ზიდანი:„ამ სეზონმა გვაჩვენა, რომ სიახლეები საჭიროა“
ზინედინ ზიდანმა სეზონის ბოლო პრესკონფერენცია გამართა...
„სამწუხაროა, რომ სეზონის ბოლოს გამოვდივართ და ქომაგებს პატიებას ვთხოვთ, თუმცა ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რათა დავინახოთ, თუ რა პრობლემებია გუნდში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა მატჩი და ენთუზიაზმის პრობლემა არ გვქონია, მაგრამ სამწუხაროდ, იდეალური ფორმისგან ფაქტია, რომ შორს ვართ და ბევრი მუშაობა გვმართებს.“
„ბოლო 5 წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოხდა და ახლა ჩავარდნაც დაფიქსირდა, თუმცა რეაქცია მყისიერი იქნება და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩავარდნამ დიდხანს გასტანოს, ზაფხულში ბევრი ცვლილება იქნება და გუნდი გაძლიერდება.“
„მომავალ წელს ქომაგების გახარება გვსურს, ამისთვის სამეფო კლუბში სერიოზული სამუშაოები გატარდება. ვეცდებით, რომ ნაყოფიერი პრე-სეზონი ჩავატაროთ და ახალ სეზონს მოწოდების სიმაღლეზე დავხვდეთ.“
„ბეილის წასვლა? არ გამოვრივხავ, რომ ისიც დაგვემშვიდობოს, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. თუ ის მადრიდს დაემშვიდობება, მე პირადად შემიძლია გამოვიდე და მას უდიდესი მადლობა გადავუხადო. ჩვენ მოვისმენთ ბევრ წინადადებას და ასევე ვეცდებით, რომ გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი სახე გამოჩნდეს, რომელიც ახალი პროექტის უცვლელი წევრი იქნება.“
„ის, რომ გარეთს „ბლანკოსისთვის“ ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ფაქტია, მისი გოლები ყველას კარგად გვახსოვს, მადრიდის „რეალის“ ყველა ქომაგმა უნდა დააფასოს ბეილი, თუმცა იმასაც დავსძენ, რომ წინ უნდა ვიყუროთ.“
„კეილორ ნავასი ძალიან მომწონს, ის დიდებული მეკარეა და იცის, რომ ჩემგან პატივისცემას იმსახურებს.“
„ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ამ სეზონმა დაგვანახა, რომ მადრიდის „რეალში“ სიახლეები საჭიროა. იქნება ტრანსფერები და ასევე დასახელდებიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს დატოვებენ. ეს ბუნებრივი პროცესია. გუნდში არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ წავა, დანარჩენებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ.“
- 19 მაი 2019
- 7361
- 70
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.