რამოსი:„ყველა ფეხბურთელი ცუდ განწყობაზეა“

სეხიო რამოსმა მადრიდული დერბის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„განცხადები რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ იმისათვის, რომ სეზონს სტარტს მაღალ დონეზე შევხვდეთ.“

„მსურს ვუთხრა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს, რომ მათი მომენტების რეალიზაციის მხარე საოცარი იყო და დაუჯერებელი სიზუსტით თამაშობდნენ. სიმეონეს უნდა მივულოცოს და მზადება განვაგრძოთ.“

„დასკვნების გაკეთება ნამდვილად ადრეა. ის, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვართ ნამდვილად ფაქტია, მაგრამ ჯერ ხომ პრე-სეზონის ეტაპზე ვიმყოფებით. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშები გველის.“

„ჩვენ დღეს ამხანაგურ მატჩს ვატარებდით, „ატლეტიკომ“ კი ისე ითამაშა, როგორც ფინალური მატჩი. ამიტომ განსხვავება დიდი იყო.“

„დასკვნების გამოტანა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სეზონი დაიწყება, რამდენიმე ტური გაივლის და „ბლანკოსის“ თამაშის ხარისხი შეფასდება.“

„მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და დაშვებული შეცდომი გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში შედარებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ინტენსივობა გვაკლდა.“

„ზიზუ კმაყოფილია ჩვენი ვარჯიშით და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.“

„ვენდობი სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელს და მჯერა მათი მოტივაციის, ჩვენ მომდევნო სეზონში მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავთ.“

„თითოეული მოთამაშის მომავალი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ბეილთან დაკავშირებით პრესაში არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგიერთი სიმართლეს შეესაბამება, ზოგიერთი კი არა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 27 ივლისი 2019
  • 6557
  • 1

1

28 ივლისი 2019 07:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
„მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და დაშვებული შეცდომი გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში შედარებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ინტენსივობა გვაკლდა.“

უკეთ ითამაშეთ??? ეს სად დაფრინავს? ატლეტიკოს გოლების გარდა 5-6 მომენტი კიდევ სუფთა 100% ქონდა, გოლები რო მობეზრდა მერე გაიტანეთ პენალტიც და ის რიკოშეტიც ნაჩო რო ეძებდა ბურთს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)