„ვალიადოლიდს“ „რეალის“ 2 ფეხბურთელის იჯარით წაყვანა სურს

რეალ „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი, ლუის ნაზარიო რონალდო ფლორენტინო პერესთან 2 ფეხბურთელზე აწარმოებს მოლაპარაკებებს...


საქმე ეხება სერხიო რეგილონსა და ხავი სანჩესს, რომლებიც „ბლანკოსის“ მთავარ გუნდში წელს გამოჩნდნენ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით ამის თქმა რეგილონზე შეიძლება, რომელმაც სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის ეპოქაში მარსელო ვიეირა სათადარიგოთა სკამზე დასვ.ა

რაც შეეხება ხავი სანჩესს, ის მთავარ გუნდში რამდენჯერმე იქნა გამოძახებული და ყველა მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

საქმე ორივე შემთხვევაში 1 წლიან იჯარას ეხება. „ვალიადოლიდი“ ორივე ფეხბურთელს გარანტიებს აძლევს და ჰპირდება, რომ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებენ. dle 10.1

  • Ramos
  • 26 მაი 2019
  • 2255
  • 1

1

26 მაი 2019 22:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1384
წინა სტატიაზე აღარ იწერება არაფერი და აქ დავაკოპირებ wink აზარის მეტი მაინც არავინ მოვა ისეთი რომ ძირითადზე რამე პრეტენზია ქონდეს და აზრი ?(ეს რონსეროს ვპასუხობ wink ) ერთი აზარით კი გუნდს არ ეშველება . მენდი იოვიჩი და ნდომბელე კი იმ როლს შეასრულებენ რასაც წელს რეგილონი ლორენტე და მარიანო ასრულებდენ , რადგანაც ჩვენს გუნდში კონკურენცია არ არსებობს , თამაშობს მხოლოდ ის ვისი მაიკებიც იყიდება და არა ის ვინც ამას იმსახურებს ( ნათელი მაგალითი რეგილონი ). რატომ მიიღო მარიანომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1-2 თამაში თავის წარმოსაჩენად ? არავინ ამბობს რომ ბენზემაზე უკეთესიაო მარა შანს ხო მაინც იმსახურებდა თავი რომ გამოეჩინა ? 53 მატჩი ჩავატარეთ წელს და მაქედან 50ში ბენზემა პირველივე წუთებიდან ძირითადში იყო ( მერე უკვირთ 30 გოლი როგორ გაიტანაო :დ ), ან რა დააშავა რეგილონმა რომელმაც ზიდანის დაბრუნების შემდეგ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა , მაშინ როცა სოლარის მწვრთნელობის პერიოდში მარსელო სკამიდან არ ააყენა , რისთვის დააბრუნა ზიდანმა ასეთი საშინელი მარსელო ძირითადში ? პასუხი ერთია იმიტომ რომ მისი ძმაკაცია , ისევე როგორც ბენზემა კროოსი ვარანი და ნახევარზე მეტი ძირითადი შემადგენლობა . ნავასს კი იმიტომ აგდებს გუნდიდან რომ თავისი შვილი მეორე მეკარედ წამოჭიმოს . სწორედ ესაა ზიდანის უდიდესი მინუსი ბოლო დონის ნეპოტიზმია გუნდში და ამიტომაც არანაირი ძირფესვიანი ცვლილებები ზაფხულში არ იქნება ერთადერთი აზარი მოვა რომელიც მარტო ვერაფერს შეცვლის , ზამენაზე კი მოვა 2-3 იგროკი რომლებმაც სეზონის განმავლობაში შეიძლება აჯობონ კიდეც თავის კონკურენტებს მაგრამ ძირითადში როგორ ტრაკზეც არ უნდა გაიხენ მაინც ვერ მოხვდებიან , რადგანაც ეგ ადგილები უკვე დიდიხანია ზიდანის ძმაკაცებს აქვთ დაჯავშნული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)