Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]

პირველ რიგში შეგახსენებთ იმას, რომ ''ბლანკოსმა'' შეძლო და დაამარცხა ''ღამურები'' ანგარიშით 2-0. მინდა სტატიის სახით შემოგთავაზოთ ამ მატჩის მიმოხილვა. გთხოვთ ყველანი სრულიადში შებრძანდით.


მაშ ასე, დავიწყოთ...

პირველი შეტევა, რომელიც მადრიდის რეალმა განახორციელა ძალზედ სახიფათოდ დასრულდა. რონალდოს ფლანგიდან გარღვევას მოჰყვა საჯარიმოში გადაცემა სადაც ბურთს გუტი დაუხვდა თუმცა ესპანელმა ბურთს უხეიროდ დაარტყა და ასცდა მეტოქის კარს.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


შემდეგი შეტევა გაგომ წამოიწყო, ბურთი არბელოას გადააწოდა, ხოლო ალვარომ მოედნის ცენტრში მარტოდ დატოვებულ რონალდოს გაუწია ასისტენტობა, თუმცა რონალდოს დარტყმულმაც ვერ მიაღწია მიზნამდე.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


შემდეგ კი გუტის მარცხენა ფლანგიდან აქტიურობას მოჰყვა მისივე შესანიშნავი გადაცემა, რომელიც იგუაინმა ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი და მეკარე სეზართან პირისპირ დარჩენილს არ გასჭირვებია გოლის გატანა.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


მიუხედავად გატანილი გოლისა ბლანკოსის ფეხბურთელები შეტევას შეტევაზე აკეთებდნენ. რაც არუნდა გასაკვირი იყოს გაგოს გადაცემის შემდეგ იგუაინი დარჩა მეკარესთან ერთი-ერთზე მაგრამ, რომ არა ვალენსიას მცველები ანგარიში აუცილებლად გაიზრდებოდა. მცველების შესანიშნავმა და თავგამოდებულმა თამაშმა ''ღამურები'' კიდევ ერთ გოლს გადაარჩინა.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


შემდეგ ისევ და ისევ იგუაინი დარჩა სეზართან პირისპირ. ''პიპიტას'' ჩაფიქრებული ჰქონდა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება. თავისი ჩანაფიქრი კი განახორციელა თუმცა ოდნავ სიზუსტემ უმტყუვნა თავდამსხმელს. ბურთი მეკარეს თავზე გადააფრინდა და ბადეს ზემოდან გადაევლო. შემდეგ იყო უკვე ვალენსიას შეტევა რომელიც ძალზედ სახიფათო გამოდგა.დავიდ ვილიას თავით შესანიშნავად შესრულებულ დარტყმას ასევე შესანიშნავი სეივით დაუხვდა კასილასი, რომელმაც ეგრეთწოდებული ''მკვდარი ბურთი მოხსნა''

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


მადრიდის რეალი არ ნებდებოდა და შეტევას შეტევაზე ანხორციელებდა. აქტიურობით კი რონალდო გამოირჩეოდა, რომელმაც თავისი ჩვეული ფინტებით ვალენსიას მცველებს თავგზა აუბნია კარშიც დაარტყა თუმცა უხეიროდ. მის დარტმულს სეზარი დაუხვდა. ''მერენგების'' შესრულებით კიდევ ერთ შეტევას შესანიშნავი კომბინაცია მოჰყვა, ხოლო ვან დერ ვაარტის დარტყმული მიზანს მცირეოდენი მანძილით ასცდა.

ამის შემდეგ პირველ ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მარსელო აღმოჩნდა თავდამსხმელის პოზიციაზე, მეკარესთან პირისპირ თუმცა მისი დარტყმულის მოგერიება შესანიშნავად მოასპარეზე მხცოვან სეზარს არ გასჭირვებია.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


მარსელოს შეტევას მოჰყვა ვალენსიას შეტევა, დავიდ სილვა საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით ცდილობა კასილასის კარებში ბურთის გახვევას თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდელები ხარიხამ იხსნა გაშვებული გოლისაგან.

რონალდო მატჩის მიმდინარეობის დროს სულ ცდილობდა გოლის გატანას და აი დადგა ის მომენტი როდესაც მარსელო მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, თავისუფლად მდგომი რონალდო დაინახა გამჭოლი პასი გადასცა და აქ უკვე რონის არ გასჭირვებია გოლის გატანა.

Real Madrid 2-0 valencia [მიმოხილვა]


რონალდოს გოლის შემდეგ ''ღამურები'' ცდილობდნენ გოლის გაქვითვას თუმცა უშედეგოდ. ანგარიში აღარ შეცვლილა. მადრიდის რეალმა მოიპოვა დამსახურებული სამი ქულა. 'ლა ლიგაში'' ჯერ კიდევ არაფერი არ არის დასრულებული. ჩემპიონის ბედი ალბათ ბოლო მატჩში გადაწყდება. წინ კიდევ 5 მატჩი აქვთ ჩასატარებელი მადრიდელებს.



By__RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)