიც სულ მალე მადრიდის „რეალში“ დაბრუნდებიან და მომავალს შექმნიან...


ტაკეფუსა - ფეხბურთელი, რომელიც „მალიორკაში“ გამოდის და საკმაოდ ეფექტურიც გახლავთ. იაპონელ ფეხბურთელზე „ბლანკოსი“ „ბარსელონასთან“ ერთად იბრძოდა და საბოლოო ჯამში გამარჯვებული გამოვიდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ კუბო თავის სათქმელს იტყვის და „ბლანკოსში“ ფეხს მოიკიდებს.

რეგილონი - ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც მთავარ გუნდში სანტიაგო სოლარის დიდი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ზიზუს დაბრუნების შემდეგ, არჩევანი კვლავ მარსელოზე შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსმა“ მარცხენა ფლანგზე ფერლან მენდიც დაიმატა, ეჭვი არავის ეპარება, რომ რეგილონი ადრე თუ გვიან „მერენგების“ რიგებში დაბრუნდება. ის „სევილიაში“ შესანიშნავია.

სებალიოსი - დანის ზიზუ არ სწყალობს, თუმცა ის „არსენალში“ ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. სება ეროვნულ ნაკრებშიც საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. იმ შემთხვევაში, თუ ზიდანი მთავარ მწვრთნელად დარჩება, მისი დაბრუნების შანსი ნაკლები იქნება, მაგრამ სხვა შემთხვევაში, დანის დაიბრუნებენ.

ჰაკიმი - აშრაფ ჰაკიმის უმთავრესი დადებითი თვისება უნივერსალურობაა. მაროკოელ ფეხბურთელს შეუძლია, როგორც დაცვის მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში. ჰაკიმი „დორტმუნდის“ შეუცვლელი წევრია და სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით „ბლანკოსს“ შეუერთდება. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჰაკიმი უდიდეს გამოცდილებას ფლობს.

მარტინ ოდეგარი - ნორვეგიელი მოთამაშე „მერენგებმა“ წლების წინ დაიმატეს, მაგრამ ის მუდმივად განათხოვრებულია. ოდეგარმა უამრავი კლუბი და ჩემპიონატი მოიარა. ამ ეტაპზე ნორვეგიელი შემტევი „სოსიედადის“ ღირსებას იცავს და ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდში თვლიან, რომ მოვიდა დრო, მარტინი სამეფო კლუბს დაუბრუნდეს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 ოქტომბერი 2019
  • 2941
  • 5

1

26 ოქტომბერი 2019 13:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ოდეგარი და ჰაკიმი უნდა დააბრუნონ, სხვები არ გვჭირდება, არ არიან რეალის დონის

2

26 ოქტომბერი 2019 13:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 14
Realma vinc gaanatxovra pirvel rigshi sebaliosi daabrynos regilonize takepysoze ra gitzrat

3

26 ოქტომბერი 2019 15:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ოდეგარი და ჰაკიმი უნდა დააბრუნონ, სხვები არ გვჭირდება, არ არიან რეალის დონის
რეგილონი კიდე 1 წლიანით გაუშვან და ეგაა

4

26 ოქტომბერი 2019 17:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1940
რეგილონი კარგია.

5

27 ოქტომბერი 2019 00:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალის მომავალი: და პირველი წერია კუბო :)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)