სალგადოს პრეს–კონფერენცია

პრეს–კონფერენციაზე , რომელიც მიჩელ სალგადომ სანტიაგო ბერნაბეუზე გამართა ვიზუალურად ისე ჩანდა, თითქოსდა მას დაძლეული ქონდა ის ემოციები, რომლებიც მას აწვებოდა. სალგადომ კლუბს მადლობა გადაუხადა იმ ათი წლისთვის, რომელიც მან აქ გაატარა და განაცხადა, რომ ამდენი ხნის თამაშის შემდეგ მისთვის ძნელი იქნება კლუბის დატოვება.


ვალდანო

"ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ მადლობა ვუთხრათ დიდ ფეხბურთელს. ჩვენ ორი რამე უნდა გამოვყოთ სალგადოს მადრიდის რეალში ყოფნის პერიოდში. პირველი არის ყველა ის ტიტული, რომლის მოგებაშიც ის დაგვეხმარა, მეორე კი ის , რასაც ჩვენ ვხედავდით მისი თამაშით. ორივე დაგვეხმარა ჩვენ გაგვეგო, თუ რა დიდი როლი ეკავა მიჩელს მადრიდის რეალის ცხოვრებაში ამ ათი წლის განმავლობაში. დიდი ფეხბურთელი და შესანიშნავი პროფესიონალი გვტოვებს ჩვენი ფეხბურთელი, რომელმაც დატოვა თავისი კვალი როგორც კლუბში, ასევე გასახდელში და გულშემატკივრებს შორის. ის ეხლა ძალიან მოწყენილია. მაგრამ მან იმდენი კარგი საქმე გააკეთა კლუბისთვის, რომ მადრიდის რეალს სურდა საქვეყნოდ ეთქვა მისთვის მადლობა. მადრიდის რეალი, საკუთარი პრეზიდენტიდან დაყებული, დირექტორთა საბჭოს წევრებითა და ნებისმიერი მადრიდისტის სახელით დიდ მადლობას უხდის მიჩელ სალგადოს გაწეული სამსახურისთვის, ჩვენ გვინდა მან იცოდეს, რომ ეს ყოველთვის მისი სახლი იქნება, ვინაიდან მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ."

სალგადოს პრეს–კონფერენცია


მიჩელი

"ეს ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მე ვაცნობიერებ და ვიცი , მე მაინც ემოციებიდან გამომდინარე ვგრძნობ, რომ ჯერ ადრეა. მე ვიცი, რომ დრო მოვიდა, მაგრამ დამერწმუნებით, რომ კლუბში ათწლიანი თამაშის შემდეგ , ძალიან ძნელია დატოვო მადრიდის რეალი, კლუბი რომელმაც მე მომცა ყველაფერი, როგორც პროფესიონალური, ისე პირადული კუთხით. უკვე ათი წელი გავიდა და ეხლა მე ემოციებით დატვირთული ვარ. მე მოწყენილი ვარ, იმიტომ რომ წასვლა ყოველთვის ცუდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისწავლი მადრიდის რეალის სიყვარულს. მე მიყვარდა სელტა, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში მადრიდის რეალი უფრო და უფრო მიყვარდებოდა. მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება ათი წლის განმავლობაში მეთამაშა მსოფლიოში საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში. ეს ძალიან დამღლელი ათი წელი იყო და ის, რასაც მე მივაღწიე, ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს."

სალგადოს პრეს–კონფერენცია

"მადრიდის რეალი ყოველტვის იქნება განსაკუთრებული ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მე მადლობა მინდა ვუთხრა ხორხე ვალდანოსა და კლუბის ხელმძღვანელობას, რომ კიდევ ცოტა ხნით დარჩენის საშუალება მომცეს. ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება სხვა მაისურის მორგება, მაგრამ მე მჯერა, რომ კიდევ შემიძლია თამაში და აუცილებლად გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს."

სალგადოს პრეს–კონფერენცია

"მე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, ვინაიდან ისინი ჩვენ ყოველდღიურად გვაძლიერებდნენ. მათ დაგვანახეს საკუთარი მხარდაჭერა კლუბისადმი წლების განმავლობაში. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელსა და პრეზიდენტს, ვისთანაც მიმუშავია, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა კლუბის ისტორიის შექმნაში. მადლობა თითოეულ ფეხბურთელსა და თანაგუნდელს, ჩემთვის დიდი პატივი იყო მათ გვერდით თამაში. გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ის ფეხბურთელები, რომლებთანაც ამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მიხდებოდა თამაში: იკერი, რაული, გუტი და რობერტო კარლოსი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აქ არაა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო.სხვა ყველაფერთან ერთად ის ჩემი ქალიშვილის ნათლიაცაა. სხვა მხრივ კი მინდა მადლობა ვუთხრა მთლიანად ჩემ ოჯახს, ძმებს, ცოლსა და შვილებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში სულ გვერდით მედგნენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში,როცა საქმეები არც ისე კარგად იყო. და რა თქმა უნდა, ჩემ მშობლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ , რომ იამაყედბნენ ამ დღით. მათ მე ისეთი შემქმნეს, როგორიც ვარ და მე ისინი ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწაზე. მე არ შემიძლია დავივიწყო ჩემი პირადი აგენტი გინეს კარვაიალი."

სალგადოს პრეს–კონფერენცია

"მე ამაყი ვარ, რომ არამარტო მოგებულ ტიტულებს ვტოვებ, არამედ ბევრ აქ შეძენილ მეგობარს, რომლებიც წლების გნამვლობასი გვერდით მედგნენ და ყველანაირად მიჭერდნენ მხარს. ძალიან ძნელია ცხოვრებაში შეიძინო კარგი მეგობრები, ამიტომ მე მეამაყება, რომ ასეთი მეგობრები მყავს."

"მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი მომავალშიც, რომ მადრიდის რეალი საუკეთესო მისი ფანების გამოცაა. ფანებისა, რომლებიც კლუბის გვერდში დგანან მუდამ ჭირსა თუ ლხინში. მე მათ სანტიაგო ბერნაბეუს თასის გათამაშებისას დავემშვიდობები და მაშინ ვეტყვი დიდ მადლობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მე მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ამ ათი წლის განმავლობაში. ძალიან ძნელია მოიპოვო მათგანი ასეთი ნდობა და კეთილგანწყობა, როცა კლუბში დიდი ფეხბურთელები და ვარსკვლავები თამაშობენ. მე მადლობა მინდა გითხრათ თქვენ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება ყოველდღე ამემაღლებინა ჩემი გამოცდილება და გამოხატავდით კეთილგანწყობას ჩემს მიმართ. დიდ მადლობა, მე დღეიდან , ისევე როგორც წინათ, ნამდვილი მადრიდელი ვიქნები. დავტკბები კლუბის თამაშის ყურებით, ეს არაა დამშვიდობება, ეს იმის თქმა , რასაც ქვია "მომავალ შეხვედრამდე." მე პრივილეგირებულ პიროვნებად ვთვლი ჩემ თავს, ვინაიდან მომეცა საშუალება ათი წლის განმავლობაში მეტარებინდა მადრიდის რეალის მაისური."

როგორ მიიღო თქვენმა ოჯახმა ის ფაქტი, რომ თქვენ ტოვებთ მადრიდის რეალს?

ეს ისეთივე ძნელია მათთვის, როგორც ჩემთვის. მე მათთან ადრეც მისაუბრია,რომ ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, როცა მამა, ძმები , ცოლი და ოჯახი მეორე პლანზე გადავიდა მადრიდის რეალთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ახალგაზრდები არიან, ისინი მეკითხებიან, თუ რატომ ვტოვებ მადრიდის რეალს. მე კი მათ ვუთხარი, რომ ეს ცხოვრებაა ასეთი. ჩემი ოჯახიც ამაყობს იმით, რაც მე აქ გავაკეთე.

სალგადოს პრეს–კონფერენცია

ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები თქვენთვის?

ძალიან ძნელია ამოარჩიო ერთი, იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება ბევრ ასეთ წუთებს მოვსწრებოდი, მაგრამ მაინც, განსაკუთრებულად მახსენდება ჩემი პირველი ტიტული პირველივე წელს, ფინალი პარიზში.

შეგეძლოთ თუ არა ყოფილიყავით იმ დიდი კლუბის წევრი, რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება?

მე ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. თითოეული ფეხბურთელი ძალიან აღელვებულია, როცა წინასეასეზონო მზადება იწყება. მაგრამ ძნელია უყურო მადრიდის რეალის წარმატებებს, თუ როგორ წევს კლუბი ჩემპიონთა ლიგის თასს, ხოლო შენ კი არ იყო მოედანზე. ყველაფერს სხვა კუთხიდან უნდა შეხედო , უნდა იცოდე, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ჯობია დროზე წახვიდე. ასეა თუ ისე, კლუბმა მომცა საშუალება მქონოდა წარმატებული კარიერა და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანისთვის , ფეხბურთი მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში.

სალგადოს პრეს–კონფერენცია

რომელ მწვრთნელს გამოყოფდით ყველაზე მეტად?

მწვრთნელი, რომელთანაც მე ყველაზე დიდი დრო გამოტარებია და რომელსაც კარგად ვიცნობდი იყო ვისენტე დელ ბოსკე. ჩემი საუკეთესო წლები მადრიდის რეალში ამ მწვრთნელს უკავშირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მე რაღაც მასწავლა.

გაგაოცათ თუ არა კლუბის გადაწყვეტილებამ? ვინ გარწმუნებდათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო?

ეს გასაგებია, როცა კლუბი გიხმობს და გთხოვს პრობლემის გადაწყვეტას, მაშინ საუკეთესო გზა ამაზე თანხმობის განცხადებაა. კლუბში ოთხი ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელია, მე კიდე ფეხბურთს უკვე დიდი ხანია რაც ვთამაშობ. მათ არ უთქვამთ ჩემთვის, რომ ჩემი დრო მადრიდის რეალში ამოიწურა. ამას სხვა კუთხიდან უნდა შეხედო. მე მოვედი ათი წლის წინ და იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ვოცნებობდი , ამიტომაც მე ძალიან ამაყი ვარ.

თქვენ ყოველთვის გულწრფელობით გამოირჩეოდით, რას ფიქრობთ ახალ კლუბზე? როგორ გამოიყურება იგი?

ფენომენალურად, გულდასაწყვეტია, რომ არ მექნება საშუალება ვიყო მისი წევრი. ჩვენ თვალწინ დიდი გუნდი შეიქმნა. ეს ძალიან ბალანსირებული კლუბია, რომელსაც ბევრი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფეხბურთელები ყავს, რის ნაკლებობსაც კლუბი განიცდიდა ბოლო წლების განმავლობაში. კაკასა და კრიატიანო რონალდოს მსგვავს ფეხბურთელებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ შეცვალონ თამაშის მსვლელობა. და თუ ამას დაუმატებთ , რაულს , პიპიტას და სერხიო რამოსს... კლუბი შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ , რომ მათ ყველაფერი გამოუვათ, მე კი დავტკბები მათი თამაშის ყურებით.

და რა მოხდება აწი?

მე ჩემ დასამშვიდობებელ სიტყვას ვიტყვი. მაქვს დრო, რომ გადავხედო შემოთავაზებებს და ავირჩიო მათგან საუკეთესო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე მომიწევს არჩევნის გაკეთება, მაგრამ მინდა რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში.

წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 აგვისტო 2009
  • 1977
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)