ზიდანი:„ნეიმარს არ დავიმატებთ, ბეილი შესაძლოა წავიდეს, ამის შანსი არსებობს“

ზინედინ ზიდანმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ის, რაც გავაკეთეთ „ხეტაფეთან“, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დავამარცხოთ „რაიო“. ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ინტენსიური და აგრესიული თამაში. სხვაგვარად ლა ლიგის ვერცერთ გუნდთან ვერ მივაღწევთ წარმატებას.“

„ითამაშებს თუ არა ვინიციუსი? ვფიქრობ, ბრაზილიელი ერთ კვირაში დაბრუნდება, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სამედიცინო შტაბთან ინტენსიური კონსულტაციები მაქვს და ყველაფერს ვაანალიზებ. რისკი, თანაც ისეთ სიტუაციაში, სადაც არაფერი დევს სასწორზე, ნამდვილად არ ღირს.“

„ნეიმარი და აზარი? მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „პსჟ“-ს ლიდერს არ ვიყიდით, რადგან ტრანსფერი წარმოუდგენელია. აზარი? ის „ჩელსის“ ეკუთვნის, მაგრამ თუ კლუბს შეიცვლის, დიდი სიამოვნებით ვიხილავ ჩემ კოლექტივში.“

„რაულ დე ტომასი ნამდვილად კარგი ფორვარდია. არ ვიცი შეთანხმდებიან თუ არა „რაიო“ და „რეალი“ ტრანსფერზე.“

„ტრანსფერებზე სრული უფლებამოსილებას მე არ ვფლობ. ყველაფერი პრეზიდენტთან და დირექტორთა საბჭოსთან თანხმდება. ჩვენ ვცდილობთ, ჰარმონიულად ვიმუშავოთ და გუნდში არსებული საჭიროებები ერთმანეთს გავუზიაროთ. თუ საკუთარ კომპეტენციას არავინ გადააბიჭებს და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს საქმე აუცილებლად გაკეთდება ისე, როგორც კლუბს სჭირდება.“

„სამწუხაროდ, ბენზემა არ გვეყოლება, ის შესანიშნავ ფორმაში იყო და ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს „9“-იანის გარეშე მოედანზე გასვლა. ვიმედოვნებ, კარიმის აღდგენითი კურსი დიდხანს არ გასტანს.“

„ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო ზაფხულში, მაქვს გეგმა, რომელიც ეტაპობრივად უნდა შესრულდეს, თუმცა ამ ეტაპზე იმაზე ვფიქრობ, რომ ლა ლიგის მომდევნო მატჩებში კოლექტივმა ღირსეული შთაბეჭდილება დატოვოს.“

„ზაფხულში „ბლანკოსი“ რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.“

„„რაიო ვალეკანო“ ბოლო ადგილზეა და მომდევნო 4 ტურში მოგებების გამოსაცხობად ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს უდიდესი ენთუზიაზმი ექნება, ვინაიდან არსებობს რეალური შანსი, რომელიც ლა ლიგაში დარჩენას ითვალისწინებს. შესაძლო 12 ქულიდან თუნდაც 9-ის მოპოვების შემთხვევაში ამ გუნდს შანსი აქვს, აქედან გამომდინარე, უშეღავათო ბრძოლას ველით.“

„ბეილზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. ის ახლა ჩვენ გვეკუთვნის, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ კლუბი შეიცვალოს. ზაფხულში „რეალში“ ცვლილებები იქნება.“

„დე ტომასის გაოფიციალურება? ამ ფეხბურთელს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი „რეალის“ რიგებში, მას აქვს ბევრი კარგი თვისება.“

„ყველაზე მეტად თავდასხმაში გვიჭირს, აქედან გამომდინარე, „რეალის“ მთავარი მიზანი სატრანსფერო ფანჯრის დროს წინა ხაზის რესურსის გაზრდა იქნება.“

„ვინიციუსი ვარჯიშობს და ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, მას ტემპი აკლია. რატომ? იმიტომ, რომ 2 თვის მანძილზე არ ვარჯიშობდა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 27 აპრილი 2019
  • 7353
  • 5

1

27 აპრილი 2019 16:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უფალი გვფარავდეს ყველას ქრისტე აღსდგა✨

2

27 აპრილი 2019 16:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8998
aixviet raio aixviet fui tqveni. mecineba normalur metoqestan arafris maqnisebi ar arian kidiat raa utavmoyvareoebi arian nametani dzalian. tu ar sheicvala erti 5-6 fexburteli ise araferi gamova viqnebit sitisnairad uazro gundi

3

27 აპრილი 2019 16:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხეტაფესთვის მოგეგოთ ბლიად და რაიოსთვის მიგეცათ თამაში ცოდოები არიან ! თანაქალაქელები არიან და უჯიგრეთ !

4

27 აპრილი 2019 19:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ მაინც უნდა მოიგოთ სანამ კიდე გაქვთ შანსი მეორეზე გასვლის აქაც თუ ვერ მოიგეთ ვსო

5

27 აპრილი 2019 21:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაის დე ტომასი. ეგრე მარიანოც კარგად თამაშობდა ლიონში მაგრამ რეალში ვერაფერი ქნა. დე ტომასი, მარიანო და ბორხა არ არიან რეალის დონის. ერთადერთი ვინც ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბოლომდე ღირსეულად იდგა რეალის ფორმით ეგ რაულმა მოახერხა. მეტი ვერავინ შეძლებს. მორიენტესსაც შეეძლო მაგრამ ფენომენის ტრანსფერს შეეწირა. გამოცდილი ფორვარდი გვჭირდება კეინი ან იკარდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (241)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)