გაგო: "სამეფო კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯები"

ფეხბურთი რომ უნიკალური სპორტია ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ფერნანდო გაგომ დაიბრუნა ადგილი მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში. მოგვწონს თუ არა ვალენსიასთან მატჩის შემდეგ გაგოს ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგები აპლოდისმენტებით აცილებდნენ.


- ვალენსიასთან ჩატარებული პირველი ტაიმი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო...

- გეთანხმებით, იგი ალმერიასთან ჩატარებულ პირველ 20 წუთს გავდა, როდესაც გუნდი ბურთს აკონტროლებდა და მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართავდა. ამ მატჩში ვაჩვენეთ თამაშისადმი წყურვილი და ეს გრძნობა უნდა დომინირებდეს ყოველთვის, როდესაც მოედანზე გამოვალთ.

- კატალონიურ დერბიში დაფიქსირებულმა ფრემ მოტივაცია აგიმაღლათ. არა?

რა თქმა უნდა, კლუბის ფეხბურთელების უმეტესობის მსგავსად მეც ვადევნებდი თვალს ამ მატჩს. გუნდებს ჩვევიათ თავიანთი თავისთვის მდგომარეობის გართულება და ბარსას სწორედ ასეთი რამ დაემართა.

- ბარსელონა წინა სეზონისგან განსხვავებით უფრო არასტაბილურია?

- ისინი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ. ბარსა ამ სეზონშიც იგივე საფეხურზე დგას. კლასიკოში დამარცხებამ ჩვენზე დიდი ზეგავლენა იქონია, მაგრამ ამის გახსენება აღარ ღირს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ახლა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას და სხვის შეცდომაზე ვართ დამოკიდებულნი.

- როგორ მოახერხეთ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება?

- მე გამიმართლა რომ ვითამაშე მიყოლებით რამოდენიმე მატჩში და ფორმაში შესვლა მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში დიდი ხნის განმავლობაში მე არ მენდობოდნენ.

- ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ იყავით?

- გარკვეული ეპიზოდში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ ვარჯიში უნდა გამეგრძელებია და შანსს დავლოდებოდი.

- და რატომ შეიცვალა პელეგრინიმ აზრი თქვენს შესახებ?

- მწვრთნელთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ამ კლუბში არ არიან არც ძირითადის და არც სათადარიგოს ფეხბურთელები, ყველანი თანასწორნი არიან. ზუსტად ასეთმა ფილისოფიამ და მიდგომამ მიიყვანა ბარსელონა იმ მწვერვალამდე, რომელზეც ახლა ის არის. ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდნენ ისინი, ვინც უკეთეს ფორმაში არიან. ჩემი აზრით ყოველი წარუმატებლობა აძლიერებს ადამიანს და ამ სეზონმა ძალიან ბევრი დადებითი მომიტანა.

- დეკემბერში მართლა აპირებდით კლუბის დატოვებას?

- დიახ, იმ დროს ბევრი ჭორი გავრცელდა, ზოგი მართალი იყო ზოგიც ტყუილი.

- მათგან რომელი იყო ტყუილი?

- მოდით ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა.

- ვალენსიასთან მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა თქვენ აპლოდისმენტებით გაგაცილეს...

- მე ენით აღუწერელმა გრძნობამ შემიპყრო, როდესაც დავინახე, რომ ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგები აპლოდისმენტებს მიძღვნიდნენ. მე დიდ მადობას ვუხდი ამ ადამიანებს.

- იმ მომენტში გაგიხარდათ კლუბი რომ არ დატოვეთ?

- მთავარი ის არაა გამიხარდა თუ არა მაშინ, უბრალოდ მე აქ ბედნიერი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. მაქვს საკუთარი სახლი, მეგობრები და ოჯახი. აქ ჩემი ოჯახიც კომფორტულად გრძნობს თავს. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფეხბურთელს მუდამ უნდა თამაში. ახლა უკვე სათამაშო პრაქტიკაც მაქვს და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.

- გსურთ შემდეგი სეზონიც მადრიდის რეალში გაატაროთ?

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ გარწმუნებთ სამეფო კლუბისათვის თავს არ დავზოგავ და ბოლომდე დავიხარჯები.

- თქვენ არასოდეს ნებდებით?

- არასოდეს!

- მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრადაც იბრძოლებთ?

- თუ მომდევნო მატჩებში ვითამაშებ ეს გაზრდის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს.

- თქვენი აზრით რომელ მატჩში დაკარგავს ქულებს ბარსელონა?

- ეს შეიძლება ნებისმიერ მატჩში მოხდეს, მთავარია ჩვენ მოვიგოთ ყველა დარჩენილი შეხვედრა და ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ. dle 10.1

  • SunSay
  • 22 აპრილი 2010
  • 1765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)