"სარაგოსამ" ბიუჯეტის გასქელება განიზრახა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მომავალი მეტოქე "სარაგოსა" იქნება.აღნიშნული დაპირისპირება "ლა რომარედის" სტადიონზე შედგება.


როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობამ განიზრახა ბიუჯეტის გასქელება საკუთარი გულშემაკტივრების ხარჯზე."სარაგოსელ" ქომაგს მადრიდელი ვარსკვლავებისათვის თვალ-ყურის დევნება, 90-დან 180 ევრომდე დაუჯდება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.სტადიონი, რომელიც 34 500 ქომაგს იტევს, შესაძლოა ბილეთის ფასის გამო უანშლაგოდ დარჩეს.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "სარაგოსასა" და "ბარსას" პაექრობაზე, ბილეთების ფასი 75-150 ევრომდე მერყეობდა.

2007 წლის ვიზიტი "სარაგოსაში"
ალბათ, ბევრს არც კი ახსოვს, 2007 წელს სამეფო გუნდმა ფაქტიურად "სარაგოსაში" სტუმრობის დროს გაინაღდა პრიმერას ტიტული.მაშინ, "რეალსა" და "ბარსას" თანაბარი ქულები ჰქონდათ.მადრიდელებმა "ლა რომარედის" სტადიონზე საკმაოდ მძიმე წუთები გადაიტანეს.გუნდი 2-1 აგებდა, თუმცა ნისტერლოის გოლის წყალობით მატჩი ფრედ დასრულდა.სწორედ ამ შეხვედრის პარარულად მიმდინარეობდა კატალონიური დერბი, სადაც ასევე ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა.საბოლოოდ, "რეალმა" ლა ლიგის ბოლო ტურში "მალიორკაზე" გამარჯვებით მოახერხა ჩემპიონობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელ მატჩში, მადრიდიდან 2000 ქომაგი იყო ჩასული სარაგოსაში, ხოლო ახლა კი მხოლოდ 550 ფანი მიემგზავრება.

იმედია ვიქონიოთ, რომ ამჯერად პელეგრინის ბიჭები შეძლებენ "სარაგოსას" დამარცხებას.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)