ხაბი ალონსო: მე ამ დღეს მოუთმენლად ველოდი.

ხაბი ალონსომ ჩაატარა პირველი პრეს-კონფერენცია მას შემდეგ ის რაც მადრიდის რეალში გადმოვიდა.


''მადრიდის რეალში'' გადასვლა თქვენი სურვილი იყო და თქვენ გსურდათ რომ მონაწილეობა მიგეღოთ ამ პროექტში

მე არ მჯეროდა იმისა, რომ გადავიდოდი ''მადრიდის რეალში'', მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავი. ვალდებული ვარ '' ბლანკოსს'' მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ჩემს შესაძლებლობებში.

როგორ ჩაიარა თქვენმა დამშვიდობებამ ''ლივერპულში''?

ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე არ მქონდა იმის დრო, რომ ''ლივერპულის'' ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს გამოვმშვიდობებოდი, მაგრამ აუცილებლად ჩავალ ''ლივერპულში'' და ყველას მადლობას გადავუხდი.

ძალიან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ რომ, თქვენ და რაფა ბენიტესს ცუდი ურთიერთობა გაქვთ და არის თუ არა ეს სიმართლე?

მე ვიცი რომ ამის შესახებ ბევრი მართლაც საუბრობდა მაგრამ გეტყვით ერთს, ჩემსა და რაფას შორის ურთიერთპატივისცემაა, მე მასთან თბილი ურთიერთობა მაქვს.

თქვენ თამაშის სტილი უნდა შეცვალოთ იმისათვის რომ მადრიდის რეალს შეეწყოთ?

მადრიდის რეალი და ლივერპული ერთნაირ ფეხბურთს თამაშობენ და არამგონია ჩემი თამაშის სტილი შევიცვალო, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო რათა გუნდს დავეხმარო გამარჯვებების მოპოვებაში.

როგორ შეგხვდნენ თქვენი ახალი გუნდელები პირველ ვარჯიშზე?

ჩემი ახალი თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შემხვდნენ, მე თითოეულ მათგანთან გავისაუბრე, არამგონია ,რომ კლუბში რაიმე პრობლემები შემექმნას, რადგანაც მე პრობლემები არასოდეს არ მქონია ფეხბურთელებთან.

თქვენ უკვე შეგიძლიათ როგორც ''მადრიდის რეალის'' ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში მიიღოთ მონაწილეობა.

დიახ, მე შემიძლია თამაში პირველივე მატჩში, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვნახოთ პელეგრინი როგორ შემადგენლობას დააყენებს. მე თამაშისთვის მზად ვარ.

რა ისწავლეთ იმ დროის განმავლობაში რაც თქვნ ''ლივერპულში'' დაჰყავით?

მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ''ლივერპულში'', იქ ჩამოვყალიბდი როგორც ნამდვილი სრულყოფილი ფეხბურთელი, ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და გავიმარჯვე ფინალში. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია ეს დამეხმარება წარმატებების მიღწევაში.

როდის და როგორ უთხარით ''ლივერპულის'' ხელმძღვანელობას რომ თქვენ გსურდათ გუნდის დატოვება?

მე ვესაუბრე რამოდენიმეჯერ რაფა ბენიტესს წინა სეზონში, ჩვენ ვიცოდით რომ იყო შესაძლებლობა იმისა რომ მე გადავსულიყავი სხვა გუნდში,მე აუჩქარებლად გადავწყვიტე რომ მინდოდა ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება. სეზონი რომ დაიწო ''ლივერპულთან'' ერთად რამოდენიმეჯერ ვივარჯიშე რის შემდეგაც რაფა ბენიტესს ვესაუბრე და ვუთხარი ჩემი შემცვლელის ძებნა დაეწყო. მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კლუბს დავტოვებდი და ახალ კლუბში გადავიდოდი, ეს ახალი კლუბი კი რათქმაუნდა ''მადრიდის რეალი'' იყო.

რას ფიქრობთ მადრიდის რეალის ახალ პროექტზე?

მე ვფიქრობ რომ ეს შესანიშნავი პროექტია. ამ კლუბში ხომ მოღვაწეობდნენ ძალიან კარგი ფეხბურთელები და ახლაც თამაშობენ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები, იმედია ეს პროექტი გაამართლებს და მადრიდის რეალი შეძლებს მსოფლიოს დაპყრობას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემს ახალ გუნდთან ერთად მოვიგო ''ჩემპიონთა ლიგა'', ''პრიმერა დივიზიონი'' და ''ესპანეთის თასი''.

რას ეტყოდით ''ლივერპულის'' გულშემატკივრებს?

მადლობელი ვარ თითოეული გულშემატკივრის, რადგან ისინი სულ მხარში მედგნენ. ის ხუთი წელი რომელიც მე ''ლივერპულში'' გავატარე იყო ფანტასტიკური,გულშემატკივრები იმედია გამიგებენ, ''მადრიდის რეალში'' გადმოსვლა ჩემთვის იყო საუკეთესო არჩევანი.

თქვენ თუ იცით რატომ არ გაძლევდათ რაფა ბენიტესი ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას?

არ ვიცი მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაფამ შანსი მისცა ახალ ფეხბურთელებს, მე კი მისი მესმის.

და ბოლოს, რას ეტყვით ''მადრიდის რეალის'' გულშემატკივრებს?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოხარული ვარ იმით რომ მე გადმოვედი მადრიდის რეალში და იმედია გულშემატკივრები თბილად მიმიღებენ.მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გულშემატკივრები გავახარო და მოვიგო ის ყველა ტიტული რომელშიც რეალი იღებს მონაწილეობას.




ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com


სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)