რამოსი:„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ზიანიც მივიღეთ“

სერხიო რამოსმა „სელტასთან“ მატჩი შეაფასა...


„პირველი ტურის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც რთული გასვლა გვქონდა. „სელტა“ საშინაო არენაზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, „ბალაიდოსზე“ გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა. ჩვენ საკმაოდ დიდი სირთულეები გვქონდა, ვინაიდან მოდრიჩის გაძევების შემდეგ 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც „ბლანკოსის“ ქომაგებს სურდათ.“

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი მადრიდი, რომელმაც სრულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.“

„ჩვენ ვიწყებთ ნულიდან დიდი ენერგიით და ენთუზიაზმით, შარშანდელი წარუმატებელი სეზონი წარსულში დარჩა, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.“

„მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, რომელზეც გამოვდივართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატებით მისაღწევად.“

„ყველა თამაშში 3 ქულის მოპოვებაზე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლა ლიგაში უდიდესი კონკურენციაა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 18 აგვისტო 2019
  • 2210
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)