1 ქულა 2 მატჩში!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა კატასტროფულად დაიწყო...


„პსჟ“-სთან საზარელი მარცხის შემდეგ „ბლანკოსს“ საშინაო არენაზე ბრწყინვალე შანსი მიეცა იმისა, რომ „ბრიუგე“ დაემარცხებინა და სატურნირო მდგომარეობა გაეუმჯობესებინა.

სანაცვლოდ კი რა მივიღეთ? 2 ტურში 1 ქულა და სერიოზულად გართულებული საქმე ჯგუფურ ეტაპზე.

მესამე ტურში ზიზუს გუნდი სტამბულს ესტუმრება და „გალათასარაისთან“ გაარკვევს ურთიერთობას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „გალა“ საშინაო არენაზე გაცილებით ეფექტურია და თურქეთში თამაშის ყველას უჭირს.

ახლა ზიდანის გუნდი ვალდებულია, რომ „გალათასარაი“ დაამარცხოს, სხვა შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო დაიმძიმებს. dle 10.1

  • Datuna
  • 1 ოქტომბერი 2019
  • 1224
  • 2

1

1 ოქტომბერი 2019 23:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3
გუნდი სისწრაფეზე ვერ თამაშობს, რო უყურებ მარტო აგორებენ და შენელებული კადრივით დადიან. არ ვიცი ამნაირს რას ეუბნება ზიდანი მაგრამ აშკარად ეტყობათ რომ გოლზე მაინცდამაინც არ არიან დაგეშილები, არ თამაშობენ აგრესიულად. მატჩების უმეტესობაში მოწინააღმდეგე ბევრად მეტს დარბიოს. აი ასაკოვან ბოქსიორს გავს სიბერეში ახალგაზრდა ოპონენტი სისწრაფეში რო ჯაბნის და ზანტ გრუშად რო იქცევა. ფეღბურთელი და გუნდი ფორმაში მაშინ შედის როცა გოლეები გააქვთ, სწრაფად კომბინირებენ და დიდი ანგარიშით იგებენ. ასეთი პრაგმატული თამაშით შორს ვერ წავალთ (თუ გამართლებას არ ჩავთვლით) ჯანდაბას რომც იგებდე 1-0 ებს და 2-1 ებს როდესმე ხო მოგიწევსქამბექზე თამაში?! მერე რა ჩემ ფეხებს გააკეთებენ, რაც მთელი სეზონო გოლებზე არ უფიქრიათ, სისწრაფეზე არ უთამაშიათ, და კომბინაციები არ გაუკეთებიათ იმ ერთ მატჩი გააკეთებენ? მოკლედ აგრესიაა საჭირო და ცოტა ტრაკის განძრევა.
პ.ს. მარიანოს მიცენ შანსი,სულ მოტივირებულია და გოლზე დაგეშილი, გოლის გატანის ალღოც კარგი აქვს. იმის ფონზე რომ ბენზემა ასაკში შედის, თან რაც არ უნდა ვაბრალოთ არაა მაგ კაცი ტიპიური საჯარიმოს ფორვარდი, თავისი პლუსები აქ მარა აი მკვლელი ფორვარდის მონაცემები არ გააჩნია და რომ იოვიჩი ზან ახალგაზრდაა და რატომღაც დიდ მონდომებასაც ვერ ვხედავ როცა გამოდის. ასე რომ არაა მარიანო ასე ჩასალპობი ფეხბურთელი

2

2 ოქტომბერი 2019 01:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი ყველა თამაშს მოიგებს ნახავთ.ბრიუგესთან დიდი ფული იშოვა ტოტალიზატორმა.😆😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)