კროოსი:„ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. მბაპე კი საოცნებო ფეხბურთელია“

ტონი კროოსმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...


„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. მადრიდის „რეალთან“ ერთად ისტორიის წერას განვაგრძობ, ჩემთვის ამ გუნდში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს.“


„კლუბი მე მენდობა და მე მათ ვენდობი, სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე კონტრაქტი. 2023 წლამდე სამეფო კლუბთან ერთად დიდი მიზნები მაქვს.“


„ჩემსა და ზიდანს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებამდე საუბარი შედგა, მაგრამ ამის დეტალებზე რა თქმა უნდა არ ვაპირებ საუბარს.

„ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგების შემდეგ ჩავარდნა გვქონდა, რაც ამ სეზონის შედეგებზე აისახა, მაგრამ საპანიკო არაფერია. ზაფხულში „რეალი“ ბევრს იმუშავებს იმისათვის, რომ პროგრესი აჩვენოს და ასეთი უსახური თამაშები აღარ გამართოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო სეზონი.“


„ბერნაბეუს პუბლიკა, მე მათთვის ვთამაშობ, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელი. მომდევნო სეზონში დიდ მხარდაჭერას ველით.“


„კილიან მბაპე ძალიან მომწონს და გამიხარდება, თუ „ბლანკოსის“ რიგებში ვიხილავ, თუმცა მე მისი ყიდვა არ შემიძლია (იცინის).“


„ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემთხვევაში ჩემი პოზიციის ცვლილება? ეს გამორიცხულია, ზიზუმ კარგად იცის, სად ვთამაშობ კარგად.“


„ზიდანის გავლენა ჩემს ახალ კონტრაქტზე? დიახ, წვლილი მასაც მიუძღვის.“


„პოგბას შესანიშნავ ფიგურაა და ბუნებრივად მიმაჩნია, რომ მას „რეალს“ უკავშირებენ.“


„იგივე ფეხბურთელი ვარ, რაც შარშან და შარშანწინ ვიყავი. მეტსაც გეტყვით, უფრო დიდი გამოცდილება მივიღე და მომდევნო წლებში უმაღლეს დონეზე თამაშს ვაპირებ.

„დავასრულებ თუ არა კარიერას „რეალში“? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ბოლო ხანგრძლივი კონტრაქტი „რეალთან“.“


„ჭორები, რომელიც ვრცელდებოდა ტყუილი იყო. მადრიდში დარჩენა მსურდა და არცერთ წინადადებას არ განვიხილავდი.“


„ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ორივე ტურნირზე საჭიროა სტაბილურობა.“


„აზარი? გამიხარდება, თუ ის ჩემი თანაგუნდელი გახდება.“ dle 10.1


1

20 მაი 2019 19:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კროოს შე ყველაზე კლასნოო 😎😎

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)