"რეალის" სამიზნეები

მადრიდულმა გამოცემა "ას"-მა, იმ ფეხბურთელების ვინაობა ცხადყო, რომლებმაც შესაძლოა მომავალი სეზონიდან "ბლანკოსის" რიგები შეავსონ.


სესკ ფაბრეგასი (ლონდონის "არსენალი")
23 წლის "მეთოფის" გადმობირება, სამედო გუნდს კარგა ხანია სურს.ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონს არ აღემატება.დონ ფლორენტინოს მთავარი კონკურენტი ფაბრეგასის ყიდვაში, კატალონიური "ბარსელონა" იქნება (ჩემი მხრიდან ნამდვილად უპრიანია სესკის პოტენციალზე საუბარი).

ბასტიან შვაინშტაიგერი (მიუნხენის "ბაიერნი")
გერმანელი ნახევამრცველი ვან გაალის გუნდის ძირითადი მოთამაშეა.მას მიუნხენურ კლუბთან 2012 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელებმა მოინდომეს ბასტიანის "გამადრიდელება," მათ ეს სულ რაღაც 20 მილიონი დაუჯდებათ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შვაინშტაიგერი მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს."რეალის" ხელმძღვანელობა "სანტიგო ბერნაბეუზე" გასამართ ფინალურ მატჩში კიდევ ერთხელ დააკვირდება მოთამაშეს.

დევიდ სილვა ("ვალენსიას")
"ღამურებისა" და "ფურია როხას" უცვლელი მოთამაშე, დევიდ სილვა, მანუელ პელეგრინის ობიექტივში წინა ზაფხულსაც მოექცა.სწორედ ჩილელი დამრიგებელია ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი ქომაგი.24 წლის ესპანელმა, ჯერჯერობით 2013 წლამდე დაუკავშირა თავისი ბედი "ვალენსიას."ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის გაზრდის მიზნით, პრიმეას მესამე ადგილოსნები მზად არიან 30 მილიონად შეელიონ დევიდს.

დანიელ დე როსი ("რომა")
იტალიის ნაკრების 26 წლის ნახევამრცველი, ფლორენტინო პერესის გეგმებში უკვე მერამდენე წელია "ზის."რომაელების წლევანდელ აღორძინებაში, დანიელეს წვლილი დიდია.დე როსის გადმოსაყვანად მადრიდელებს 40 მილიონის გაღება მოუწევთ.

ხავი მარტინესი (ბილბაოს "ატლეტიკი")
ბასკური გუნდის საყრდენი ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესოა ლა ლიგაზე.საფეხბურთო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფიზიკურად ძლიერ მარტინეს, რომელიც ასაკიც მხოლოდ და მხოლოდ 21 შეადგენს, შესანიშნავი ტანდემის შექმნა შეუძლია ხაბი ალონსოსთან ერთად მოედნის ცენტრში.ახალგაზრდე მოთამაშის სატრანსფერი ფასი - 20 მილიონია.

დანი პარეხო ("ხეტაფე")
სამეფო გუნდს შეუძლია 5 მილიონად დაიბრუნოს თავისი კანტერანოსი, რომელიც გამოცდილებისა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ამჟამად მეორე მადრიდულ კლუბში ირიცხება.უნდა აღინიშნოს, რომ უდავოდ ნიჭიერი პარეხო, ალფრედო დი სტეფანოს ერთ-ერთი რჩეული ახალგაზრდაცაა.

სეხიო კანალესი ("რასინგი")
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ზაფხულიდან "ბლანკოსის" საკუთრება გახდება.დიდი შანსია იმისა, რომ "რეალის" დამრიგებელმა გაასხვიოს ფეხბურთელი და მხოლოდ 1 წლის შემდეგ მოიხმაროს მისი შესახლებლობები.

ანხელ დი მარია (ლისაბონის "ბენფიკა")
არგენტინელი ფეხბურთელი, პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა."ნიშანდობლივია, რომ ბენფიკას" ბენეფისი, მეტწილად ამ მოთამაშის კისერზეა.მისი მადრიდში გადმობარგებისათვის მხოლოდ 25 მილიონიო საჭირო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)