ფლორენტინო:„რამოსმა იცის, რომ ჩინეთში გადასვლა არასწორი იქნება“

ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტების საგანგებო შეკრება გამართა და ყველა კითხვას უპასუხა...


„ვიცოდი, რომ ჩვენი შეხვედრა კრიშტიანო რონალდუს თემით დაიწყებოდა. დიახ, პორტუგალიელს სურდა ახალი გამოწვევა და ტურინის „იუვენტუსის“ შეთავაზებით ისარგებლმა, ის თითქმის 1 წელია იტალიურ კლუბს ეკუთვნის.“

„ჩემსა და რონალდუს შორის ყოველთვის იდილია სუფევდა. ურთიერთობას სრულყოფილს ვუწოდებდი, დღემდე კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და ჩვენი გამყოფი ფული ნამდვილად არ არის.“

„შემიძლია პირველად ვთქვა რონალდუზე, რომ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ „ბებერი ქალბატონის“ წინადადება უფრო მისაღები გამოდგა.“

„რონალდუს შეცვლა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ გვყავს ბეილი, ასენსიო, ვინიციუსი და სხვები, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე ცდილობდნენ ეფექტურად თამაშს.“

„შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ ზიდანმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. გადამწყვეტი მომენტი ჩემს ოფისში დადგა, როდესაც ის მოვიდა და მითხრა, რომ შესაძლებლობები ამოწურა და გათვისუფლება სურდა.“

„ლუკა ზიდანთან დაკავშირებით „რეალის“ მწვრთნელს მხარს ვუჭერთ. ის, რომ ლუკა ზინედინის შვილია, არ ნიშნავს იმას, რომ მოედანზე არ უნდა გავიდეს.“

„არჩევანი ჟულიენ ლოპეტეგიზე შევაჩერეთ, რასაც სკანდალი მოჰყვა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას კონტრაქტი შეუწყვიტა, რის გამოც „რეალს“ გამოსასყიდი თანხის გადახდა აღარ მოუწია. იმ დროს ახალი მწვრთნელის მოძიება მარტივი არ იყო. ვფიქრობდით იურგენ კლოპზეც, მაგრამ მას „ლივერპულთან“ მრავალწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა და არანაირ თანამშრომლობაზე არ მოდიოდა. საბოლოო ჯამში ჩავთვლეთ, რომ ლოპეტეგი იდეალური ვარიანტი იყო, ვინაიდან ის კარგად იცნობდა მადრიდს.“

„ჟულიენმა უდიდეს ზეწოლას გაუძლო, თუმცა საბოლოო ჯამში მისი გუნდი ჩიხში შევიდა და დიდი პრობლემები შეექმნა, სწორედ ამიტომ მისი გათავისუფლება გადავწყვიტეთ, რათა განახლება მომხდარიყო და ამან გარკვეულწილად შედეგებიც მოგვცა.“

„არასდროს არავის დაავიწყდება, რომ მადრიდის „რეალმა“ 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. მსგავსი რამ საფეხბურთო ისტორიას არ ახსოვს.“

„„ბარსელონას“ შეეძლო ყველაფერი მოეგო, მაგრამ საბოლოო ჯამში ლა ლიგას დასჯერდა. „ლივერპულთან“ წაგება ძალიან მძიმე იყო ყველა კატალონიელისთვის. მე დავურეკე ბართომეუს და თანაგრძნობა გამოვუცხადე, ამხელა მარცხი მისთვის ტრაგედია გახლდათ.“

„დიახ, ვადასტურებ! სერხიო რამოსი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩინეთიდან ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა მისი ძმაც. მე მათ ვუთხარი, რომ მისი „რეალიდან“ წასვლა იქნება ყველაზე მძიმე და არასწორი გადაწყვეტილება. დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული. ჩემთან კაპიტანს ყველაფერი გარკვეული აქვს.“

„სოლარიმ შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისევ პრობლემები გაჩნდა. რატომ გავუშვით სანტიაგო? მხოლოდ იმიტომ, რომ ზიდანს ამ სეზონში გარკვეული დრო მისცემოდა და ზაფხულის გეგმები დაელაგებინა.“

„ჩვენ ზიზუსთვის ლა ლიგის მოგება არ დაგვივალებია. ფრანგის დაყოლიება? ის ნამდვილი გმირია და მაშინვე დაგვთნხმდა, როგორც კი ვესაუბრეთ.“

„ჩვენ ვაპირებთ ახალი პროექტის განხორციელებას. დიდი ამბაციები გვაქვს და ენთუზიაზმით ვმუშაობთ. მადრიდის „რეალი“ მომდევნო სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდება.“

„მბაპე და ნეიმარი? მათთან კონტრაქტს ნებისმიერი კლუბი მოაწერდა ხელს.“

„გარეთ ბეილის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია, მისით ბევრი კლუბი ინტერესდება, თუმცა მერწმუნეთ. ოფიციალური სახის შემოთავაზება ჯერ არ მიგვიღია. ყველაფერი სატრასნფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მოხდება.“

„აზარი? დასამალი არაფერია. ბელგიელის დამატება 2 წელიწადზე მეტია ვცდილობთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ახლა კი ამის დრო დადგა? ყველაფერს გავიგებთ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ „ჩელსის“, რომელიც ევროპის ლიგის ფინალშია.“



dle 10.1

  • Ramos
  • 28 მაი 2019
  • 7845
  • 2

1

28 მაი 2019 11:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსი მიდის(( ამიტომაც დარჩა ვარანი) აი თურმე, რატომ გადაწყვიტა უცებ ვარანმა დარჩენა (( თუმცა ერთი რამ მახარებს თვითონ უნდა წასვლა და ამას მაინც არ აგდებს პერესი ეგ უკვე კაია! წარმატებები კაპიტანს სადაც არ უნდა იყოს და დიდი მადლობა ყველაფრისთვის

2

28 მაი 2019 12:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
„დიახ, ვადასტურებ! სერხიო რამოსი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩინეთიდან ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა მისი ძმაც. მე მათ ვუთხარი, რომ მისი „რეალიდან“ წასვლა იქნება ყველაზე მძიმე და არასწორი გადაწყვეტილება. დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული. ჩემთან კაპიტანს ყველაფერი გარკვეული აქვს.“
ეს თუ მართლა ასე მოხდა ძაან სამწუხაროა ძაან მარა იმედია ტყუილია და დარჩება 2 წელი მაინც და თუ არადა დელიხტი მოსაყვანია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)