ლივერპულს რეალის ფეხბურთელები სურს

როგორც ინგლისური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან. ლივერპულის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რეალის ფეხბურთელებზე ნამდვილ ნადრიობას გამოაცხადებს. ინგლისელებს "ბლანკოსის" 5 ფეხბურთელის შეძენას სურთ. ესენი არიან: კრისტოფ მეტცელდერი, როისტენ დრენტე, რაფაელ ვან დერ ვაარტი, კარიმ ბენზემა და ლასანა დიარა...


დიდი შანსია იმისა, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

ცოტა ხნის წინ ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელს აუცილებლად გაყიდის. ფრანგი დამრიგებელი შეეცდება 1-2 ფეხბურთელის წამოყვანას სამეფო კლუბიდან.

გთავაზობთ ამონარიდს არსენის ინტერვიუდან .

წინა ზაფხულს ფლორენტინო პერესმა გუნდიდან გაუშვა ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, უესლი სნეიდერი და არიენ რობენი, რომლებიც ამჟამად ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იმყოფებიან და ახალი გუნდების უდავო ლიდერებად იქცნენ. ფრანგი სპეციალისტის აზრით რეალის რამდენიმე ფეხბურთელი შესანიშნავად მოერგება ლონდონელ "მეთოფეებს".

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც ჩანს არსენალსა და ლივერპულს ცხელი ზაფხული მოელით. რაფაელ ბენიტესს გადაწყვეტილი აქვს სამეფო კლუბის 5 ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელის ყიდვა. თავიდან ესპანელი სპეციალისტი მხოლოდ რაფაელ ვან დერ ვაარტის შეძენით იყო დაინტერესებული. შემდეგ მისი ყურადღება კარიმ ბენზემამ და კრისტოფ მეტცელდერმა მიიპყრეს. ამჯამად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენიტესმა დრენტესა და ლასსაც დაადგა თვალი.

ბენიტესი რაფაელის, მეტცეს და ბენზემას ტრანსფერი მზად არის გადაიხადოს 31 მილიონი, ხოლო დანარჩენი ორ ფეხბურთელის ფასი შეთანხმები საფუძველზე უნდა გაირკვეს. მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ ხორხე ვალდანო და მიგელ პარდესა მსგავს წინადადებას დათანხმდნენ, რადგან წინა ზაფხულს მხოლოდ კარიმ ბენზემას სანაცვლოდ სამეფო კლუბის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ევრო გავიდა. dle 10.1

  • Hala
  • 26 აპრილი 2010
  • 2039
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)