გაი: "რეალი ძალზედ სახიფათოა"

"რეალ სარაგოსას" მთავარი მწვრთნელი, ხოსე აურელიო გაი, მადრიდის "რეალის" კანტერანოსია.წლების წინ ის მიგელ პარდესასთან ერთად თამაშობდა, სამეფო კლუბის სარეზერვო გუნდში.გამოცემა "ას"-ი ესაუბრა ესპანელ თავკაცს.


- გვიამბეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
- მე გადავწყვიტე მადრიდის "რეალის" საფეხბურთო აკადემიაში ძალების მოსინჯვა.მაშინ, ძალიან რთული პროცედურის გავლა გიწევდა იმისათვის, რათა ამ ბუმბერაზ გუნდში მოხვედრილიყავი.როდესაც სინჯებზე მივედი, უცნობმა მისტერმა მითხრა, რომ "რამდენიმე დღეში ტელეფონზე დამირეკავდა და შემატყობინებდა პასუხს," თუმცა მხოლოდ ქუჩაში გამოსვლის შემდეგ გამახსენდა, რომ ტელეფონი არ მქონდა.

- და როდის დაბრუნდით კლუბში?
- ერთი თვის შემდეგ, ფეხბურთელების მორიგი "ქასთინგი" გაიმართა საფეხბურთო აკადემიაში.60 თორმეტი წლის ბავშვიდან უნდა აერჩიათ 22 საუკეთესო.სამწუხაროდ, მე საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ვერ მოვხდვი, თუმცა შემდეგ კვლავ ოცდაორი აირჩიეს, მაგრამ იქაც ვერ მოვხვდი.შემდეგ მივედი ისევ უცნობ მისტერთან და ვკითხე, თუ როდის უნდა შევსულიყავი მოედანზე.მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში ვირჯებოდი, დაცვის მარცხენა ფრთაზე გამამწესეს.მე რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავთანხმდი, რამეთუ ძალიან მინდოდა თავის წარმოჩენა.

- როგორ განვითარდა მოვლენები მოედანზე გასვლის შემდეგ?
- 15-20 წუთის განმავლობაში უნდა წარმომეჩინა ჩემი პოტენციალი.მოედანზე შესვლის შემდეგ, დაინიშნა საჯარიმო დარტყმა.ერთი ქერა თმიანი ყმაწვილი აპირებდა სტანდარტის შესრულებას, თუმცა მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ თუ არ დამარტყმევინებდა "თავს გავუხეთქავდი."ახლა კი მეცინება ამ ფრაზაზე, თუმცა მაშინ ეს ჩემთვის შანსი იყო და არ მინდოდა ხელიდან გამეშვა.მოკლედ, შევასრულე ჯარიმა და ბურთი ხარიხას გავარტყი.სამწუხაროდ, ჩემი მონაცემები კვლავ დაიწუნეს და რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ გამომიშვეს.

- მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი მაინც არ დაგიყრიათ არა?
- რამდენიმე თვეში კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ გუნდში გამოვცხადებულიყავი.სწორედ, მაშინ ჩემთან ერთად პარდესა, მარტინ ვასკესი და ტონი გრანდე თამაშობდნენ.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ მაშინ სულ სხვა ეპოქა იყო.რატომ?
- დიახ."კასტილიაში" თამაშის დროს 19 წლის ვიყავი.ერთ მშვენიერ დღეს, შევიძინე ნახმარი ავტომობილი, რასაც ჩემი დაბარება მოჰყვა კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში.მან მკითხა, თუ რად მინდოდა მანქანა, მე კი ვუპასუხო, რომ სტადიონიდან არცთუ ისე ახლოს ვცხოვრობდი.მაშინ, ხელმძღვანელობამ ხელფასიდან თანხის ნახევარი ჯარიმის სახით ჩამომაჭრა.ახლა, როდესაც ვიხსენებ ამ ამბავს, ვფიქრობ, რომ გუნდის ბოსები ამგვარი დამოკიდებულბა მართებული იყო.თანამედროვე ფეხბურთში, მოთამაშეები დიდ ზიანს აყენებენ სპორტის ამ სახეობას.

- თქვენ უკვე მწვრთნელი ხართ.რას გვეტყვით ახლანდელ "რეალზე?"
- პელეგრინის შემადგენლობას უდიდესი პოტენციალი აქვს შეტევაში."ბარსელონაზე" ამბობენ რომ "არა მიწიერ" ფეხბურთს თამაშობსა, თუმცა გეტყვით, რომ კატალონიელებსა და მადრიდელებს შორის მხოლოდ 1 ქულაა სხვაობა.ჩემი აზრით, ეს ფაქტი ყველაფრის მეტყველია."ბლანკოსის" სტილი მისი მთავარი კონკურენტისაგან განსხვავდება, მაგრამ ორივე გუნდი მსგავს ხიფათს უქმნის ნებისმიერი ოპონენტს.

- ვისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე სახიფათონი რონალდუ და იგუაინია, თუმცა ხაბი ალონსოსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.ასევე თვალთახედვის არედან არ უნდა გამიგვრჩეს ხოსე მარია გუტი.ჩემი სურვილია, ამ უკანასკნელმა გამოტოვოს მომავალი შეხვედრა.

- როგორი იქნება თქვენი "სარაგოსა?"
- ჩვენი სურვილია, მადრიდი ბურთის გარეშე დავტოვოთ, მაგრამ საკითხავია შეგვიძლია ამის გაკეთება?მთავარია თავი კარგად დავიცვათ და მივეხმაროთ ერთმანეთს.ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება მეტოქე კონტრ შეტევაზე დავიჭიროთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)