ვალდანო ალონსოზე

მადრიდის რეალის გენერალურმა დირექტორმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ხორხე ვალდანომ გუშინ ესპანური რადიოსადგურ Cadena Ser–თან განიხილა ხაბი ალონსოს ტრანსფერი


ჩვენ ძალიან გახარებული ვართ, ვინაიდან საუკეთესო შემადგენლობის კლუბი ჩამოვაყალიბეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაბი ალონსოს გადმოყვანა. როცა მე დავტოვე მადრიდის რეალი , მაშინ ხაბი პრაქტიკულად გადმოყვანილი იყო, მაგრამ მაშინ ეს არ მოხდა, სამაგიეროდ დღეს ამას მივაღწიეთ.

ხაბი კლუბს მალე შეუერთდება. ოთხშაბათს ის შეხვდება პელეგრინს და გარიკვევა გაემგზავრება თუ არა იგი კანადასა და აშშ–ში კლუბთან ერთად. რაც შეეხება ფეხბურთელის პრეზენტაციას, ამისთვისაც გამოვნახავთ დროს, როცა ტური მორჩება.

ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ის არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ამ კლუბისთვის და მადრიდის რეალს შეუძლია მისი იმედი ქონდეს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ისე ვაკეთებთ საქმეებს, თითქოსდა ისინი ადრე არ გაკეთებულიყოს. რაც მტავარია, ჩვენ ამას წარმატებით ვანხორციელებთ. ისევე როგორც ფანები, დირექტორებიც ვერ იქნებიან უკმაყოფილოები. უკვე დროა აქედან შედეგები ვნახოთ.

კლუბს გამოცოცხლება ესაჭიროებოდა. საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები იქნა ნაყიდი, რადგან გვსურდა, თითოეული პოზიციის გამაგრება, გულშემატკივრებიც აღფრთოვანებულნი არიან.

ამ ბოლო ინვესტიციის შემდეგ , უკვე აღარ იქნება ახალი ტრანსფერები. სანამ წინასასეზონო მომზადება დაიწყებოდა, მწვრთნელმა გვითხრა , რომ ესაჭიროებოდა ფეხბურთელები დაცვაში და ნახევარდაცვაში, ჩვენ კი ეს გავაკეთეთ.

მე ძალიან მოხარული ვარ ამ შემადგენლობით და რაც მთავარია, ის ახალგაზრდა და უფრო ესპანურიცაა.

რიბერი

მიუნხენის ბაიერნმა ძნელადმისადგომი პოზიცია დაიკავა პირველივე დღეებიდან. მათ არ უნდათ ფეხბურთელის გაყიდვა, ამიტომაც მადრიდმა არჩია მოიცადოს და დაელოდოს ახალ შესაძლებლობას.

წასვლა

ჩვენ კვლავ განვიხილავთ რამდენიმე ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის საკითხს, ჩვენ სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო არ გვაქვს საშუალება 25–ზე მეტი ფეხბურთელის კლუბში ყოლის, ამიტომ ვიცით უკვე ვინც გვჭირდება და ვინ არა.

მიზნები

ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ შედეგები და მოვიგოთ ყველა ტურნირი , რომელშიც კლუბი მონაწილეობს. ვინაიდან ასეთი დიდი კლუბი შეიქმნა, მიზნებიც უფრო მრავლისმომცველია.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 აგვისტო 2009
  • 1563
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)