რაფაელ ვან დერ ვაარტის ინტერვიუ

რაფაელ ვან დერ ვაარტი „მადრიდის რეალის“ რიგებში ამ სეზონში ძალიან კარგად თამაშობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მას სეზონის დასაწყისისას არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ქონდა. ჯერ კიდევ ივლისში ის 95%–ით შემადგენლობიდან თამაშგარეთ იყო დარჩენილი, მაგრამ ჰოლანდიელის მონდომებამ , პროფესიონალიზმმა და მოთმინებამ შედეგი გამოიღო და ის უკვე ძირითადის უცვლელი ფიგურაა. ამის შესახებ უკვე აღარავინ დავობს, მითუმეტეს , როცა მან კაკა ასეა თუ ისე კარგად შეცვალა. ის ამჟამად საკუთარ ძალაში ძალიან დარწმუნებულია და მას სულაც არ აშინებს ბრაზილიელის დაბრუნება. „აქედან მე არსად არ წავალ... მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ლა ლიგას მოვიგებთ.“


„სარაგოსასთან“ მატჩის წინ თავს როგორ გრძნობთ?

- მატჩისთვი მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა და ეს დრო კარგად გამოვიყენეთ ყველაფრის გასაანალიზებლად. ვიცით, რომ ეხლა წაგების უფლება არ გვაქვს, ამიტომაც მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ.

ერთი კვირა დიდ დროდ არ გეჩვენებათ?

- ძალიან დიდი დროა! ძნელია ჩემპიონთა ლიგის ტელევიზორიდან ყურება., ჩვენ მხოლოდ ლა ლიგა დაგვრჩა, რომლისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

გაგიხარდათ , რომ „ინტერმა“ 3:1 მოიგო?

- დიახ, მე გახარებული ვიყავი ჩემი მეგობრის–სნეიდერის კარგი თამაშით. „ბარსელონას“ მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

თქვენმა ერთმა მეგობარმაც–რობენმაც კარგი თამაში ჩაატარა.

- ეს შესანიშნავია! „ბავარია“ ნახევარფინალშია და ეს მისი გოლების დამსახურებით. მინდა, რომ „ინტერისა“ და „ბავარიას“ დაპირისპირება ვიხილო ფინალში. ვინაიდან სნეიდერი და რობენი ჩემი მეგობრები არიან.

….და ამასთან მაშინ „ბარსელონა“ ფინალში არ იქნება

– ნუ, მე ჩემი მეგობრების წარმატება მახარებს .

შეიძლება თუ არა, რომ თქვენ „მისტერ რევანში“ გიწოდოთ?

- (იცინის) მე გამიმართლა, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. როცა „ბერნაბეუ“ ფეთქდება და ხარობს შენს გატანილ გოლს, შენ თავი მეფე გგონია. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ამ გოლს მთელ კლუბთან ერთად აღნიშნავ. ყველაზე სასიამოვნო ამ სეზონში ჩემთვის არის ის, რომ კლუბს ვეხმარები. სეზონის დასაწყისში კი ყველაფერი სხვანაირად იყო.

მოელოდით თუ არა სეზონის დასაწყისში მოვლენათა ასეთ განვითარებას?

- ძნელად თუ წარმოვიდგენდი. ბოლო რვა თვის მანძილზე ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მე მარტო ვვარჯიშობდი, ხოლო კლუბში კი მითხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ახალ კლუბს მოვძებნიდი. მე ვიცოდი, რომ საკმარისი პროფესიონალიზმი გამაჩნია და შემეძლო აქ თამაში, ამიტომაც დარჩენა ვარჩიე. ბევრი ვიწვალე და ბოლოს ამ მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო. ეხლა უკვე კლუბისთვის მნიშვნელოვან ფებხურთელად ვიქეცი. მე ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდშ მედგა და მწვრთნელს, რომელიც მე მენდო.

რას ფიქრობთ „სარასაგოსასთან“ მატჩზე?

- მეგობრებმა მითხრეს, რომ „ლა რომერადა“ ძალიან რთული სტადიონია, ამიტომაც ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ვალენსიასთან“, ძალიან კონცენტრირებულნი, მობილიზირებულნი უნდა ვიყოთ და მოგებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

„ბარსელონა“ ორი საათით ადრე „ხერესს“ შეხვდება.

- ეს ასეა, მაგრამ მე რატომღაც ამ კვირას „ბარსელონას“ ჩავარდნას არ ველი. ამას სრული პატივისცემით ვამბობ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ როგორ ჩაატარა მან მთელი სეზონი , ალბათ სულელი თუ იფიქრებს, რომ ის ქულებს აუთსაიდერთან დაკარგავს.

და სად ელით „ბარსელონას“ „ჩავარდნას“ ?

- ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ „სევილია“ და „ვილიარეალი“ ძალიან ძლიერი კლუბები არიან.

როგორ გადაიტანა კლუბმა „ბარსელონასთან“ მარცხი?

- ჩვენ ეს შევძელით, ვინაიდან „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელები მორალურად ძალიან ძლიერები არიან. ძნელად გადავიტანეთ „ბერნაბეუზე“ 0:2 მარცხი, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ და ეს დაგვეხმარა ყველაფრის გადატანაში.

ხშირად იხსენებთ იმ მომენტს, როცა ვალდესთან ერთი–ერთზე გახვედით?

- დიახ, ძალიან ბევრს. მთელი კვირა ვფიქრობდი იმ მომენტზე. მაშინ ტაბლოზე 0:2 ეწერა და ეს შეიძლება გარდამტეხი აღმოჩენილიყო, მაგრამ ვალდესმა შესანიშნავად ითამაშა. მე ათასჯერ ვნახე განმეორებით ეს ეპიზოდი, მაგრამ ეხლა ვერაფერსაც ვერ სევცვლი. საბედნიეროდ „ალმერიასთან“ გავიტანე მნიშვნელოვანი გოლი და ეს დამეხმარა გარკვეულწილად.

თქვენ გოლი დუდეკს მიუძღვენით, რატომ?

- მან მითხრა , რომ გავიტანდი და იმიტომ რომ ის ამას იმსახურებს. ერჟი–შესანიშნავი მეგობარია, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას და ყველაფერში გვეხმარება.

ვინ გახსენდებათ პირველად, როცა გოლი გაგაქვთ?

- ჩემი მეგობრები, მეუღლე, ოჯახი... ის ხალხი, რომელთაც მე ვუყვარვარ და რომლებიც მე მიყვარს.

კაკა ბრუნდება? გეშინიათ ძირითადში ადგილის დაკარგვის?

- ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია, არა? კაკა–შესანიშნავი ფეხბურთელია, ვნახოთ რას გადაწყვეტს უფროსი, მაგრამ ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იქნება.

ნუთუ არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მხოლოდ ბრაზილიელის შემცვლელად გთვლიან?

- მე ასე არ ვთვლი. მე კლუბის ერთ–ერთი ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია მის პოზიციაზე თამაში და ის, რომ ხალხი კარგი თვალით მიყურებს, მაგრამ ასეთ პოლემიკა მე არ მომწონს და ყურადღებას არ ვაქცევ.

ითამაშებს თუ არა დიდხანს ვან დერ ვაარტი „რეალში“?

- ეს არის ის, რაც მე მინდა. ვიმედოვნებ, რომ მე მოვიშორე იარლიყი „იყიდება“ (იცინის). ბედნიერ დასვენებებს მოველი. წინა წლებში ძალიან მძიმე დასვენება მქონდა, ვინაიდან ახალი კლუბის მოძებნა მირჩიეს, მაგრამ ამ სეზონში ისინი ჩემით კმაყოფილნი არიან, ხოლო მე კი მათი მადლობელი ვარ. ასე, რომ ყველაფერი კარგადაა.

რატომ გამოგიტანეს გასაყიდად წინა წელს?

- სიმართლე ვთქვა, წინა სეზონში არც თუ ისე კარგ ფორმაში ვიყავი. არ ვთამაშობდი კარგად, ეს ჩემი პირველი სეზონი იყო და ადაპტაციასთან მქონდა პრობლემები. აქ „ჰამბურგიდან“ გადმოვედი და მაშინვე სხვა კულტურას შევეჩეხე. ეს არც თუ ისე ადვილი იყო და ჩემს შედეგებზეც აისახა.

რა იყო ყველაზე მძიმე თქვენთვის?

- ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ მე გავიგე „მადრიდის რეალის“ კულტურა. ამ წუთისთვის ჰოლანდიელები მხოლოდ მე და როისტონი ვართ. უკვე კარგად ვსაუბრობ კასტილიურად და შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ესპანელებთან... ეხლა უკვე ყველაფერი გამომდის...

„რეალზე“ ზეწოლა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე.. იქნება თუ არა პელეგრინი კლუბის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში?

- ვიმედოვნებ, რომ კი. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს, უპირველეს ყოვლისა კი ლა ლიგაში და ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის დარჩება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მისი პირველი სეზონია და მას სხვადასხვა ტიპის ფებხურთელებთან მოუწია ურთიერთობა. ლა ლიგაში ჩვენ საქმე კარგად მიგვდის, დაგროვილი ქულების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელთან ძალიან ახლოს ვართ და ეს აუცილებლად უნდა დაფასდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ფიასკო განვიცადეთ..

და სამეფო თასი?

- ისიც ასევე. სამეფო თასს საერთოდ ნუ გამახსენებთ.

რას ამბობს სნეიდერი მაურინიოზე?

- სნეიდერი მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ მე მას არ ვიცნობ, ასე რომ ამაზე ნუ ვისაუბრებთ.

რას იზამთ, თუ „მადრიდის რეალი“ ლა ლიგას მოიგებს?

- უფ, ეს ძალიან შთამბეჭდავი იქნება. პირველ სეზონში სუპერთასი მოვიგე, მაგრამ სიბელესზე არ აღმინიშნავს არაფერი. მინდა, რომ გამარჯვება იქ აღვნიშნო გულშემატკივრებთან ერთად. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამაზე და ეტყობა რომ კარგი რამეა...

თავს მადრიდისტად გრძნობთ?

- დიახ. მესმის კლუბის ფილოსოფიის და გუშემატკივრების. ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, მაგრამ ამავდროულად კარგად გამოხატავენ შენს სიყვარულს. როცა ქუჩაში მხვდებიან, ყვირიან: „წინ რაფა! შენ საუკეთესო ხარ.“ ამ სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა.


წყარო: Marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2010
  • 1686
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)