ზიდანი:„ორშაბათს ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„თქვენთან შეხვედრა მსურს ლუის ენრიკეს ტრაგედიით დავიწყო და ესპანელ ლეგენდას მივუსამძიმრო მომხდარი ტრაგედია. მსურს, გამოვხატო დიდი სიყვარული და პატივისცემა ლუის ენრიკეს და მისი ოჯახის მიმართ, რომელმაც უდიდესი დანაკლისი განიცადა.“

„კვირის განმავლობაში ძალიან კარგად მოვემზადეთ და შესანიშნავი გრძნობები გვქონდა, რომელიც ხვალ მოედანზე უნდა გადავიტანოთ. ამ მატჩს ისე მივუდგებით, როგორც საბოლოოს, ვინაიდან ამ ეტაპზე უდიდეს მნიშვნელობას იძენს.“

„ნებისმიერი მწვრთნელი ახლავე მოაწერდა ხელს „ბლანკოსთან“ ხელშეკრულებას, ვინაიდან ეს საუკეთესო გუნდია. კმაყოფილი ვარ, იმ ფეხბურთელების, რომლებიც ახლა ჩემს რიგებში ირიცხებიან. ტრანსფერებზე საუბარი არ მსურს, 2 სექტემბრამდე აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული.“

„პრეზიდენტ პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის არის ადამიანი, რომელმაც ფეხბურთელის რანგში მომიყვანა კლუბში და შესანიშნავი წლები მაჩუქა, ამის შემდეგ კი მწვრთნელის რანგში მომცა შანსი და მეც მაქსიმალურად ვეცადე, რომ გაცემული ავანსები გამემართლებინა. ახლაც ჩემ საყვარელ კლუბთან ერთად ვიმყოფები და ეს სწორედ პერესის დამსახურებაა, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი და დიდ პატივისცემას გამოვხატავ.“

„აზარი „ვილიარეალთან“ სათამაშოდ მზად არის. ის, რომ ედენი ბელგიის ნაკრებში გამოიძახეს ჩემი განსახილველი საკითხი არ არის. აზარს შეუძლია გაფრინდეს ეროვნულ გუნდში და თავად ნაკრების ექიმმა დასვას დიაგნოზი. ამ ეტაპზე ედენის მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავს.“

„ტრავმირებული ფეხბურთელების გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ფიზ.მომზადების ჯგუფი ყველაფერს აკეთებენ მათ დროულად დასაბრუნებლად. ვეცდებით, არსებული რესურსი ავითვისოთ.“

„კეილორ ნავასი. მის „რეალიდან“ წასვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ჩვენთან ერთად იქნება, ორშაბათს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

„ახალი შენაძენი? ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ კეილორის წასვლის შანსი არსებობს, შენაძენებზე კი ვერ გეტყვით, ამას ორშაბათს ვიხილავთ. ახლა მხოლოდ „ვილიარეალთან“ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.“

„დარწმუნებული ვარ, „პსჟ“-სთან მატჩი ძალიან საინტერესო იქნება. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დაპირისპირება იქნება. ტომას ტუხელს ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 31 აგვისტო 2019
  • 7783
  • 8

1

31 აგვისტო 2019 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9012
ამ.ბრუნო ფერნანდეშს ყველა.თამაშში გოლი გააქვს მგონია უნდა გამოგვადგეს საკაიფოდ

2

31 აგვისტო 2019 22:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1147
ამას ძმა რო მოუკვდა ვინმემ მიუსამძიმრა კატალინიიდან?
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

3

31 აგვისტო 2019 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ბრუნო ისეთი მოხოდილია უეჭველი მოიყვანენ. თან მოდრიჩის პოზიციაა და გოლები და საგოლე პასები იმდენი აქვს შემტევს არც დაესიზმრება ბევრ გუნდში :))

4

31 აგვისტო 2019 22:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RAUL BLANCO
ამას ძმა რო მოუკვდა ვინმემ მიუსამძიმრა კატალინიიდან?

კონკრეტულოთ ენრიკემ მგ9ნი კი და ეს და ენრიკე სხვაა ენრიკე ნაკრებს წვრთნიდა და ეს მარტო რეალს

5

31 აგვისტო 2019 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
ციტატა: Dე jოng21
ციტატა: RAUL BLANCO
ამას ძმა რო მოუკვდა ვინმემ მიუსამძიმრა კატალინიიდან?

კონკრეტულოთ ენრიკემ მგ9ნი კი და ეს და ენრიკე სხვაა ენრიკე ნაკრებს წვრთნიდა და ეს მარტო რეალს

რა შუაშია მერე ვინც ნაკრებს წვრთნის მარტო იმას უნდა მიუსამძიმრონ თუ რა

სხვა არა იხვის ტოლმა მისამძიმრების განმსაზღვრელი ის კი არაა კლუბს წვრთნი თუ ნაკრებს

6

31 აგვისტო 2019 23:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ორშაბათს ველოდები დიდი იმედებით რო ვინმეს დაითრევენ კიდე

7

31 აგვისტო 2019 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1333
მიდი ბოს ახლა ჰეტრიკი უნდა დავდოთ

8

1 სექტემბერი 2019 00:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველაზე არასანდო საიტები
footballnews.ge -39
halamadrid.ge -31
mybarca.ge -20
live.ge -3
sportery.ge -1
netsport.ge -1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)