რონალდო: "მე ყოველთვის ვგრძნობდი კავშირს კლუბთან"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდუმ, მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა რომ "მოხარულია რეალში გადმოსვლით."


"მადეირა არის ლამაზი კუნძული, სადაც ბევრი რამ ხდება. იქ მე ყველა მიცნობს, ეს იმის დამსახურებაა, რომ ვარ ცნობილი. პროფესიონალური ფეხბურთის თამაში არის ის, რაც მე ავირჩიე კარიერად."

"როდესაც ვიყავი 16ის უნდა გამეკეთებინა არჩევანი პროფესიონალურ ფეხბურთსა და სწავლის გაგრძელებას შორის. როცა შევუერთდი სპორტინგს, დილას ვვარჯიშობდი და ღამე ვსწვალობდი. მე ხშირად მიძახებდნენ პირველ გუნდთან სათამაშოდ. ერთ დღესაც ვუთხარი დედაჩემს, რომ უნდა ამომერჩია, ან სწავლა ან ფეხბურთი და მადლობა ღმერთს ფეხბურთი ამოვირჩიე."

"ჩემი ოცნება იყო მოვხვედრილიყავი სპორტინგის პირველ გუნდში. როცა იქ მოვხვდი ვგრძნობდი, რომ შემეძლო უფრო დიდი და უკეთესი მიზნების მიღწევა. ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს, რაც მოტივაციას მმატებდა."


"ერთ-ერთი ყველაზე ძნელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო მადეირადან ლისაბონში გადაბარგება. მე დავტოვე ჩემი ოჯახი, როდესაც ვიყავი 11ის და ვტიროდი ყოველ დღე. მანჩესტერში გადაბარგებისას, კი უფრო გამძლე ვიყავი. 18 წლისას ბევრად უფრო ძლიერი ვიყავი. მე ვერ ვლაპარაკობდი ინგლისურად, მაგრამ დიეგო ფორლანი ბევრ რამეში დამეხმარა."

"ყველაფერი უახლოვდება დასასრულს. თუ შენ 6 ან 7 წლის შემდეგ მოგებული გაქვს ყველაფერი კლუბში, ინდივიდუალურადაც და გუნდთან ერთადაც, შენ გიჩნდება სურვილი, რომ მოიგო სხვა რაღაცეებიც, და რატომ არ უნდა შემეცვალა კლუბი? ცვლილებები ხანდახან კარგია. ვგძნობდი, რომ მანჩესტერში ჩემი დრო მთავრდებოდა. მე მინდოდა ახალი რამ ცხოვრებაში: ახალი ქვეყანა, ახალი მენტალიტეტი და ფეხბურთის განსხვავებული სტილი. მე ავირჩიე, რომ მოვსულიყავი მადრიდის რეალში და სწორედაც ამოვირჩიე. მოხარული ვარ, რომ ესე გავაკეთე."

"მე ყოველთვის ვგრძნობდი კავშირს მადრიდის რეალთან, მისი ისტორიის გამო. დღე, როცა წარვუდექი მადრიდის რეალს იყო ისტორიული დღე. ოდნავ ვნერვიულობდი.სტადიონი იყო სავსე. მე ამიხდა ოცნება. იმ დღეს არასოდეს დავივიწყებ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემზე, მაგრამ მე მომწონს ცვლილებები. ესეთია ჩემი აზრი."

"რაული არის მადრიდის რეალის სახე. რამდენი წელი უთამაშია მას აქ, რამდენი რამ მოუგია. მე აღტაცებული ვარ მისით და პატივს ვცემ. ვიმედოვნებ, რომ მას კიდევ ბევრი წელი აქვს სათამაშო. ჩვენ ჩვენსას დავამტკიცებთ დროთა განმავლობაში.

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 28 აპრილი 2010
  • 1908
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)