ზიდანი:„გუნდში არსებული ტრავმები შემაშფოთებელია“

ზინედინ ზიდანმა მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მეკარეები? თქვენ დაინახავთ ჩემს მიერ მიღებულ მკაფიო გადაწყვეტილებას, რომელიც ყოველთვის სამართლიანი იქნება.“

„პოლ პოგბა? ფრანგთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია, თუმცა ის ახლა „ბლანკოსს“ არ ეკუთვნის ჩვენ კი ფრანგის გარეშე, არსებული კოლექტივით უნდა დავამარცხოთ „ატლეტიკო“ და ვაჩვენოთ კარგი თამაში.“

„ხამეს როდრიგესის მომავალი? კოლუმბიელთან დაკავშირებით ხელმძღვანელობას ჩემი პოზიცია გავაცანი, გადაწყვეტილებას კი ხელმძღვანელობა მიიღებს.“

„გარეთ ბეილი? ის „რეალს“ ეკუთვნის და მადრიდულ დერბიში ჩვენთან ერთად იქნება. უელსელს შეუძლია დარჩეს, მას მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ ჩემი აზრი არ შეცვლილა.“

„შეშფოთებული ვარ ტრავმირებული ფეხბურთელების გამო. ასენსიო „რეალს“ დიდი ხნით დააკლდა, ასევე შევიტყვეთ, რომ ფერლან მენდისაც მკურნალობა ესაჭიროება.“

„სებალიოსის გაშვება? მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ფეხბურთელს „ბლანკოსი“ დაეტოვებინა, ვინაიდან „არსენალში“ დიდ გამოცდილებას მიიღებს და მადრიდს უფრო ძლიერი დაუბრუნდება. აქ არსებული კონკურენციის ფონზე დანი უშანსოდ იყო.“

„ახლა იმაზე არ ვფიქრობ, თუ ვინ შეცვლის ასენსიოს. ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და მერწმუნეთ, პრობლემას აღმოვფხვრით.“

„მარკო მადრიდში ბრუნდება, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც მე, ასევე მთელი გუნდი ესპანელს მხარს ვუჭერთ.“

„პრე-სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 26 ივლისი 2019
  • 6583
  • 1

1

26 ივლისი 2019 10:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბეილზე ვერ გავიგე თუ უნდა დარჩესო მარა მკიდია მაინც არ ვათამაშებო?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)