რეალი და მილანი საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

30 მაისს იტალიური და ესპანური გრანდები გამართავენ საქველმოქმედო მატჩს, რომელიც მიძღვნილი იქნება ტრაგიკულად დაღუპული სპორცმენებისთვის. მატჩში მოქმედი ფეხბურთელების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი ფეხბურთელებიც.


შეხვედრას მადრიდის რეალის მხრიდან ესწრებოდნენ: ალფრედო დი სტეფანი, ფლორენტინო პერესი, კაკა, სერხიო რამოსი და კასილასი. ხოლო მილანის მხრიდან ადრიანო გალიანი.

"ეს იქნება ძალიან ემოციური მატჩი, რომელშიც მონაწილეობას ორი უდიდესი კლუბის ფეხბურთელები მიიღებენ. ფეხბურთი უნდა იყოს მეგობრობის და თანადგომის მაგალითი." - ამ სიტყვებით გახსნა პერესმა კონფერენცია. "ეს მატჩი ტარდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ უცაბედად გარდაცვლილი ათლეტების ოჯახებს და აგრეთვე ამ მატჩით გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ ასეთი უსიამოვნო პრეცედენტების აღმოფხვრას. როდესაც იღუპება სპორცმენი ძალიან მტკივნეული ფაქტია და ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება." - დაამატა გალიანიმ.

"ამ მატჩის ყურების საშუალება უნდა ჰქონოდა რამდენიმე მოთამაშეს, მაგრამ ისინი უკვე გარდაიცვალნენ, სამწუხაროა როდესაც ასეთი რამ ხდება." - განაცხადა კასილასმა. მადრიდის რეალის მეკარის შემდეგ რამოსმა გააგრძელა: "ჩვენს ირგვლივ მოხდა რამოდენიმე ფაქტი, როდესაც ფეხბურთელები გარდაიცვალნენ და ეს ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად." dle 10.1

  • SunSay
  • 29 აპრილი 2010
  • 2989
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)