სად წავა ვან დე ბეეკი? „რეალი“, „იუნაიტედი“, „მილანი“ და „ბაიერნი“ ბრძოლას იწყებენ
ამსტერდამის „აიაქსს“ რამდენიმე უდავო ლიდერი ტოვებს. ჰოლანდიური კლუბს უკვე დაემშვიდობა დე იონგი, რომელმაც „ბარსელონას“ მიაშურა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ მალე კოლექტივს კაპიტანი დე ლიხტიც დაემშვიდობება. დიდი ინტერესი არსებობს ნერეშის მიმართაც, ამ სიას კი ვან დე ბეეკიც დაემატა, რომელზეც პრეტენზიას არაერთი გრანდი აცხადებს...
ახალგაზრდა ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“, „მილანის“, მანჩესტერ „იუნაიტეისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რადარზეა, თუმცა ჯერ არავინ იცის ამ კლუბებს კიდევ რამდენი გრანდი გაუწევს კონკურენციას ზაფხულის სატრასნფრო ფანჯრის დროს.
კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელის ფასი იმატებს.
ფლორენტინო პერესი ვან დე ბეეკის პერსონით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „აიაქსმა“ სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა, მას შემდეგ კი დონიმ კიდევ უფრო მოუმატა და არაერთი ეფექტური მატჩი გამართა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ჰოლანდიის ერედივიზიონშიც.
ჰოლანდიელი ნახევარმცველის ფასი ამ ეტაპზე 50-იდან 60 მილიონ ევრომდე მერყეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ჩემპიონატისკენ მიუწევს გული თავად 22 წლის მოთამაშეს, მას მსურველთა რიგი უდგას.
- 18 მაი 2019
- 2416
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.