მილიტაო:„ზეწოლა უფრო მოტივირებულს გამხდის, საუკეთესო კლუბში ვარ“

ედერ მილიტაომ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ დღეს მადრიდის „რეალის“, ანუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსების დამცველის რანგში გელაპარაკებით. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩემ ცხოვრებაში, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიო დონის გრანდში თავი დავიმკვიდრო. ხელი მოვაწერე მრავალწლიან კონტრაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მენდობა. ყველაფერი უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად.“

„სან პაოლოსა და პორტოში ცოტა დრო გავატარე, თუმცა ეს კლუბები ჩემს გულში ყოველთვის დარჩება. რომ ბრაზილიური და პორტუგალიური კარიერა, ახლა მადრიდში არ ვიქნებოდი.“

მილიტაო:„ზეწოლა უფრო მოტივირებულს გამხდის, საუკეთესო კლუბში ვარ“


„ვაპირებ კარგი სეზონი ჩავატარო და ქომაგებს დიდი სიხარული მივანიჭო. ყველა მატჩს ისე მუვუდგები, როგორც ფინალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე დავიხარჯები.“

„დაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. იქ ვითამაშებ, სადაც ზინედინ ზიდანი დამავალებს. პრობლემების შემთხვევაში შემიძლია პოზიციის შეცვლა.“

„ზინედინ ზიდანთან საუბარი ჯერ არ მქონია, თუმცა ერთმანეთს მალე შევხვდებით.“

„როდესაც ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის ფიქრობ ტოპ კლუბში თამაშზე. „ბლანკოსისგან“ შემოთავაზება მივიღო და ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.“

მილიტაო:„ზეწოლა უფრო მოტივირებულს გამხდის, საუკეთესო კლუბში ვარ“


„კასილიასისგან და პეპესგან არაერთი რჩევა მივიღე. ორივე მეუბნებოდა, რომ თავმდაბლობა გამომეჩინა და ბევრი მემუშავა, ვინაიდან „რეალის“ მოთხოვნები აღემატება ყველა სხვა კლუბის მოთხოვნას. ეს არის უდიდესი კლუბი მსოფლიოში, რომელსაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს.“

„კონკურენციის არ მეშინია. როდესაც დიდ გუნდში თამაშობ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყო. მე ყველანაირად ვეცდები, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვიყო და ზიზუს ნდობა დავიმსახურო.“

მილიტაო:„ზეწოლა უფრო მოტივირებულს გამხდის, საუკეთესო კლუბში ვარ“


„ზეწოლა? დიახ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ მოვლენას მხოლოდ უარყოფითად ნუ შევხედავთ. ზეწოლა ბრწყინვალე გარემოებაა იმისათვის, რომ უფრო კონცენტრირებული, პასუხისმგებლობით სავსე და მოტივირებული გავხდე.“

„„პორტოში“ დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც ახლა სამეფო კლუბს მოვახმარ, პორტუგალიელებისგან ბევრი რამ ვისწავლე.“ dle 10.1


1

10 ივლისი 2019 22:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 246
თავზე ხელი რო აქ შემოღებული დედა რა ვქნა ახლაო ფიქრობს ალბათ

2

11 ივლისი 2019 10:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 139
ზეწოლა? დიახ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ მოვლენას მხოლოდ უარყოფითად ნუ შევხედავთ. ზეწოლა ბრწყინვალე გარემოებაა იმისათვის, რომ უფრო კონცენტრირებული, პასუხისმგებლობით სავსე და მოტივირებული გავხდე


ყოჩაღ მილის. დიდი მომავალი აქვს რეალშიც და ცხოვრებაშიც
-----------------------
TUPAC SHAKUR

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 5

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (206)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)