რეალ მადრიდი 1-0 იუვენტუსი

რეალ მადრიდი 1-0 იუვენტუსი1966 წლის შემდეგ, რეალს ჩემპიონთა ლიგა არ ჰქონდა მოგებული. მადრიდელებმა ნავსი 32 წლის შემდეგ, 1998 წელს გატეხეს. რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსი დაამარცხა.
1998 წლის 20 მაისი. "ამსტერდამ არენა.” 47 5000 მაყურებელი.
რეალი 1-0 იუვენტუსი
გოლი: 1-0 მიატოვიჩი(67).

რეალი: 1-ილგნერი, 17-პანუჩი, 6-იერო, 5-მანუელ სანჩისი(კაპ), 3-რობერტო კარლოსი, 10-ზეედორ-
ფი, 22-კარამბე(9-შუკერი), 6-რედონდო, 8-მიატოვიჩი, 7-რაული(11-ამავისკა 90), 15-მორიენ-
ტესი(16-ხაიმე 82).

სათადარიგო ფეხბურთელები: 1-კანისარესი, 19-სანსი, 20-სავიო, 18-ვიქტორი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

იუვენტუსი: 1-პერუცი(კაპ), 2-ტორიჩელი, 7-პესოტო(18-ფონსეკა 71), 4-მონტერო, 15-იულიანო,
21-ზიდანი, 16-დი ლივიო(20-ტაკინარდი 46), 14-დეშამი(15-კონტე), 26-დავიდსი, 9-
ფ.ინძაგი, 10-დელ პიერო.

სათადარიგო ფეხბურთელები: 12-რამპულა, 6-დიმაში, 15-ბირინდელი, 16-ნიკოლა ამორუზო.

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.


რეალ მადრიდი 1-0 იუვენტუსი1966 წლის შემდეგ, რეალს ჩემპიონთა ლიგა არ ჰქონდა მოგებული. მადრიდელებმა ნავსი 32 წლის შემდეგ, 1998 წელს გატეხეს. რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსი დაამარცხა.
1998 წლის 20 მაისი. "ამსტერდამ არენა.” 47 5000 მაყურებელი.
რეალი 1-0 იუვენტუსი
გოლი: 1-0 მიატოვიჩი(67).

რეალი: 1-ილგნერი, 17-პანუჩი, 6-იერო, 5-მანუელ სანჩისი(კაპ), 3-რობერტო კარლოსი, 10-ზეედორ-
ფი, 22-კარამბე(9-შუკერი), 6-რედონდო, 8-მიატოვიჩი, 7-რაული(11-ამავისკა 90), 15-მორიენ-
ტესი(16-ხაიმე 82).

სათადარიგო ფეხბურთელები: 1-კანისარესი, 19-სანსი, 20-სავიო, 18-ვიქტორი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

იუვენტუსი: 1-პერუცი(კაპ), 2-ტორიჩელი, 7-პესოტო(18-ფონსეკა 71), 4-მონტერო, 15-იულიანო,
21-ზიდანი, 16-დი ლივიო(20-ტაკინარდი 46), 14-დეშამი(15-კონტე), 26-დავიდსი, 9-
ფ.ინძაგი, 10-დელ პიერო.

სათადარიგო ფეხბურთელები: 12-რამპულა, 6-დიმაში, 15-ბირინდელი, 16-ნიკოლა ამორუზო.

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.

1996 წელს, რამდენიმეწლიანი წარუმატებლობების შემდეგ, რეალის სათავეში იტალიელი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომლის სახელი იმხანად ევროპაში ქუხდა. დონ ფაბიომ, ჯერ ჩემპიონ-
თა ლიგის ფინალში იმარჯვა. მისმა მილანმა დაამარცხა რა, იოჰან კრუიფის ბარსელონა, რომელსაც მაშინ “ოცნების გუნდს” უწოდებდნენ, თანაც 4-0(!). შედეგად, იტალიელი სპეციალისტი რეალის მწვრთნელი გახდა. ბლანკოსმაც მის ხელში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. თუმცა 1997 წლის ზაფხულში კაპელო გუნდიდან სრულიად უმიზეზოდ გაუშვეს. კაპელოს შემდეგ, რეალში ბევრი სპეციალისტი მივიდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება მხოლოდ ჰაინკესის მისვლის შემდეგ მოხერხდა. ამბობენ და მართალიცაა, რომ ჰაინკესმა ევრო-
პის უპრესტიჟულესი საკლუბო გათამაშება, კაპელოს გუნდით მოიგო. ფინალში სწორედ იტალიელი სპეციალისტის მიერ გადაბირებულმა ფეხბურთელებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი...
თუმცა მანამდე ამ ტურნირს შევეხოთ. 1997-1998 წწ.წ. ჩემპიონთა ლიგა მეტად სპეციფიკური და
ცოტა არ იყოს უცნაური ტურნირი გამოდგა. თავად განსაჯეთ, ტურნირის ერთერთი ფავორიტები, ხსენებულ ჩემპიონატში საერთოდ ვერ მოხვდნენ, ბარსელონა, კი რომელიც ასევე ფავორიტთა შორის მოიხსენიებოდა და რეალის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა, სულაც ჯგუფში ჩარჩა. მაშინ ჩემპიონთა ლიგას სხვანაირი ფორმატი ჰქონდა: 6 ჯგუფიდან გადიოდნენ პირველადგილოსნები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი. რეალს ჯგუფურ ეტაპზე არცთუ რთული მეტოქეები ერგო: პორტუ, რუსენბორგი და ოლიმპიაკოსი. მადრიდელებმა ორივე მატჩში დაამარცხეს პორტუ(2-0 და 4-0), რუსენბორგთან 2 მატჩის ჯამში ქულები გაიყვეს(4-1 და 0-2), ხოლო ოლიმპიაკოსთან 2 მატჩში 4 ქულას მოუყარეს თავი(5-1 და 0-0). საბოლოო ჯამში, 13 ქულით, რეალი პირველ ადგილზე გავიდა და 1/4-ფინალის საგზურიც ავტომატურად მოიპოვა.
1/4-ფინალში მადრიდელებს მეტოქედ ლევერკუზენის ბაიერი ერგოთ. პირველი მატჩი გერმანია-
ში ფრედ, 1-1 დასრულდა. მართალია, იმ მატჩში ბლანოსი აგებდა, თუმცა კრისტიან კარამბემ ანგარიში მაინც გაათანაბრა. სანტიაგო ბერნაბეუზე კი რეალმა 3-0 იმარჯვა. გოლები კარამბემ, მორიენტესმა და იერომ გაიტანეს. 1/2-ფინალში რეალის მეტოქე, მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია იყო, რომელმაც მანამდე გათამაშებას, მიუნხენის ბაიერნი გამოთიშა. რეალს არც აქ შექმნია ზედმეტი პრობლემები. პირველ მატჩში მადრიდში 2-0-ის მოგების(სადაც გოლები მორიენტესმა და ისევ და ისევ კარამბემ გაიტანეს) შემდეგ, დორტმუნდში მადრიდელებმა, სხვათაშორის საკმაოდ რთულ თამაშში ფრეს მიაღწიეს. მატჩი 0-0 დასრულდა. და აი ფინალიც, რომელშიც რეალს ტურინის იუვენტუსი ელოდა.
იუვენტუსი, რომელმაც მანამდე გათამაშებას მონაკო და თვით კიევის დინამო გამოთიშა. შეიძ-
ლება გაგიკვირდეთ, აბა სად დინამო და სად ჩემპიონთა ლიგის ფინალიო, მაგრამ თავის დროზე, ვალერი ლობანოვსკის მწვრთნელობისას, კიეველები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ და ის, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს, უიღბლობას უნდა დააბრალონ. მარტო ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცეს კიეველებმა, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმაოდგენდნენ. დინამოელებმა ბარსელონა 2 მატჩის ჯამში 7-0 დაამარცხეს(კიევში 3-0 და ბარსელონაში 4-0). თუმცა მაშინდელი დინამო, - ეს სხვა სასაუბრო თემაა, რომელსაც ჩვენს სტატიასთან საერთო არაფერი აქვს. ახლა უშუალოდ ფინალზე გადავიდეთ.
იუვენტუსი ფავორიტად ითვლებოდა. მარჩელო ლიპი მეორე ევროტიტულს უმიზნებდა. მატჩი რეალის უპირატესობით წარიმართა. მადრიდელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთაგან მხოლოდ 1 დააგვირგვინეს გოლით. ხოლო იუვენტუსმა ტიპიური, იტალიური ფეხბურთი შემოგვთავაზა. ტურინელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ და არც კონტრშეტევებზე თაკილობდნენ წასვლას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშის სურათი
კალეიდოსკოპურად იცვლებოდა. გუნდები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კოლოსალური უპირატესობის მოპოვებაში. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ თამაში ორმხრივ შეტევებში წარიმართა. თუმცა საბოლოო ჯამში რეალის უპირატესობა მცირე, მაგრამ ოდნავ შესამჩნევი იყო. რაც შეეხება გოლს, კრისტიან პანუჩის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ აუტს, საგოლე კომბინაცია მოჰყვა, რომელიც საჯარიმოს საკმაოდ მახვილი მარცხენა ფრთიდან პრედ-
რაგ მიატოვიჩის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
რეალმა მოიგო, მოიგო მე-7-ედ. სწორედ აქედან დაიწყო მადრიდელთა წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგაში, 1998 წელს, 2000 და 2002 წლები მოჰყვა. 4 წელიწადში 3(!) ჩემპიონთა თასი.
მართლაც საოცარი გუნდია რეალი. ამ გუნდს საკუთარი ფილოსოფია აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა. თუნდაც იუპ ჰაინკესი ავიღოთ, ამ მწვრთნელს, თუ არ ჩავთვლით გერმანიის 2 მოგებულ ჩემპიონატს და იმასაც ბაიერნის რიგებში, სამწვრთნელო კარიერაში ღირებული არაფრისთვის მიუღწევია. ამ 2 გუნდის(რეალი და ბაიერნი) გარდა, ჰაინკესს საშუალო დონის ესპანურ და გერმანულ გუნდებში უმუშავია და იქაც ძალიან ცოტა ხნით. ხოლო შედარებით ძლიერ გუნდებში მას თანამდებობას ვადაზე ადრე ატოვებინებდნენ. რეალის სპეციფიკურობა და უფრო სწორად, უნიკალურობა სწორედ ამაში სჩანს. იგივეს თქმა შეგვიძლია დელ ბოსკეზეც, რომელსაც არც რეალამდე და არც რეალის შემდეგ რაიმე ღირებულისთვის არ მიუღწევია. და ბოლოს, შუსტერის ერთ მეტად საინტერესო ფრაზას მოვიყვან. ეს სიტყვები გერმანელმა სპეცალისტმა წელს, სწორედ მაშინ თქვა, როდესაც პრესაში აქტიურად დაიწყო საუბრები, ფაბიო კაპელოს შუსტერით ჩანაცვლებით შესახებ. აი ისიც: ”იცით, კაპელოს რეალში საქმეები მთლად კარგად რატომ არ მიდის? იმიტომ, რომ ის არც კი ცდილობს ჩაწვდეს რეალის ფილოსოფიას, რომელიც ამ კლუბს საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდა. მე იგივე პრობლემები რეალში არ შემექმნება, რადგან ძალიან კარგად ვიცი, სიტყვა მადრიდიზმის მნიშვნელობა. და საერთოდაც, ვინც არ უნდა გახდეს რეალის მთავარი მწვრთნელი, ვურჩევ ჯერ კარგად ჩაწვდეს ამ დიადი კლუბის ფილოსოფიას და მუშაობას შემდეგ შეუდგეს”. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დელ ბოსკემ შუსტერის მსგავსად იცოდა რეალის ფოლოსოფია და კარგად გაიაზრა კიდეც...
ტრადიციულად, როცა ასეთ მატჩებზე ვწერთ, სტატიას თან ვურთავთ მატჩში გასული გოლის ან იშვიათ შემთხვევაში, მიმოხილვის გადმოსაწერ ლინკს. ამ შემთხვევაში, კი თქვენთვის საკმაოდ ორიგინალური ვიდეო მაქვს. კლიპი, რომლის გადმოსაწერი ლინკი სტატიის ქვეშაცაა მოთავსებული და მულტიმედიაშიც, ასახავს რეალის ყველა გოლს 1997-1998 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. ასე რომ, გადაწერეთ ვიდეო და თავად ნახავთ თუ რა გზა გავიარეთ 10 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მე-7-ედ მოსაგებად.
dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4773
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)