ზიდანი:„„პსჟ“-სთან გამარჯვების საიდუმლო მუდმივი შეტევა იქნება“

ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა იწყება. ეს არის ყველაზე რთული ტურნირი და პირველივე ტურში მძიმე მეტოქე გვყავს. ყველაფრისთვის მზად ვართ. მიზანი პარიზში გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგება ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და ჩემი ფებხურთელები ტუხელის გუნდის წინააღმდეგ ისე იასპარეზებენ, როგორც ფინალში.“

„აზარი სათამაშოდ მზად არის. ის შესაძლოა პირველივე წუთებიდან გამოჩნდეს მოედანზე.“

„ორივე გუნდის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს. დარწმუნებული ვარ, კარგ მატჩს ვიხილავთ. ჩვენი მოგების საიდუმლო მხოლოდ შეტევაში ყოფნა იქნება. მთავარი სწორედ ეს არის, თუ შევუტევთ, ბევრი მომენტიც გვექნება და შანსები გაგვეზრდება.“

ზიდანი:„„პსჟ“-სთან გამარჯვების საიდუმლო მუდმივი შეტევა იქნება“


„კარიმ ბენზემა ფანტასტიკური მოთამაშეა, ის წელს ძალიან შედეგიანია, ისევე როგორც შარშან. მთავარი ის არის, რომ ფრანგს ყველაფერი შეუძლია, არამხოლოდ გოლის გატანა, არამედ საგოლე გადაცემების გაკეთება, ბურთის ამოტანა, მეორე სართულზე ბრძოლა და ასე შემდეგ. კარიმს ძალიან დიდი არსენალი აქვს, რომელსაც სრულად იყენებს.“


„„პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. გასაგებია, რომ ტუხელს დანაკლისი აქვს და მისი გუნდი მბაპესთან, ნეიმართან და კავანისთან ერთად გაცილებით ძლიერია, მაგრამ გადახედეთ სხვა ფეხბურთელებს. პარიზული კლუბის რესურსი ამოუწურავია.“

„კარიმი ყოველთვის მოტივირებული თამაშობს, მაგრამ ბუნებრვია, რომ „პსჟ“-ს წინააღმდეგ მისი შემართება გაიზრდება, ის ხომ „ლიონელია“. ამ კლუბებს შორის დაპირისპირება ათწლეულებს მოიცავს.“

„ხამესი მრავალმხრივი ფეხბურთელია, მაგრამ ის ყველაზე კომფორტულად თავს თავდამსხმელების უკან გრძნობს.“

ზიდანი:„„პსჟ“-სთან გამარჯვების საიდუმლო მუდმივი შეტევა იქნება“


„იკარდი ძალიან სახიფათო ფორვარდია. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ინტერში“ ასპარეზობის დროს დაამტკიცა, რომ უდიდესი ტალანტის მქონეა. მაუროს წინააღმდეგ ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„კეილორ ნავასს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ამას ხვალინდელ მატჩზე ვერ ვიტყვი. კოსტარიკელი ჩვენი მეტოქე იქნება.“

„დარწმუნებული ვარ, ედენ აზარს „რეალში“ შესანიშნავი მომავალი ექნება. ბელგიელი ძალიან მრავალმხრივია და აუცილებლად მიაღწევს „მერენგების“ რიგებში წარმატებას.“

„ედენის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამიტომ ის განსაკუთრებული შემართებით ითამაშებს.“

„„პსჟ“ ყოველწლიურად უფროდაუფრო ძლიერდება, ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად ვართ.“ dle 10.1

  • Datuna
  • 17 სექტემბერი 2019
  • 4475
  • 5

1

18 სექტემბერი 2019 00:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეგ რაღა საიდუმლოა თუ თქვი ყველაფერი

2

18 სექტემბერი 2019 00:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1147
ხამესზე რა სწორედ თქვა, იცის ზიზუმ

პირველი ტაიმის შემდეგ ზალცბურგი ბელგიურ გენკს 5:1 უგებს!

ზალცბურგის 19 წლის ნორივეგიელმა შემტევმა ბრაუტ ჰალანდმა 45 წუთში ჰეთ–თრიქი შეასრულა❗️

ამ ფეხბურთელმა 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის 1 მატჩში 9 გოლი გაიტანა 🤔 ბიჭოო ბიჭოო ეს ვინაა დდდ
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

3

18 სექტემბერი 2019 00:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RAUL BLANCO
ხამესზე რა სწორედ თქვა, იცის ზიზუმ

პირველი ტაიმის შემდეგ ზალცბურგი ბელგიურ გენკს 5:1 უგებს!

ზალცბურგის 19 წლის ნორივეგიელმა შემტევმა ბრაუტ ჰალანდმა 45 წუთში ჰეთ–თრიქი შეასრულა❗️

ამ ფეხბურთელმა 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის 1 მატჩში 9 გოლი გაიტანა 🤔 ბიჭოო ბიჭოო ეს ვინაა დდდ

მართალი ხარ მეც ეგ უნდა დამეწერა,რატომღაც მგონია რო ხამესს ძირითადის კაცად გახდის სწორედ მაგ პოზიციაზე,აი ნზემა თუ მართლა ხე არ არი რატო საუბრობს წამდაუწუმ ზიზუ მასზე და სუ რატო აქებსდ და ადიდებს და სხვებზე რატო არ ლაპარაკობს,ესეც მოწმობს რო ზიდანს დამტკიცება უნდა რო მართლაც კარგია მაგრამ დამწვარი თემაა

4

18 სექტემბერი 2019 01:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოღონდ ვასკესით არეაიწყო ზიზუ თორე მოკვდა შეტევა 😂

5

18 სექტემბერი 2019 02:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1334
ზიზუ რა იქნება არეოლა . დაყენე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)