ტრავმების ეპიდემია მადრიდის „რეალში“

რა ხდება სამეფო კლუბში? ეს კითხვა ძალიან ბევრ მადრიდისტას და არამადრიდისტას აწუხებს...


ზუსტად 21 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა პრე-სეზონი დაიწყო, მაგრამ საქმე არც ისე კარგად მიდის.

მადრიდის „რეალმა“ ზარ-ზეიმით წარადგინა ფიზ.მომზადების ახალი მწვრთნელი დიუპონი, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებში ძალიან დიდი წარმატებით მუშაობდა და მსოფლიო დონის სპეციალისტად ითვლება.

3 კვირის თავზე მივიღეთ შედეგი - ასენსიო 8-9 თვეს გამოტოვებს, ფერლან მენდის აღდგენითი პროცესისთვის 1 თვე სჭირდება, ბრაჰიმ დიასი 21 დღიან სარეაბილიტაციო კურსს მალე დაასრულებს, ლუკა იოვიჩს 3 კვირიანი მკურნალობა სჭირდება, ტიბო კურტუა კოლექტივს დაახლოებით 30 დღით გამოემშვიდობა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზიდანის ირგვლივ საქმე არც ისე კარგად მიდის და გუნდში ტრავმების ეპიდემიაა, რისი მიზეზით ჯერ-ჯერობით აბსოლუტურად უცნობია.

ერთადერთი ტრავმა, რომელსაც ვერცერთი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ვერ გათვლის, ასენსიოს დაზიანებაა, მას ოპერაცია სჭირდება. დანარჩენ შემთხვევებში ჩვენ საქმე გვაქვს კუნთების დაზიანებასთან, რაც პირდაპირ კავშირშია ზიზუს დამხმარესთან.

ისმის კითხვა? სწორად მუშაობს სამწვრთნელო შტაბი ფიზიკური მომზადების მიმართულებით? dle 10.1

  • Ramos
  • 30 ივლისი 2019
  • 3569
  • 11

1

30 ივლისი 2019 10:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ასენსიოა ცოდო თორე დანარჩენები მალე დაბრუნდებიან თან სეზონი ჯერ არ დაწყებულა

2

30 ივლისი 2019 10:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
არ გვყავდა ეს და ბეილი სულ ძირს ეგდო... მოიგონეს ეხლა... ხო არ დაღალოთ ბენზემა ცოდოა... fellow

გაუკაჟდებათ ნელ-ნელა ეს მოდუნებული კუნთებიც... fellow

3

30 ივლისი 2019 10:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაუშავრს ნუ მოვეშვებით მადრიდისტებო წინ დიდი ფეხბურთი გველის რეალი იტყვის თავის სიტყვას ლა ლიგა უნდა დავდოთ😚 გამოკეთდებიან სეზონი ჯერაც არ დაწყებულაააა ჰალა მადრიდ😚

4

30 ივლისი 2019 10:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
ტრამვების დიუპონისთვის შეტენვა კარგი გამოსავალია :)))
ასენსიომ ჯვარედინი გაიწყვიტა და მაგას მამაზეციერიც ვერ გათვლის, რა დიუპონი ;))) იოვიჩი მხეცივით წავიდა ბურთზე და მხოლოდ მისი ბრალია ტრამვა რომ აქვს :)) მენდის მხრის დაზიანება აქვს, მისი სუატი წერტილი ეგაა და მაინცდამაინც იმ არეში ჩააზილეს. კურტუამ კოჭი დაიზიანა და წინა სეზონშიც მაგის გამო გაუცდა დრო. ბრაჰიმს კი სერიოზული არაფერი სჭირს და მაქსიმუმ 1 კვირაში ხოდზე იქნება. :))

5

30 ივლისი 2019 11:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
ბენზემამ გააავრცელა ეს ჭორი რომ არ ივარჯიშოს.... ზაქი fellow

6

30 ივლისი 2019 11:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ციტატა: LUCA MODRIC
ტრამვების დიუპონისთვის შეტენვა კარგი გამოსავალია :)))
ასენსიომ ჯვარედინი გაიწყვიტა და მაგას მამაზეციერიც ვერ გათვლის, რა დიუპონი ;))) იოვიჩი მხეცივით წავიდა ბურთზე და მხოლოდ მისი ბრალია ტრამვა რომ აქვს :)) მენდის მხრის დაზიანება აქვს, მისი სუატი წერტილი ეგაა და მაინცდამაინც იმ არეში ჩააზილეს. კურტუამ კოჭი დაიზიანა და წინა სეზონშიც მაგის გამო გაუცდა დრო. ბრაჰიმს კი სერიოზული არაფერი სჭირს და მაქსიმუმ 1 კვირაში ხოდზე იქნება. :))

ერთი ოფიციალური თამაშის წაგება უნდა ზიდანს და მთელი ჰალა მადრიდი თავის შტაბიანად დედას ..... ასეთი სასტავი მოძრაობს აქ! (ყველას არ ეხება რათქმაუნდა) და მერე სხვას ასწავლინ ჭკუას ლეგენდის დაფასებაზე

7

30 ივლისი 2019 11:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაუშავს ბიჭებო მალე მოგირჩებათ

8

30 ივლისი 2019 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ეს სტატია გათვლილია დიუპონის გინებაზე.ჯერ სტატიაში ნახსენებია რომ ეპიდემიის მიზეზი ჯერ-ჯერობით სრულიად უცნობიაო და შემდეგ უკვე ვარაუდიც შემოდის თუ რა მიზეზითაა გამოწვეული,ამასთანავე კი ერთი პატარა ტყუილიცაა სადაც ნახსენებია,რომ თითქოს ასენსიოს გარდა ყველას კუნთის პრობლემა აქვს.

9

30 ივლისი 2019 12:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ რაშუაშია მაგრამმ ჩემი აზრით ტეო უნდა დაგვეტოვებინა და მენდის 50 მლნ სხვარამეში მოგვეხმარებინა.

10

30 ივლისი 2019 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
ციტატა: vinicius7
მენდის 50 მლნ სხვარამეში მოგვეხმარებინა.

მენდის კარგი მონაცემები აქვს, ნიჭიერია და მარსელოს მაღალი დონის თამაშებში კარგად შეცვლის. აი ტეოს სირბილის გარდა არაფერი შეუძლია, ძალიან სწორხაზოვნად აზროვნებს მოედანზე

11

30 ივლისი 2019 12:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: vinicius7
აქ რაშუაშია მაგრამმ ჩემი აზრით ტეო უნდა დაგვეტოვებინა და მენდის 50 მლნ სხვარამეში მოგვეხმარებინა.

ხო ან ტეო ან რეგულონი მოათრიეს ეს მენდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)