ხუანფრანმა ბოსები გააოცა

როგორც იცით, "რეალ მადრიდმ კასტილიამ" გასულ უქმეებზე "ტოლედოს" მიწასთან გასწორება შეძლო.აღსანიშნავია, რომ დიდი ანგარიშით გამარჯვებაში, ასევე დიდი წვლილი შეიტანა ხუან ფრანცისკო მორენომ.


ახალგაზრდა ესპანელმა თავდასხმელმა, ორი გოლის გატანა მოახერხა მოწინააღმდეგის კარში.ალბათ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, მოთამაშის მიერ გატანილი პირველი ბურთი, მატჩის მე-13 წუთზე.ხუანფრანმა თითქმის მოედნის ცენტრიდან (50 მეტრიდან) მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრვა: "კარგად ვხედავდი, რომ მეკარე გამოსული იყო და ამით ვისარგებლე.ძალიან გამიხარდა ასეთი გოლის გატან" - დასძინა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.

ბოლო დროს, ხუანფრანი აშკარად პროგრესირებს, რაც თვალთახედვის არედან არ უნდა გამორჩეს მანუელ პელეგრინის.მართალია, ჩილელი კასტილიელთა მეგოლეს მთავარი გუნდის ვარჯიშებზე იძახებს, თუმცა დებიუტამდე საქმე არ მივიდა.იმედია, "ტოლედოს" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშით, ფეხბურთელი მაინც მოახერხებს მანუელის გულის დაპყრობას.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამეფო გუნდის ფეხბურთელების მოწონებასაც იმსახურებს ხუანფრანი.ვარჯიშების დროს, მან თავად რონალდუს შექებაც კი მიიღო, როდესაც გოლების კორიანტელი დააყენა სესიის დროს.

Juanfranდააკლიკეთ აღნიშნულ ლინკს და ნახეთ კასტილიელის ბრწყინვალე გოლი! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)