5 აგვისტო: "შავი ლაქა" მადრიდის ისტორიაში

არ არსებობს მადრიდის რეალის ისტორიაში სხვა ამ ორზე უფრო დიდი რეზონანსის მქონე და ამავდროულად არაშედეგიანი ტრანსფერი, ვიდრე ეს ორი. ამჯერად ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ტრანსფერზე , რომელიც მადრიდის რეალმა ეხლა განახორციელა, ჩვენ ვლაპარაკობთ კლუბის წარსულზე. ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ ზუსტად 5 აგვისტოს მადრიდის რეალმა 40 წლიანი სხვაობით იყიდა ეს ორი ფეხბურთელი, ბრაზილიელი დიდი და ფრანგი ნიკოლაი ანელკა.


დიდი

5 აგვისტო: "შავი ლაქა" მადრიდის ისტორიაში

ეს ორი ფეხბურთელი მადრიდის რეალის ისტორიაში ყველაზე გამოუცნობი და შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდი ტრანსფერია. ბრაზილიელი დიდი, შესანიშნავი ფეხბურთელი, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მადრიდის რეალში 1959 წელს გადავიდა. ითამაშა 19 შეხედვრა და გაიტანა 6 გოლი. ფრანგი მოვიდა 1999 წელს, 40 წლის შემდეგ, ითამაშა 28 შეხვედრა და გაიტანა 4 გოლი. ორივე მათგანმა რეალში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეს. ორივე მათგანში კლუბმა დიდი ფული გადაიხადა.

უფრო ზუსტად, მადრიდის რეალმა 1959 წლეს ბრაზილიელ დიდიში იმ დროისთვის რეკორდული თანხა 80 ათასი დოლარი გადაიხადა. მას მადრიდში დიდი ზარ–ზეიმით შეხვდნენ , გულშემატკივრები მას სიმღერებს უმღეროდნენ , ხოლო ხემძღვანელობა კი უკვე დაუმარცხებელი მადრიდის რეალის ლეგენდის გაგრძელებაზე ფიქრობდა. მაგრამ სეზონის დაწყებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, დიდი სათადარიგოთა სკამზე დასვეს, როგორც მაშინ ამბობდნენ, თვით ალფრედო დი სტეფანოსთან ცუდი ურთიერთობის ქონის გამო, რომელსაც იმ დროს კლუბში გადამწყვეტი ხმის უფლება ქონდა. დიდიმ კლუბი ისე დატოვა, რომ თავისი თამაში არც კი უჩვენებია. მაგრამ 6 გოლი მაინც კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ დიდი არ იყო თავდამსხმელი. "შავი პრინცი" მადრიდის რეალის პირველი დიდი სატრანსფერო მარცხი იყო


ანელკა

5 აგვისტო: "შავი ლაქა" მადრიდის ისტორიაში

ეხლა ძნელია დაიჯერო, რომ ლორენსო სანსმა 20 წლის ანელკაში გადაიხადა 31 მლნ. ევრო (შეგახსენებთ, რომ ეს 1999 წელია.), 45 ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ორი წლით ადრე მასში არსენ ვენგერმა გადაიხადა. ამის დაჯერება უფრო ძნელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 7 წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა ინფლაციის გათვალისწინებით , ამ თანხის ნახევრად 15 მლნ. ევროდ იყიდა რუუდ ვან ნისტელროი, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.

1999/2000 წლების სეზონში ანელკამ ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 2 გოლი. რა თქმა უნდა, არავის ეპარებოდა ეჭვი ანელკას ტალანტში, იგი მოედანზე პანტერასავით დადიოდა. მაგრამ ის უცნაური ფეხბურთელი იყო– ისე ჩანდა, რომ მას უჭირდა კლუბთან შეგუება. მიჩელ სალგადო ცდილობდა დახმარებოდა ფრანგს კლუბთან, თანაგუნდელებთან ადაპტაციაში. მან იგი საკუთარ დაბადების დღეზეც დაპატიჟა. ფრანგი იყო ერთადერთი, რომელიც არ მივიდა .
dle 10.1

  • shvela
  • 5 აგვისტო 2009
  • 2067
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)