პელეგრინი: "ვიმედოვნებ, რომ ლა ლიგას მოვიგებთ"

სამეფო გუნდის დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, "სარაგოსასთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.


"სეზონის ამ ეტაპზე, ნებისმიერი მეტოქის ძლევა ძალზედ რთულია.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კონკურენცია გავუწიოთ "ბარსელონას."მიმდინარე სეზონში, სამეფო კლუბი ქულათა კოლოსალურ რაოდენობას აგროვებს.ვიმედოვნებ, რომ ბიჭები ბოლო მატჩამდე შეინარჩუნებენ საბრძოლო ხასიათს."

"გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რამეთუ ყოველთვის მინდა რომ ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში "ბარსას" ფეხდაფეხ მივყვებით და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ.ვიმედოვნებ, რომ ქულათა მაქსიმუმს მოვიპოვებთ, რაც შეგვაძლებინებს ლა ლიგას მოგებას.აქვე მინდა დავსძინო, რომ კატალონიელებზე ფიქრი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის."

"რასაკვირველია, კაკა "რეალისათვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.გუნდი ბრაზილიელის საგოლე პასებისა და გოლების ნაკლებობას განიცდის, თუმცა მე მაინც მოხარული ვარ, რომ შემადგენლობის ერთ-ერთი ლიდერის არყოფნას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია რეზულტატებზე.რიკარდო პროფესიონალია და ყოველთვის იქნება განაცხადში, თუ რაიმე სერიოზული დაზიანება არ შეუშლის ხელს."

"მინდა გითხრათ, რომ "რეალისაგან" დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.მიხარია, როდესაც პრიმერაში წარმატებული გამოსვლა გვაქვს."ბლანკოსმა" შეიცვალა თამაშის სტილი, თუმცა გუნდს კიდე ბევრი ასპექტი აქვს დასახვეწი.ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს, მხარდაჭერისათვის." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)