ზიდანი:„ეს არის სრულიად სამარცხვინო, შოკისმომგვრელი ამბავი“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი ბედნიერი, თუმცა ამავე დროს აღშფოთებულია...


„ეს გამარჯვება უდიდესი კლასის გამოვლენის შედეგია. მოედანზე დიდი დრო 10 ფეხბურთელით დავყავით, მაგრამ ამის მიუხედავად გოლები გავიტანეთ და საბოლოო ჯამში კარგი ანგარიშით მოვიგეთ. ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, თუმცა ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო სრულიად სამარცხვინო და შოკისმომგვრელი მომენტი. მოდრიჩი წითელი ბარათების მიღებით არასდროს გამოირჩეოდა, ჩვეულებრივი მომენტის ფონზე მსაჯმა დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღო.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარეთ ბეილისა და ვინიციუს ჟუნიორის საოცარი შრომა. ორივე მოთამაშე ბევრს მოძრაობდა და იყო როგორ წინ, ასევე მოედნის ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში დაცვაშიც. მათი დამსახურებაა, რომ გუნდმა მობილური ფეხბურთი ითამაშა. მათ შემდეგ კი საქმეში ისკო და ვასკესი ჩაერთნენ, რომლებმაც ასევე ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.“

„უნდა გავაგრძელოთ კოლექტიური ძალის ჩვენება, ვინაიდან თამაშს ყოველთვის გუნდი იგებს და არა კონკრეტული ფეხბურთელი. მნიშვნელოვანია, რომ სეზონი ხმაურით დავიწყეთ და ასე გაგრძელებას ვაპირებ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 18 აგვისტო 2019
  • 14131
  • 1

1

18 აგვისტო 2019 12:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
როგორ მოხდა ბენზემა როარ შეაქო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)