სნეიდერი: ბერნაბეუზე თასის მოგება ჩემი ოცნებაა

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მოხარულია კატალონიელთა წინააღმდეგ შესანიშნავი თამაშით. ნახევარმცველის აზრით ინტერს უფრო მეტი შანსი აქვს ბერნაბეუზე გამგზავრების, ვიდრე "ბლაუგრანას".


"როდესაც ბარსელონას კარში გოლის გატანა შევძელი, მეგონა, რომ ჩემზე ბედნიერი მსოფლიოში არავინ იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს 2-6 მარცხი სანტიაგო ბერნაბეუზე. მაშინ "ბლანკოსის" რიგებში ვირიცხებოდი. თუმცა რეალის მაისურით ბარსელონელების დამარცხება რამდენჯერმე მაინც მოვახერხე".

"მილანის ინტერი წლევანდელ სეზონში მსოფლიოში საუკეთესოა და ამას ჩვენ დავამტკიცებთ, გვარდიოლას შეგირდებმა პირველი გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ ჩვენ არ მოვეშვით და ბოლოს ჩვენ სასარგებლოდ გადავწყვიტეთ ყველაფერი. ინტერი ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ტიტულების მოგება სურს, ჩვენ არც სერია "ა"-ს დათმობას ვაპირებთ".

"ჟოზე მაურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, იგი იდეალურად ფლობს თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მასთან მუშაობა უბრალოდ სასიამოვნოა. მე მისი დონის მწვრთნელთან არასდროს მიმუშავია. პორტუგალიელთან ერთად გუნდში ყოფნა დიდი გამოცდილების მიღების ტოლფასია, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე".

"სანტიაგო ბერნაბეუზე თასის მოგება ჩემი ოცნებაა, ძალიან მსურს ესპანეთის დედაქალაქში კიდევ ერთხელ ჩასვლა და იქიდან ტიტულის წამოღება, მადრიდელებს იდეალური სტადიონი აქვთ სადაც ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად". dle 10.1

  • Hala
  • 21 აპრილი 2010
  • 2952
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)