საფეხბურთო ბიზნესი

ამას წინათ ვათვალიერებდი გამომცემლობა Forbes-ის ინტერნეტ გვერდს და საინტერესო სტატიას გადავაწყდი. ამ სტატიაში მოყვანილია მსოფლიოს უმდიდრეს კლუბთა ოცეული. "მადრიდის რეალი" ჩამონათვალში მე–2 ადგილზეა, პირველი ადგილი არავის დაუთმო "მანჩესტერ იუნაიტედმა".


წინა წელს დოლარის კურსის ვარდნამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიოს 20 უმდიდრეს საფეხბურთო კლუბს. 2008 წლის ივნისიდან 2009 წლის ივნისამდე ევრომ და ფუტმა დოლართან მიმართებაში შესაბამისად 11%–ით და 17%–ით დაიკლეს. შესაბამისად ტოპ–20–ეულის კლუბთა საშუალო ღირებულებამ (სააქციო კაპიტალისა და წმინდა ვალის ჯამი) შეადგინა 632 მლნ. დოლარი, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი წინა წელს შეადგენდა 691 მლნ. დოლარს.

8,5 %–იანი ვარდნა დანაკარგების მხრივ საერთო ჯამში მიახლოებით 1,2 მლრდ. დოლარის ტოლია. საოპერაციო შემოსავლებმა (შემოსავლები პროცენტების, ვალების, ამორტიზაციის და სხვადასხვა შენატანების გამოკლებამდე) მიახლოებით 20 მლნ. დოლარიანი ვარდნა აჩვენეს დაეცნენ რა 50 მლნ. დოლარიდან 32 მლნ. დოლარამდე საშუალოდ. ყველაზე უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს სხვაობა უმსვილეს და ღარიბ კლუბებს შორის. მაშინ როცა , პირველმა ხუთეულმა ("მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "არსენალი", "ბარსელონა" და "ბავარია") გამოიმუშავა 556 მლნ. ევრო, 24 %–იანი საოპერაციო შემოსავლების მარჟით, ღარიბთა ხუთეულის წევრებთა ("ნიუკას იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "დორტმუნდის ბორუსია", "მარსელი" და "ბრემენსი ვერდერი") 778 მლნ. დოლარის შემოსავლის პირობებში დანაკარგი შეადგენს 54 მლნ. დოლარს.


თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მდიდარი კლუბების უპირატესობა მათ სპონსორებშია, ისინი მსოფლიოს ბრენდები არიან და შესაბამისად უფრო დიდი შემოსავლის მიღების საშუალებასაც იძლევა მათთან გაფორმებული კონტრაქტები.


ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც 1,84 მლრდ. დოლარით პირველობას არავის უთმობს უმდიდრეს კლუბთა ჩამონათვალში. "მანჩესტერის" სატელევიზიო არხს მიახლოებით 192 მლნ. ოჯახში უყურებენ. კლუბი ითვლის 333 მლნ. მიმდევარს და 139 მლნ. ერთგულ გულშემატკივარს. მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერის" მაისურზე ახალი სპონსორი გამოჩნდება Aon–ის სახით, რომელიც კლუბს წლიურად 34 მლნ. დოლარს მოუტანს და ეს ოთხი წლის განმავლობაში. რაც AIG–თან დადებულ ხელშეკრულების თანხაზე 50%–ით უკეთესია. ტანსაცმლის შეკერვით კვლავ Nike იქნება დაკავებული, რაც ტანსაცმლის მწარმოებელთან დადებული 13 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე მოხდება, რომელიც კლუბს საერთო ჯამში 470 მლნ. დოლარს გადაუხდის და ამას პლუს 2015 წლამდე კონკრეტული დასახელების საქონლის გაყიდვიდან შემოსული თანხების 50%. "მანჩესტერ იუნაიტედი" საოპერაციო შემოსავალმა წინა წელს 150 მლნ. დოლარი შეადგინა , ხოლო მათი სატელევიზიო შემოსავლები 164 მლნ. დოლარის ოდენობით პრემიერ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მიუხედავად კლუბის წარმატებებისა მას შემდეგ , რაც იგი 2005 წელს გლეიზერების ოჯახმა შეიძინა, გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ კლუბის ვალი 839 მლნ. ევროს შეადგენს.

საფეხბურთო ბიზნესი


კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, რომელიც სამეულში მოხვდა არის "არსენალი", იგი ტოპ–20 –ეულში მე–3 ადგილზე გავიდა 1,18 მლრდ. დოლარით. კლუბი ბოლო სამი წლის მანძილზე ამერიკელ სტენლი კროენკთან ბრძოლით იყო დაკავებული. ეს უკანასკნელი ამჟამად 29 %–იან წილს ფლობს და ჯერჯერობით ახერხებს უმთავრესი მეტოქის უსმანოვის გამკლავებას. კროენკო ასევე ფლობს ა.შ.შ.–ს ორ უმთავრს სპორტულ კლუბს–"კოლორადო ავალანში" და "დენვერ ნაგეთსი" და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა საკუთარი 40 %–იანი წილი 100%–მდე გაზარდოს "სენტ ლუის რამსში".


საფეხბურთო ბიზნესი


"მადრიდის რეალის" სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ კლუბში , რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავი მოიყვანოს. წინა სეზონში კლუბმა ფებხურთელებში 510 მლნ. დოლარი დახარჯა , ამავდროულად კაკასა და რონალდუს ყიდვა "ბლანკოსების" მესვეურთ 222 მლნ. დოლარი დაუჯდათ. "მადრიდის რეალი" 1,32 მლრდ. დოლარით ფორბსის ჩამონათვალში მე–2 ადგილზეა დამკვდრებული. მისი შემოსავლები ნებისმიერ სხვა კლუბზე უფრო მეტია და შეადგენს 563 მლნ. დოლარს. "მადრიდის რეალის" სატელევიზიო შემოსავლებმა წინა წელს რეკორდულ მაჩვენებელს მაიღწიეს–226 მლნ. დოლარი, რაც საფეხბურთო სამყაროში უმსხვილესი მაჩვენებელია. Mediapro–სთან (ესპანური ტელეკომპანია) გაფორმებული შვიდწლიანი კონტრაქტის განმავლობაში კლუბი საერთო ჯამში მიიღებს 1,5 მლრდ. დოლარს.14 მლნ. დოლარით გაიხარდა ასევე სპონსორებისგან შემოსავლები და შეადგინა 195 მლნ. დოლარი.


საფეხბურთო ბიზნესი


რაც შეეხება მე–2 ესპანურ კლუბს. "ბარსელონამ" ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, როგორც მოედანზე, ასევე ამ რეიტინგშიც. წინა სეზონში კლუბმა ექვსი ტიტული მოიგო. იგი ამ რეიტინგში მე–7 პოზიციიდან მე–4 პოზიციაზე გადმობარგდა. ამ პოზიციას იგი 1 მლრდ. დოლარით იმაგრებს. ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის შემდეგ მისმა სატელევიზიო შემოსავლებმა 59 მლნ. დოლარით მოიმატეს და შეადგინა 222 მლნ. დოლარი. საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 113 მლნ. დოლარი.


საფეხბურთო ბიზნესი


ტოპ–20 კი ასე გამოიყურება

1. მანჩესტერ იუნაიტედი 1,84 მლრდ.

2. მადრიდის რეალი 1,32 მლრდ.

3. არსენალი 1,18 მლრდ.

4. ბარსელონა 1,00 მლრდ.

5. ბაიერნი 990 მლნ.

6. ლივერპული 822 მლნ.

7. მილანი 800 მლნ.

8. იუვენტუსი 656 მლნ.

9. ჩელსი 646 მლნ.

10. ინტერი 413 მლნ.

11. შალკე 04 384 მლნ.

12. ტოტენჰემი 372 მლნ.

13. ლიონი 333 მლნ.

14. ჰამბურგი 329 მლნ.

15. რომა 308 მლნ.

16. ვერდერი 274 მლნ.

17. მარსელი 262 მლნ.

18. დორტმუნდის ბორუსია 261 მლნ.

19. მანჩესტერ სიტი 258 მლნ.

20. ნიუკასლ იუნაიტედი 198 მლნ.
dle 10.1

  • shvela
  • 22 აპრილი 2010
  • 2506
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)