„რეალმა“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ მინიმუმ 200 მილიონი უნდა მიიღოს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში ძალიან სერიოზული აქტივობების ჩვენებას გეგმავს. სამეფო კლუბში რამდენიმე ცვლილება უნდა მოხდეს და კოლექტივს ვარსკვლავები უნდა შემოუერთდნენ...


იმისა, რომ ფლორენტინო პერესმა კლუბის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დახარჯოს, საჭიროა შემოსავლების მიღება, სხვა შემთხვევაში, „რეალს“ ის პრობლემები შეექმნება, რომელიც ამ ეტაპზე „ჩელსის“, „პსჟ“-ს და მანჩესტერ „სიტის“ აქვს.

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდულმა კლუბმა გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს მაინც უნდა მიიღოს, რათა გაბედული ნაბიჯები გადადგას და დიდი თანხის დახარჯვა შეძლოს.

სამეფო კლუბს ზაფხულში მინიმუმ 300 მილიონის დახარჯვა აქვს მიზნად დასახული, რომელიც ედენ აზარის, ლუკა იოვიჩის და სხვების ტრანსფერებს მოხმარდება.

რაც შეეხება გასაყიდ ფეხბურთელთა სიას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კლუბს გარეთ ბეილი გამოემშვიდობება და ყველაზე დიდი თანხის აღება სწორედ მის სანაცვლოდ არის დაგეგმილი. „რეალი“ ასევე განიხილავს წინადადებს, რომელიც კეილორ ნავასს, მარიანო დიასს, მარკოს ლორენტეს, დანი სებალიოსს, სერხიო რეგილონს (იჯარით) ხამეს როდრიგესს და მატეო კოვაჩიჩს ეხება. dle 10.1

  • Ramos
  • 18 მაი 2019
  • 1234
  • 3

1

18 მაი 2019 14:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღევანდელი ფასებით მეტსაც ამოიღებს ბაბუ ამათში დროა დაბრუნდეს ძველი პერესი ფულს რომ ისვროდა ერიკსენი,იოვიჩი,აზარი ვან დე ბეეკი (პოგბა განძრახ არ დავწერე ჩვეულებრივი ხასიათის იგროკია და ეგეთი გასახდელშიც არევს სიტუაციას)

2

18 მაი 2019 20:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს ყველა რო გავყიდთ 200 კი არა 400 უნდა ავიღოთ

3

18 მაი 2019 23:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
200საც აიღებს და გაცილებით მეტსაც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)