რამოსი;„ოქროს ბურთი შესაძლოა ჩემთანაც ახლოს იყოს“

სერხიო რამოსმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„ყველაფერი მოვიგე და ეს მაბედნიერებს, მაგრამ მსურს, რომ „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ყველა მიზანს მივაღწიე.“

„ძალიან მოტივირებული ვარ და ისე ვთამაშობ, როგორც ადრე, მაშინ როდესაც კარიერას ვიწყებდი.“

„კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შემეძლება, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო, ვინაიდან თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“

„ოქროს ბურთი? ნამდვილად არ ვიცი ეს ჯილდო, ჩემთან ახლოს არის თუ სურს. შემიძლია გავიხსენო ფაბიო კანავარო, რომელიც სწორედ ჩემი პოზიციის მოთამაშე იყო, მაგრამ საოცარი აღიარება მოიპოვა. თუ ოქროს ბურთს მოვიგებ ბედნიერი ვიქნები.“

„როგორც კაპიტანი, ვიმედოვნებ, რომ შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ შევძლებთ და აუცილებლად დავიბრუნებთ ძველ დიდებას.“

„დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ვმუშაობ, რომელიც ჩემ ცხოვრებას ასახავს. იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრ ახალგაზრდას მოტივაცია აუმაღლდება და ეცდება, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერი იღონოს. როდესაც ვფიქრობ, თუ რამდენი ვიშრომე იმისთვის, რომ მიმეღწია დღევანდელი რეალობისთვის, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თავდაუზოგავი მუშაობის გარეშე არაფერი ხდება.“

„ოქროს ბურთი? ეს ხშირად თავდასმხმელებს უკავშირდება, მაგრამ ახლა ვირჯილ ვან დაიკს შესანიშნავი შანსი ექნება. ზოგადად, კრიტერიუმების დაწესება ძალიან რთულია და ვთვლი, რომ ამ ჯილდოს მომავალი მფლობელის შეფასება რთულია. ჰოლანდიელს დიდი შანსი აქვს.“




dle 10.1

  • Hala
  • 10 სექტემბერი 2019
  • 5441
  • 2

1

10 სექტემბერი 2019 21:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იქნება კაპი იქნება

2

11 სექტემბერი 2019 03:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Sheve*i iset fexburts sadac van dijks eqneba oqros burti da ramoss ara

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)