რუბენი "მწვრთნელობას" უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელი, რუბენ დე ლა რედი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უძლურია ითამაშოს საყვარელი სპორტი.


სამეფო გუნდის კანტერანოსმა, რომელიც ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულია, გადაწყვიტა სამწვრთნელო მოღვაწეობის დაწყება.კონკრეტულად, რუბენმა ესპანეთის ნაციონალურ სამწვრთნელო სკოლაში ჩააბარა, რათა გაიაროს კურსები და უხეშად რომ ვთქვათ, ისწავლოს გუნდის დამოძღვრვა.

აღნიშნული სწავლება 16 მაისამდე გასტანს, რის შემდეგაც "მოსწავლეებს" გადასცემენ UEFA/RFEF-ს მეორე კატეგორიის სამწვრთნელო სერთიფიკატს, ხოლო იმისათვის, რომ დაინტერესებული პირები სრულფასოვანი მწვრთნელები გახდნენ და შეძლონ "უეფას" იურისდიქციის ქვეშ მყოფო ნებისმიერი ქვეყნის საფეხბურთო კლუბის გაწვრთნა, საჭიროა სწავლების მესამე ეტაპის გავლა (პირველი ეტაპი მადრიდისტამ ოქტომბერში გაიარა).

დაინტერესებული პირებისათვის ვიტყვი, რომ სამწვრთნელო აკადემიაში ისეთ საგნებს სწავლობენ, როგორებიცაა: იურისპუდენცია, ტაქტიკა, სტრატეგია, თამაშის წესები, სოციოლოგია, მეთოდოლოგია, ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგია, სპორტული მედიცინა და გუნდის მართვა.

მოკლედ, 2011 წლისათვის, საფეხბურთო სამყაროს შეემატება ახალი დამრიგებელი, რუბენ დე ლა რედის სახით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)