ბენზემას მადრიდული ოცნება კვლავ "რეალ"ურია

სეზონი ნელ–ნელა იწურება და წინ სათამაშოდ სულ რაღაც ხუთი ტური დარჩა. ეს სეზონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებელი გამოდგა კარიმ ბენზემასთვის, "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომელშიც "სამეფო კლუბმა" 35 მლნ. ფუნტი გადაიხადა.


სამწუხაროდ, ფრანგი ვარსკვლავი, რომელიც ამ სეზონში გადმოვიდა "მადრიდის რეალში" და რომელსაც "ბლანკოსების" თავდასხმის ხაზის ლიდერადაც კი მოისაზრებდნენ სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად დავიწყებას მიეცა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ბენზემას ზოგიერთი გულშემატკივრისთვის, ფაქტია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ძალიან ძნელად შეეწყო ახალ გარემოს. იგი მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი ცხოვრების წესის და ადათების მისაღებად. ადგილობირივი მედიის წარმომადგენლები აქტიურად ლაპარაკობენ კლუბიდან მის შესაძლო წასვლაზე. რამდენად რეალურია ეს?

მედიის წარმომადგენლები ასახელებენ მიახლოებით ფასსაც, რომლადაც შეიძლება გაიყიდოს ფრანგი ვარსკვლავი. მათი აზრით, თანხა მერყეობს 20–25 მლნ. ფუნტს შორის. შეიძლება ბევრს, მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ეს თანხა დიდი მოეჩვენოს, მაგრამ ექსპერტები ითვალისწინებენ მის ახალგაზრდულ ასაკს. მათი აზრით, ზემოთხსენებული თანხის გასაღებად მზად არიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", "მილანი". "მილანის" შემთხვევაში ექსპერტები ელიან ე.წ. "ბარტერულ გაცვლას". ლაპარაკია ალექსანდრე პატოზე.

რაც შეეხება თავად ბენზემას, იგი საპირისპიროს ამტკიცებს და თავგამოდებით ცდილობს ზემოთხსენებული ჭორების გაფანტვას: "მე "მადრიდის რეალში" იმისთვის კი არ გადმოვსულვარ, რომ მერე სხვაგან წავსულიყავი. მინდა, რომ აქ მივაღწიო წარმატებებს."–აცხადებს კარიმი. კარიმ ჯაზირი, მისი აგენტი კი ამბობს, რომ: "ბენზემა დარჩება მადრიდში, ვინაიდან ის ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ესპანეთში. "მილანი"? არავისგან არაფერი მსმენია..."

ბენზემას აშკარად მოუწევს მომატება და მისთვის მიცემული ყოველი შანსის მაქსიმალურად გამოყენება, ვინაიდან თუ რაული წავიდა, მაშინ კლუბი აუცილებლად დაიმატებს ახალ თავდამსხმელს და კარიმს კიდეv, თუ მანამდე ვერაფერი ვერ დაამტკიცა, ხელახლა მოუწევს ბრძოლა ადგილის მოსაპოვებლად.

ბენზემას ძლიერ მხარედ მიიჩნევა ის, რომ იგი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მას კარგი სიჩქარე აქვს, ბურთს შესანიშნავად ფლობს და მისი სათამაშო ტექნიკაც დახვეწილია. იგი თანაბრად თამაშობს, როგორც მარცხენა , ასევე მარჯვენა ფეხით, რაც ასევე მის სიძლიერეზე მეტყველებს.

პელეგრინის სასტარტო 11–ეულის გადახედვისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იქ ბენზემას არაფერი არ ესაქმება. როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალი" ლა ლიგის გარდა ყველა ტურნირს გამოეთიშა და შესაბამისად უკვე ძნელია იმის თქმა, რომ პელეგრინი გააგრძელებს როტაციას, რომელსაც სეზონის დასაწყისში მიმართავდა, და ფეხბურთელებს მისცემს სათამაშო დროს.

თუ ბენზემა მოახერხებს კარგ სათამაშო ფორმაში ჩადგომას, მაშინ სასტარტოში მისი შემჩერებელი არავინ არ იქნება. იკითხავთ იგუაინს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ იგუაინი ცნობილია თავის მიერ გაცუდებული მომენტებით, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის მოძებნა, ეს კი მის მიერ ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობითაა გამოწვეული. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წლევანდელ სეზონში გონსალო იგუაინმა ვერც ერთ მნიშვნელოვან თამაშში ვერ მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა. რაც შეეხება ევროტურნირებს, აქ საერთო ჯამში ბენზემას ანგარიშზე 24 შეხვედრაში გატანილი 13 გოლია, როცა იგუაინის ანალოგიური მაჩვენებლი 21 შეხვედრაში გატანილი ორი გოლია.

ამ წუთისთვის ერთადერთი საშუალება მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის არის სამხრეთ აფრიკაში გასამართ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში კარგად გამოსვლა.
dle 10.1

  • shvela
  • 22 აპრილი 2010
  • 2347
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)