სიმართლე გამჟღავნდა - რატომ დაბრუნდა ზიდანი „რეალში“?

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების მთავარი მოტიი გამჟღავნებულია...


ალბათ სასაცილოა, მაგრამ ზიდანის წასვლა „რეალიდან“ და დაბრუნება „ბლანკოსში“ ერთი და იგივე მიზეზის გამო მოხდა.

კერძოდ, ფრანგი კლუბს ბერნაბეუს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პროექტის გამო დაემშვიდობა. მაშინ ფლორენტინო პერესმა მთავარ მწვრთნელს განუცხადა, რომ კლუბი ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად თანხას ვერ დახარჯავს, ვინაიდან ბიუჯეტის რესურსი სტადიონის განახლებაზე უნდა ყოფილიყო მიმართული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზინედინმა გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს დაემშვიდობა, ის თვლიდა, რომ ახალი ფეხბურთელების მოყვანის გარეშე „მერენგები“ შედეგებს ვეღარ დააფიქსირებდნენ და ასეც მოხდა.

რაც შეეხება დაბრუნებას. პერესმა გეგმები შეცვალა და მიხვდა, რომ თავის დროზე ზიზუ მართალი იყო. სწორედ ამიტომ აიღო „რეალმა“ 30 წლიანი სესხი 575 მილიონი ევროს ოდენობით და რეკონსტრუქციის თანხა პირად ბიუჯეტს არ მოაკლო.

„რეალი“ ყოველწლიურად 29.5 მილიონ ევროს გადაიხდის და სესხს გრძელვადიან პერიოდში დაფარავს. წელიწადში 29.5 მილიონის გადახდა კლუბის ბიუჯეტს ვერაფერს დაატყობს, სამაგიეროდ კლუბის ბიუჯეტიდან დაახლოებით 350-380 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელების დამატებას მოხმარდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც დაბრუნდა ფრანგი ლეგენდა დედაქალაქური კლუბის რიგებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ რამდენიმე ვარსკვლავის გაყიდვასაც გეგმავს და არ არის გამორიცხული შემოსული თანხის ოდენობამ დახარჯული თანხის 80%-მდე შეადგინოს. dle 10.1

  • Datuna
  • 13 აპრილი 2019
  • 7948
  • 4

1

14 აპრილი 2019 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 158
ეგ ხო თავისთავად :) გარანტიები რო ახალი ეპოქა დაიწყებოდა და შენებისთვის ფული უნდოდა ეგ უეჭველი, ისე არ დაბრუნდებოდა)

2

14 აპრილი 2019 11:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 945
kai amas sheveshvat,wels mgoni gveshveleva da is simaxinje aaxvevs sastavida.anu tu is benfikas 9 iani moiyvanes uechveli amoagdebs am cxens sastavidan da tu azari an mane movida mainc amovardeba radgan zizum tqva ro viniciuss axal pozicias movudzebnio,mixvda tvitonac ro simaxinjit verafers moigebs,anu vinipuxas daayrnebs czrianze da gacvlian xolme poziciebs,iqedan mane aqedan azari,au dzaan done shemadgenloba iqneba
-----------------------
ronaldinio:zizu ertadertia romelmac,brazilielebi arafrad chagvagdo
visente del boske: roca realis mwvrTneli viyavi barsa mxolod tavis dabadebis dges agnishnavda
"bolo atwleulis sauketeso gundebi barcelona, bayerni da iuventusia " pep gvardiola 😂😂😂

3

14 აპრილი 2019 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1023
მერე ისევ არავის იყიდის და ეს ისევ წავა და ასეეე

4

14 აპრილი 2019 22:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1
mgonia ro zizus ronaldos gareshe mainc gauchirdeba bapec ro iyidos zizus mxsneli iyo roni

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 36
2 ბენზემა 21
3 სუარესი 21
4 ასპასი 20

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ უნდა იცავდეს „რეალის“ კარს?

კურტუა
ნავასი



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2019 (299)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)
მარტი 2019 (479)
თებერვალი 2019 (491)
იანვარი 2019 (405)