კამაჩო: "ვერავინ მოახერხებს ოთხი მატჩის მოგებას"

"ოსასუნას" მთავარი მწვრთნელი, ხოსე ანტონიო კამაჩო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრუნდება.პამპლონური კლუბის თავკაცი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია გამარჯვების მოპოვება.


- თქვენ იმ დროს ბრუნდებით "ბერნაბეუზე," როდესაც "რეალს" ნამდვილი ბრძოლა აქვს გაჩაღებული ჩემპიონობისათვის...
- დიახ, მაგრამ მადრიდს სხვა მიზნები აქვს და ჩვენ სხვა.

- გასული სეზონის მატჩში კარგი ფეხბურთი ითამაშეთ.გინდათ, რომ წელსაც ანალოგიური ფეხბურთი ანახოთ?
- რა თქმა უნდა, მაშინ ბრწყინვალე დაპირისპირება გავმართეთ მადრიდში.ვგონებ, "ოსასუნას" შეეძლო შარშანდელი თამაშის მოგება.

- "რეალის" გაჩერება უფრო რთულია, თუ "ბარსელონას?"
- მინდა გითხრათ, რომ ორივე გრანდის შეჩერება ძალიან რთულია, რამეთუ ისინი ძალიან კარგად თამაშობენ შეტევაში.ჩვენი მისია იქნება, მადრიდელი ფეხბურთელებისათვის ნაკლების თავისუფალი ადგილების შექმნა.

- ანუ "ოსასუნა" "ინტერის" მსგავსად არ ჩადგება დაცვაში?
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით.მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე დაინახავთ ყველაფერს.

- თქვენ "რეალის" ფეხბურთელების გაჩერებას ისე აპირებთ, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის წესებს არ დაარღვევთ?
- ესპანეთის ჩემპიონატში, ფეხბურთელისათვის ფეხში ჩარტყმა, წითელი ბარათით სრულდება.

- თუ "ბლანკოსი" ვერ მოიგებს ლა ლიგას, მათთვის მიმდინარე სეზონი არაწარმატებული გამოდგება?
- ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ფეხბურთელით მოასპარეზე გუნდი სამეფო თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებოდა.ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობებით.

- ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, აისახება "ბარსელონაზე?"
- ნახევარ ფინალში წაგება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ფინალში მოხვედრა ძალიან რთულია.გუნდმა შარშან ყველაფერი მოიგო, მაგრამ წელს ვერაა მოწოდების სიმაღლეზე.შეიძლება ითქვას, რომ 6 ტიტულის ზეიმობა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება.

- პელეგრინის ხასიათით არა ხართ გაკვირვებული? მასზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის, თუმცა ჩილელი ყველაფერს ითმენს...
- ვინც არ უნდა წვრთნიდეს მადრიდს, მასზე ყოველთვის იქნება დიდი ზეწოლა.

- მოდით ვისაუბროთ რაულზე...
- რაულმა კარგად იცის, სად იმყოფება და რას აკეთებს.თუ ის მოინდომეს წასვლას, წავა და თუ მოინდომებს დარჩენას, დარჩება."ელ კაპიტანო" დიდი პროფესიონალია.

- გინდათ, რომ სამეფო კლუბმა მოიგოს ლა ლიგა?
- პრიმერას დასრულებამდე 4 ტურიღა რჩება.ვგონებ, ლიდერები ვერ შეძლებენ დარჩენილი ოთხი თამაშის მოგებას, ხოლო თუ მათ ეს მოახერხეს, ნამდვილი რეკორდი იქნება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2020 (76)
მაისი 2020 (390)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)