ზიდანი:„არ გამოვრიცხავ, ბეილი და ნავასი ქომაგებს დაემშვიდობონ“

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 38-ე ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„პრესკონფერენციის დაწყებისას პირველ რიგში მსურს მივმართო „რეალის“ გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მთელი წლის მანძილზე მხარს გვიჭერდნენ და კლუბის ფეხბურთელების სჯეროდათ. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ „ბეტისთან“ დაპირისპირებაში „ბლანკოსი“ ღია და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ზაფხულში კი პრე-სეზონიდან დაწყებული, სეზონის სტარტამდე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომდევნო მარათონისთვის კარგად მოემზადოს, ჩვენი მიზანი ენთუზიაზმისა და მოტივაციის შენარჩუნებაა, რომელიც ახლა გვაქვს, წინ დიდი გეგმების განხორციელება გველის, აქედან გამომდინარე, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ.“

„გარეთ ბეილი განაცხადში მოხვდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, ვინაიდან ძირითადი თერთმეტეული ჯერ არ შემირჩევია.“

„კეილორ ნავასის გამოსამშვიდობებელი მატჩი? ამაზე საუბარი ახლა არ მინდა, ზაფხულში ჩვენ დავინახავთ, ვინ წავა და ვინ დარჩება, ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ. ყველამ ვიცით, თუ რა დონის კიპერია კოსტარიკელი.“

„ვესაუბრე თუ არა ნავასს? დიახ ვესაუბრე, მაგრამ მე სხვა ფეხბურთელებთანაც ვსაუბრობ და სამომავლო გეგმების შესახებ სხვის აზრებსაც ვისმენ.“

„დაემშვიდობება თუ არა ბეილი ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ცვლილებები ნამდვილად იქნება, მაგრამ ვის შეეხება ახლა არ შემიძლია, რომ გითხრათ. არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ნავასმა, ასევე ბეილმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ბოლო მატჩი ჩაატარონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ბევრი რამ შეიცვალოს. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და სატრანსფერო ფანჯარა ივნისში იხსნება.“


„მეკარეების კონკურენცია მართლაც ძალიან რთულია, პირველ რიგში ამის თქმა ჩემზე შეიძლება, ვინაიდან ყოველთვის დიდი არჩევანის წინაშე ვდგავარ.“

„მე არ ვიცი სად მიდის ანტოან გრიზმანი, ეს მას ჰკითხეთ. იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ფრანგი შესანიშნავი ფეხბურთელია და უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს. ის „მერენგების“ რიგებში არ ითამაშებს.“

„იოვიჩის ტრანსფერი? მესმის, რომ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა გაჩენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ლუკა „ბაიერნთან“ მატჩზე ფიქრობს, ჩვენ კი „ბეტისთან“ დაპირისპირებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.“

„კლუბი, რომელსაც არასდროს ჩავიბარებ „ატლეტიკოა“, ამის თქმა დანამადვილებით შემიძლია.“

„ისკოს მომავალი? ეს მან თავად იცის.“

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ედენ აზარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მის საკუთარ გუნდში ხილვას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა.“

„„ბეტისთან„ ისე არ უნდა ვითამაშოთ, როგორც „სოსიედადთან“, ის მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა, რაც ტაბლოზეც აისახა.“

„მომავალ წელს რადიკალურად განსხვავებული „რეალი“ წარსდგება თქვენს წინაშე, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ და ჩვენ გვჯერა ჩვენი გეგმის. ნამდვილად არ ვიცი, რას გავაკეთებთ და რას მოვიგებთ მომდევნო სეზონის ბოლოს, მაგრამ ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ სეზონში არსებული პრობლემები წარსულს ჩაბარდეს.“

„ფერლან მენდი? ალბათ მას აქვს იმის შანსი, რომ მადრიდის „რეალის“ ღირსების დამცველი გახდეს, მაგრამ ახლა არც მასზე ლაპარაკის დროს. ზაფხულში ყოველთვის ყველაფერს შეგატყობინებთ. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ მენდი საფრანგეთში შესანიშნავად თამაშობს და ადრე თუ გვიან კლუბს შეიცვლის.“

„ლუკა ზიდანი? ის „რეალის“ არაერთ ასაკობრივ ჯგუფში თამაშობდა და მთავარ გუნდში მოხვედრაც დაიმსახურა, მან მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ ეს სათამაშო წუთები იმიტომ არ მიუღია, რომ ჩემი შვილია, მან ბევრი იშრომა.“ dle 10.1


1

18 მაი 2019 15:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუ ლეგენდააა ატლეტიკოს არ ჩაიბარებ გასაგებიაააა და რა ბარსელონას ჩაიბარებ?😁😁😁😁😁😁

2

18 მაი 2019 15:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Madrid1993
ზიზუ ლეგენდააა ატლეტიკოს არ ჩაიბარებ გასაგებიაააა და რა ბარსელონას ჩაიბარებ?😁😁😁😁😁😁

ბარსას რომარ ჩაიბარებს მაგას თქმაც არუნდა:დ შერჩა აჩკებიანს ვალვერდე:დ დაამწნილებს კარგად ბარსას და მერე წავა ტიპი:დ პოჩემაც მაგარი გაუძრო ადრე ბარსელონას გაწვრთნას ნახირში წასვლა მირჩევნიაო:დ ხავიმდე არაფერი ეშველება ბარსას იმანაც თუ უშველა:დ ამხელა ისტორიის მქონე გუნდში ინიესტას და პუიოლს ვაფასებდი მხოლოდ დანარჩენი იმენა ნაგვის ხროვაა ბოღმიანთა დინასტიააა გუნდი ტიპები რამოსს ლანძღავენ ბინძური მოთამაშეაო :დ რამოსი სტადიონზე მაინც არის უხეში სტადიონზე ძმაკაცობა არმოსულა და ხავიდან დაწყებული პიკეთი დამთავრებული ჟურნალისტებთან ატრიალებენ ენას :დერთადერთი რაშიც რამოსი შეცდა პუისთვის არუნდა დაერტყა მაშინ დალშე მთლიანი ბარსაა უნდა ეხოხებინა:დ

3

18 მაი 2019 20:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ატლეტიკოს კი მარა ბარსელონას ჩაბარების შანსი არის?;დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)