რეალის ლეგენდარული ფეხბურთელები - ფერნანდო იერო

დღეს რეალს 13 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული. სანტიაგო ბერნაბეუ ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს იზიდავდა და მადრიდული კლუბი ჩრდილში დიდი ხნით არასდროს დარჩენილა.


დღეს იეროს იშვიათად იხსენებენ, მაგრამ ის, დაახლოებით, 15 წლის განმავლობაში მადრიდის რეალის მფეთქავი გული იყო.

იეროს დებიუტი 1987 წელს შედგა, ესპანიოლის წინააღმდეგ, ამ მატჩში იერომ თავისი პირველი გოლი გაიტანა. მის ტალანტს ყველა ხედავდა და მას მალევე ბარსელონას სკაუტები დაუკავშირდნენ.

კატალონიურმა კლუბმა არასწორი არჩევანი გააკეთა, როცა ფერნანდოს ნაცვლად მისი ძმა, მანოლო იერო შეიძინა, რომელიც გუნდში 2 წელი გაჩერდა და ერთი მატჩიც არ უთამაშია.

აი, ფერნანდომ ვალიადოლიდი თასების მფლობელთა თასზე გაიყვანა. კოპა დელ რეიზე კი რეალს შეხვდა და წაგების მიუხედავად, მადრიდელებს თავი მოაწონა.

იერო 1989 წელს რეალის ფეხბურთელი გახდა, ჯონ ტოშაკმა კი ის დაცვის ცენტრში გაამწესა.



ეს სეზონი რეალში ძალიან ცუდად დაიწყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან მილანმა გააგდო, ბარსელონასთან კი 3:1 წააგო. თუმცა, რეალმა ფორმა მალე დაიბრუნა და ლა ლიგის სეზონი მხოლოდ 2 წაგებით, პირველ ადგილზე, დაასრულა. გუნდმა ამ სეზონში 107 გოლი გაიტანა და ამით რეკორდი მოხსნა, რომელიც მომდევნო 20 წელი არავის გაუმეორებია.

ამ პერიოდში რეალს გოლების კრიზისი დაუდგა, უგო სანჩესი უკვე 32 წლის იყო და გუნდის ბომბარდირობას ვერ ახერხებდა. 91/92 სეზონში გუნდის ბომბარდირი იერო გახდა, რომელმაც 26 გოლი გაიტანა. თუმცა, გამტანი ფორვარდის ნაკლებობამ გუნდს 4 წლიანი უტიტულო პერიოდი მოუტანა.

ოთხ სეზონში 55 გოლით და დაცვაში სტაბილური თამაშით, იერო სრულყოფილ ფეხბურთლად ითვლებოდა. პენალტები, ჯარიმები, თავით გატანილი გოლები, ბურთის ფლობა, ნახევარდაცვაში დამაჯერებელი თამაში, იეროს ყველაფერი ჰქონდა. სანტიაგო სეგურიოლამ მას ერთხელ „მცველი ფორვარდის სულით“ უწოდა.

ყველაზე მეტად მას მოგება ახასიათებდა. მისი ლიდერობით რეალმა კრიზისი გადალახა და იეროს მადრიდული ტიტულების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. მაგრამ, ამ სიას მთავარი ჯილდო აკლდა.

რეალს ახლა 13 ლიგის თასი აქვს, მაგრამ იყო დრო, როცა ისინი ტურნირს 32 წლის განმავლობაში ვერ იგებდნენ. რეალი 6 თასზე იყო გაყინული.
რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1998 წელს მოახერხა გასვლა, სადაც იუვენტუსს შეხვდა.

იუვე ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო, ეს ტურინელების ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. მათ ზინედინ ზიდანი და დელ პიერო ჰყავდათ. რეალი კი 1981 წლის შემდეგ პირველ ფინალს თამაშობდა.

იუვენტუსის შეტევა რეალისას ბევრად სჯობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ეს კი, დიდწილად, ფერნანდო იეროს დამსახურება იყო, რომელმაც ალესანდრო დელ პიერო ჯიბეში ჩაისვა. მიატოვიჩის გოლის შემდეგ რეალის ფანების შეძახილებიც სწორედ ამ ფაქტს უსვამდა ხაზს. “Donde esta Del Piero?” (სად არის დელ პიერო?) - მღეროდა მადრიდელთა ტრიბუნა. „ის იერომ შეჭამა“.

ეს მოგება რეალის გამოღვიძებასთან ასოცირდება, რეალმა მომდევნო წლებში კიდევ ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რამაც გალაქტიკოს პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
რეალს იეროს მოსვლამდე ევროთასებზე გასვლაც კი უჭირდა, დღეს კი გუნდი ზედიზედ ოცდამეორე სეზონს თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში. ეს დიდწილად იმ შემართების დამსახურებაა, რომელიც ფერნანდომ გასახდელში მოიტანა.

dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2019
  • 877
  • 4

1

14 აპრილი 2019 14:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 130
ეჰ როგორ მახსოვს ამის ავტოგოლი
-----------------------
puttanella materazzi

2

14 აპრილი 2019 19:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 77
ციტატა: owena
ეჰ როგორ მახსოვს ამის ავტოგოლი

მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდა? 😂😂 ..რომელ ავტოგოლზე იძახი ?? მე არ მახსოვს

3

14 აპრილი 2019 19:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 130
ციტატა: Zizu5
ციტატა: owena
ეჰ როგორ მახსოვს ამის ავტოგოლი

მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდა? 😂😂 ..რომელ ავტოგოლზე იძახი ?? მე არ მახსოვს

ანუ ასაკიდან გამომდინარე რომელ თამაშსაც პირდაპირში ვუყურე იმ თამაშზე ვიძახი.ესპანიოლთან იყო თუ არ ვცდები.თან მაგრად აკრიტიკებდნენ იმ სეზონში იეროს და მახსოვს მაგ ავტოგოლიმა გადაუწყვიტა წასვლა
-----------------------
puttanella materazzi

4

14 აპრილი 2019 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649
საღოლ იერო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 32
2 სუარესი 19
3 სტუანი 18
4 ბენზემა 18

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ უნდა იცავდეს „რეალის“ კარს?

კურტუა
ნავასი



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2019 (243)
მარტი 2019 (479)
თებერვალი 2019 (491)
იანვარი 2019 (405)
დეკემბერი 2018 (332)
ნოემბერი 2018 (435)