რამოსი:„„ლა დესიმა“ ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო“

სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა. დღეს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაპიტანმა 93-ე წუთზე გოლი გაიტანა და „რეალს“ ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა ყველას კარგად ახსოვს...


„ეს იყო ჩემი პირველი ევროპული თასი, რომელსაც წლების მანძილზე ველოდი. „ლა დესიმა“ კარიერის საუკეთესო მომენტი გახლდათ. დიახ, 5 წელი გავიდა, მაგრამ ყველაფერი ისე მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვპროგრესირებთ, მაგრამ 2014 წლის 24 მაისი ისტორიას დარჩა.“

„ამ მომენტის შემდეგ დედას ვუთხარი, რომ მისია შესრულებულია და მშვიდად მოვკვდები, თუმცა რა თქმა უნდა ვფიქრობ მაქსიმუმზე.“

„იმ დარტყმის დროს ავხტი და მთელი სული ჩავდე გოლის გატანაში, ყველაფერი დეტალურად მახსოვს, ლუკიტადან დაწყებული, კარის ბადეში ბურთის გახვევით დამთავრებული.“

„იმ დღეს ოჯახის წევრები გვერდში მედგნენ, გოლი მეუღლეს, შვილს და ბებია-ბაბუას მივუძღვენი, რომლებიც მხურვალედ მიჭერდნენ მხარს.“

„მე და იკერი შესანიშნავი მეგობრები ვართ, გოლის გატანის შემდეგ მან მითხრა, რომ მეფე ვიყავი და ვუყვარდი, კაპიტანის სიტყვებმა კიდევ უფრო დიდი ძალა მომცა.“

„მატჩის წინ ფლორენტინო პერესი ჩვენთან მოვიდა და საკუთარ ძალებში კიდევ უფრო დაგვარწმუნა, ეს იყო ბრწყინვალე ჟესტი გუნდის მმართველის მხრიდან.“

„12 წელი მცირე დრო არ არის, „რეალის“ ყველა ქომაგს სურდა „სიბელესზე“ მოსვლა და თასის ხილვა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერი დიდი მონდომებისა და ენთუზიაზმის ხარჯზე მოხდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 მაი 2019
  • 2247
  • 2

1

24 მაი 2019 23:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კალსიკა ხარ რაა რამოს

2

25 მაი 2019 01:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ის ღამე როგორ მახსოვს ჩემ ბიძაშვილთან ვუყურებდი ბარსას ფანია და არვიცი ამის გოლზე როგორ აღვწერო ემოცია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)