აზარი:„ზიდანის მიერ „ლევერკუზენთან“ გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება“

ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საკითხს შეეხო...

„ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც „რეალში“ გადმოსვლით ვგრძნობ. ეს არის კლუბი, რომელიც ყველა ფეხბურთელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თეთრი მაისურის მორგება განსაკუთრებული მომენტი იყო.“

„ჩემი პირველი დღე მადრიდისტას რანგში მართლაც ემოციებით დატვირთული გამოდგა. უამრავი ქომაგის წინაშე ბერნაბეუზე გასვლა დიდი სიხარული იყო.“

„მსურს, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პრე-სეზონი და ზინედინ ზიდანთან ერთად ბევრი ვიმუშავო. ეს არის საუკეთესო კლუბი მსოფლიოში. სანამ ბერნაბეუზე პირველ ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემი გვარი გამოაცხადეს და საოცარი განცდები დამეუფლა.“

„ძალიან ვნერვიულობდი, ბავშვივით ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერმა გადამიარა. ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ემოციური ფონი საკმაოდ მასშტაბური იყო.“

„ბავშვობიდან ვოცნებობდი სამეფო კლუბში მოხვედრაზე. ოცნება 28 წლის ასაკში ამიხდა. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გზა გამოვიარე იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავი.“

„ვნებათაღელვა ძალიან დიდია. როდესაც „რეალში“ თამაშობ ყველა ტიტულის მოგება გსურს. ვალდებული ხარ, ბოლომდე დაიხარჯო და გამარჯვებისთვის იბრძოლო. ძალიან მნიშვნელოვანია ქომაგების სურვილების შესრულება.“

„საუკეთესო მომენტი ჩემ მეხსიერებაში? ეს იყო ზინედინ ზიდანის მიერ „ლევერკუზენის“ კარში გატანილი გოლი. ის მომენტი არასდროს დამავიწყდება.“

„ფეხბურთელობა დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა. როდესაც შემდგარი სპორტსმენი ხარ და მწვანე მინდორზე გადიხარ საოცარი გრძნობები გეუფლება, ამას ყველა ფეხბურთელი დაადასტურებს.“

„მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 13 თასი მუზეუმში უბრალოდ საოცრებაა. მე არასდროს მითამაშია ფინალში და ამაზე ვოცნებობ.“

„მსურს, რომ ივლისის თვე მალე მოვიდეს და ზიდანთან ერთად მუშაობა დავიწყო. ფრანგს დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი კუმირია.“

„ტიბო კურტუა ჩემი მეგობარია და დიდი წვლილი შეიტანა ტრანსფერის სრულად გაჩარხვაში. უდიდესი ინტერესი არსებობდა და ტიბოც მზად იყო, ჩემი ყველა კითხვისთვის სათანადოდ ეპასუხა, ის მხარში მედგა და მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვდიოდი.“

„და ბოლოს. მსურს მივმართო ქომაგებს და დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი დახვედრისთვის, ყველაფერს გავაკეთებ მათი იმედების გასამართლებლად.“ dle 10.1

  • Ramos
  • 15 ივნისი 2019
  • 3087
  • 15

1

15 ივნისი 2019 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 41
აზარრ !

2

15 ივნისი 2019 11:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 582
ზიზუ რა მაგრად ევასება, დიდი პლიუსი იქნება ეს გუნდში.

3

15 ივნისი 2019 11:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186
https://fanebi.com/barselonas-phans-romelits-azaris-prezentatsias-estsreboda-mai
suri-gaakhdevines-video/

4

15 ივნისი 2019 11:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 327
ნამდვილი მადრიდისტაააა😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍

5

15 ივნისი 2019 11:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 467
მშვენიერია თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს! მარტო ნიჭიერება და ვარჯიში არ გიშველის, თუ იმ გუნდის მიმართ, რომელშიც თამაშობ არ გაგაჩნია პატივისცემა მისი ისტორიისა და ღირებულებების მიმართ! უნდა გიყვარდეს და გტკიოდეს შენი გუნდი და აფასებდა გულშემატკივრებს, ამ ყველაფერს მოაქვს წარმატება, როგორც საკლუბო ისე ინდივიდუალური!წარმატებები აზარ!
-----------------------

6

15 ივნისი 2019 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 582
ჩელსის ფანკლუბი აგინებს მოთამაშეს რომლის გარეშეც აი ეს ჩმორი გუნდი საერთოდ სად იქნებოდა ღმერთმა იცის, ბავშვობიდან აკვნიდან რეალზე ოცნებობდა ედენა და მაინც ჩელსის მიუძღვნა ამდენი წელი, ულიდერა გუნდს საოცარი მომენტები აჩუქა ორჯერ ინგლისი დადო, და აგინებენ ადამიანს რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ჩელსისთვის, fuck logik არაა ეს გუნდი ასეთების ღირსი

7

15 ივნისი 2019 11:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7064
ციტატა: ZIZOU...
ჩელსის ფანკლუბი აგინებს მოთამაშეს რომლის გარეშეც აი ეს ჩმორი გუნდი საერთოდ სად იქნებოდა ღმერთმა იცის, ბავშვობიდან აკვნიდან რეალზე ოცნებობდა ედენა და მაინც ჩელსის მიუძღვნა ამდენი წელი, ულიდერა გუნდს საოცარი მომენტები აჩუქა ორჯერ ინგლისი დადო, და აგინებენ ადამიანს რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ჩელსისთვის, fuck logik არაა ეს გუნდი ასეთების ღირსი

აზარამდე მოიგო ჩელსიმ ლიგა და აზარამდე დაერქვა ჩელსის გუნდი

8

15 ივნისი 2019 11:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 582
ციტატა: kontaqti

იქნებ შემადგენლობას გადაგეხედა აზარამდე რომ დროგბა, ტერი, ჩეხი და ლამპარდი ყავდა, და არა იგუაინი და ყანა, ანუ რაა ეხლა უნდა აგინონ მაგას ამბობ? აზარი რო არ ყოლოდა ძაან ტრაკში იქნებოდა ჩელსი,და ის სასტავი რო ყოლოდა რაც აზარამდე და დალშე აზარიანად კიდევ დადებდა ლიგას ჩელსი

9

15 ივნისი 2019 12:54

საერთოდ ჩელსის რატომ უნდა უქომაგო ან საერტოდ რატო უნდა წახვიდე ჩელსიში😂 მითუმეტეს რეალი გეპატიჭებოდეს და ჩელლსში დარჩეეეეზ😃😃😃😃😂😂😃😄😄😄

10

15 ივნისი 2019 13:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3925
გასAვებია ლორენტე 30 მილიონი,ნაჩო 30 მილიონი.ვალეხო 20 მილიონი,სებალიოსი 40 მილიონი,მარიანო დიაზი 35 მილიონი,ისკო 70 მილიონი,ორდიზოლაც გასაშვებია მილიატაო მოვიდა ეგეც 30 მილიონი,ლუკას ვასკესი 35 მილიონი.სადღაც 300 მილიონამდეე კი შემოვა გაყიიდვების შედეგად,ბეილს ვერ ვიმეტებ და ვერც ასენსიოს.ალბად სატრანსფერო ფანჯარას რეალი პოგბას შეძენით დახურავს.

პლიუს ნავასი მისდისს სადღაც 4მ მილიონს მაგაში ავიღებთ.ანუ რაც დახარჯაა პლიუსში გავაააა პერესი ეს ფეხბურთელები რომ გაყიდოსს.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

11

15 ივნისი 2019 13:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2045
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ლიუსში გავაააა

მანდ როგორაა ისე რედონდო თუ იცი ზუსტად... ანუ რა თანხებიც შემოგივა გაყიდვებიდან ამ თახნას პლიუს კლუბის წლიური მოგება და მაგდენის დახარჯვა შეგიძლია ხო მარტო ?
-----------------------
My Webpage დიდი მადლობა რომ რეალი დააბრუნე და ისტორია ოქროს ასოებით ჩაასწორე.... :)

12

15 ივნისი 2019 14:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
მბაპეზე რამე დადეთ

13

15 ივნისი 2019 14:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 257
ციტატა: ZIZOU...
ჩელსის ფანკლუბი აგინებს მოთამაშეს რომლის გარეშეც აი ეს ჩმორი გუნდი საერთოდ სად იქნებოდა ღმერთმა იცის, ბავშვობიდან აკვნიდან რეალზე ოცნებობდა ედენა და მაინც ჩელსის მიუძღვნა ამდენი წელი, ულიდერა გუნდს საოცარი მომენტები აჩუქა ორჯერ ინგლისი დადო, და აგინებენ ადამიანს რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ჩელსისთვის, fuck logik არაა ეს გუნდი ასეთების ღირსი

უმადურ და უსამართლო ხალხს რა გამოლევს ძმა და ბოღმიანებს .... მარა ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ რაც ჩამოვთვალე ეს ყველაფერი სამწუხაროდ ქართველების უმრავლესობას გვახასიათებს

14

15 ივნისი 2019 17:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3925
ციტატა: lekino
მანდ როგორაა ისე რედონდო თუ იცი ზუსტად... ანუ რა თანხებიც შემოგივა გაყიდვებიდან ამ თახნას პლიუს კლუბის წლიური მოგება და მაგდენის დახარჯვა შეგიძლია ხო მარტო ?

კლუბს წლიური შემოსავალი რამდენიც აქვსს მაგდენის დახარჯვის უფლება აქვს ტრანსფერებში,,მანჩესტერ სიტის მაგალითი ც აქვე გვაქვს,წლიურად 300 მილიონამდე მაინც ხარჯავდნენნ მაგრამ 100 მილიონზე მეტსს მარტოო ტრანსლიაციებით იღებენნ .თან ესენი ფეხბურთელებს საერთოდ არ ყიდდნენ მაგრამ სატრანსფერო ბანი არასოდეს დაუდვიათ,ამ ლოგიკით თუ მივყვებით პირველ რიგში კლუბის წლიური შემოსავალი ჯამდებააა.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

15

15 ივნისი 2019 18:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 42
თქვენი გამკვირვებია რონალდოზე მეტი რა გააკეთა აზარმა მაგას აგინებდა ნახევარი საიტი და აზარს თუ ჩელსის ფანებმა აგინეს რა გიკვირთ დდდდ

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (262)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)