ვარანი:„აზარის და პოგბას ტრანსფერს მივესალმები“

რაფაელ ვარანმა „მარკასთან“ ვრცელი, მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„დიახ, აქ ყველაზე დიდი მოთხოვნებია, მაგრამ შეუძლებელია, რომ „რეალი“ ყოველი წლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლის მფლობელი ხდებოდეს. ჩავარდნა ბუნებრივი მოვლენაა და ამაში დიდი პრობლემის დანახვა არ შეიძლება. მთავარი ის არის, რომ მუშაობა განვაგრძოთ და მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ. ის, რაც „რეალმა“ შეძლო ყველას შეუძლებელი ეგონა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ, თანაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ამ კლუბის წინააღმდეგ ყველა განსხვავებული მოტივაციით თამაშობს. „ბლანკოსის“ დამარცხება ერთგვარი პრესტიჟია.“

„კრიშტიანო რონალდუს წასვლა რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იყო, მაგრამ მისი დარჩენის შემთხვევაშიც ვერ ვიტყვი, რომ კლუბი წელს ყველაფერს მოიგებდა, პრობლემებმა აშკარად იჩინა თავი>“

„სოლარი და ლოპეტეგი? ორივე მწვრთნელს დიდ პატივს ვცემ, ისინი ბოლომდე მუშაობდნენ, მაგრამ სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ თვეების მანძილზე გაუგრძელდათ. ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ლოპეტეგის ბოლო თვეში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, სოლარის ბედი კი „ელ კლასიკოებმა“ და ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოთიშვამ გადაწყვიტა, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ „რეალს“ რომელიმე მატჩში არ უბრძოლია, ჩვენ გულშემატკივრების შეხედვის ნამდვილად არ გვრცხვენოდა.“

„ეს არ იყო ჩემი საუკეთესო სეზონი, რადგან რამდენჯერმე ტრავმა მივიღე და სარეაბილიტაციო კურის გავლა მომიხდა. ვფიქრობ, როდესაც მოედანზე ვიყავი ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ მომატება შემიძლია და მომდევნო სეზონში ვეცდები, ყველაფერი მოვაგვარო.“

„ვფიქრობ, ზიდანი არის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია გუნდისთვის.“

„ჩემი მოტივაცია? მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ასაკში ძალიან ბევრს ტიტულს ვფლობ, გაჩერებას არ ვაპირებ. ახლა კარგად დავისვენებ, ამდენი ხანი დასვენების დრო არ მახსოვს, აქედან გამომდინარე, ორგანიზმი ენერგიის შეივსება. მიხარია, რომ პრე-სეზონს სრულად გავივლი და კოლქტივს გვიან არ შევუერთდები, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია.“
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ყველა ფეხბურთელი უპასუხებს. ჩვენ სუპერ კლუბი ვართ და ვერცერთ სეზონს ვერ დავასრულებთ ტიტულების გარეშე. მომდევნო წელს ძალიან სერიოზული გეგმების განხორციელებას ვაპირებთ.“

„პოლ პოგბას „რეალში“ ტრანსფერი? დიახ, ის საოცარი ფეხბურთელია და აქედან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ტრანსფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში მე ვერ ჩავერთვები და „ბლანკოსის“ ახალ შემადგენლობას აგვისტოს ბოლოს ვიხილავთ.“

„ედენ აზარი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და თუ მისი ტრანსფერი შედგება ძალიან გამიხარდება. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ბელგიის ნაკრებთან თამაშს ვგეგმავდით, მასზე დიდი ყურადღება გვქონდა გამახვილებული.“

„გრიზმანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი რომელ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას. თუ ის „ბარსელონაში“ გადავა, რა თქმა უნდა არ მესიამოვნება, ვინაიდან უშუალო კონკურენტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით გაძლიერდება.“


dle 10.1

  • Hala
  • 22 მაი 2019
  • 3349
  • 2

1

22 მაი 2019 11:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოდეგარი დაფრინავს, რა მაგარი მომავალი ბიჭები ეზრდება რეალს, ვინი, ბრაჰიმი, ჰაკიმი, ოდეგარი, როდრიგო.

2

22 მაი 2019 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RAMOS THE LEGEND
ოდეგარი დაფრინავს, რა მაგარი მომავალი ბიჭები ეზრდება რეალს, ვინი, ბრაჰიმი, ჰაკიმი, ოდეგარი, როდრიგო.

კი და ვთვლი რომ პერესმა დროზე დაიწყო გუნდის რეორგანიზაცია რონალდოს გაშვებით ეს ასეც მოხდებოდა და ისეც და დროულად მოხდა ჩემი აზრით გუნდი ამ სეზონში შეეჩვია რონის გარეშე თამაშს უნდა გადაეწყოს რეალი ზიდანმაც განაცხადა მომავალი წლიდან აბსოლიტურად სხვა რეალი იქნებაო როგორც ტაქტიკით ისე ყველაფრით მეპირადად ძან მაინტერესებს მესის გარეშე ბარსა:დუარესი ელოდება ბარსელონას ბევრად თან ბევრად უარესი ვიდრე რეალის ეს სეზონი იყო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)