არის თუ არა "CR9" "მადრიდის რეალის" ფულის შემომტანი "თოჯინა"?

"მადრიდის რეალი" ეს სახელი ზოგს უკვე სიცილს გვრის, ხოლო კრიშტიანო რონალდუ კი ზოგიერთისთვის "მოსაწყენი კლოუნია" და მეტი არაფერი". ესაა ის, რასაც "მადრიდის რეალისა" და კრიშტიანო რონალდუს მოძულეები ხშირად იმეორებენ. მაგრამ რამდენას სწორია ეს მოსაზრება? რომელია ბატონი და რომელი მონა? არიან თუ არა "ბლანკოსები" CR9–ს შანტაჟის ქვეშ? იქცა თუ არა მადეირაში აღზრდილი ბიჭი "თეთრ თოჯინად"?


მოდით თვალი შევავლოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ზემოთხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით. კითხვა საკმაოდ გასაგებად ჟღერს: "არის თუ არა კრიშტიანო რონალდუ "მადრიდის რეალისთვის" ფულის შემომტანი "თოჯინა"?

კრიშტიანო რონალდუს სარეკორდო სატრანსფერო თანხა–80 მლნ. ევრო– თოჯინობანას თამაშის დასაწყისი:

თუ შენში გადაიხდიან ასტრონომიულ თანხას და ამავდროულად შენ ყოველთვიურად დაგინიშნავენ სოლიდურ ანაზღაურებას, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შენგან ძალიან ბევრს მოელიან, შენმა თამაშმა შენში ინვესტიციის ჩამდებებს და შენი თამაშის მნახველებს ერთი რამე უნდა აფიქრებინოს, რომ შენ ხარ ფეხბურთის მეფე. ეს ძალიან მისაღები და გამართლებული მოლოდინია, რაც ეჭვგარეშეა, რომ არსებობდა მაშინ , როცა კრიშტიანო რონალდუსა და "თეთრებს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად რონი "მანჩესტერიდან" "მადრიდის რეალში" გამობარგდა.

გავიდა დრო და კრიშტიანო რონალდუმ ნათლად დაანახა , როგორც კლუბის ხელმძღვანელობას, ასევე გულშემატკივრებს, რომ მარტო იგი ვერ შეძლებდა კლუბის თრევას და გამარჯვებებში თანაგუნდელების დახმარებაც აუცილებელი იყო. მიუხედავად ამისა, "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობამ თავს უფლება მისცა პორტუგალიელის ფეხები 94 მლნ. ევროდ დაეზღვია. ამჟამად მათი "კრიშტიანო რონალდუს უსაფრთხოების საბუთი" შეიძლება ჩაითვალოს 25 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის საფასურად.

რამდენად აშორებს "მადრიდის რეალი" რონალდუს მის პირადობასთან?

შაბათს , 2010 წლის 21 თებერვალს კუნძული მადეირა საშინელმა კატაკლიზმებმა მოიცვა. მეწყერმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ათასობით კი ქუჩაში დატოვა. ერთი დღის შემდეგ, "მადრიდის რეალი" "ვილიარეალს" მასპინძლობდა "სანტიაგო ბერნაბეუზე, ხოლო კრიშტიანო რონალდუმ ეს მომენტი გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი თანადგომა გამოეცხადებინა კუნძულზე მცხოვრებთათვის.

სწორედ მან გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში და გოლის აღნიშვნის დროს , მან იქ დამსწრე საზოგადოებას შიდა მაისურზე დიდი ასოებით დაწერილი სიტყვა ‘MADEIRA’ უჩვენა, ამ დროს მას ერთი ხელი მაღლა ქონდა აღმართული. მან ამ ჟესტით პატივი მიაგო დაღუპულებს და თანადგომა გამოუცხადა მადეირელებს. ეს პორტუაგლიელისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო.

ის ამ თამაშში გმირის როლში მოგვევლინა. შეხვედრა მადრიდელებმა 6:2 მოიგეს. იმ შეხვედრაში მთელი თავისი თამაში რონიმ მადეირელებს მიუძღვნა და მან თავისი საქციელით მათ დაანახა, რომ მათთან ერთად განიცდიდა ყველა იმ უბედურებას, რაც კუნძულზე მოხდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობამ 25 წლის ფეხბურთელი არ გაუშვა გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად კუნძულზე.

კრიშტიანო რონალდომ გამოტოვა საფეხბურთო კლუბ "პორტუს" მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მადეირაზე დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართა. საფეხბურთო ანალიტიკოსები ფოქრობენ, რომ კლუბი მოერიდა ფეხბურთელის ტრავმას და ამიტომაც ვერ მიიღო ამ უკანასკნელმა ზემოთხსენებულ შეხვედრაში მონაიწლეობა.

არის თუ არა ეს იმის დამამტკიცებელი, რომ "მადრიდის რეალი" ცდილობს რონი დააშოროს მის პირად მე–ს? ვფიქრობ, რომ არა ...

ნათესავის სიკვდილი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საწვრთნელი ვარჯიში? თქვენ ალბათ ხუმრობთ არა?!

2010 წლის 11 მარტს, კრიშტიანო რონალდუს ახლო ნათესავი ამილკარ მიგელ დოს სანტოს ფერნანდესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს ინფორმაცია მიუვიდა კრიშტიანუ რონალდოსაც, რომელიც იმ წამსვე გაფრინდა პორტუგალიაში, რათა ოჯახის წევრებისთვის თანადგომა გამოეცხადებინა. ეს მის ცხოვრებაში ერთ–ერთი შავი დღე გამოდგა. როგორც პორტუგალიელი ფეხბურთელი ამბობს: "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი დღეა".

მაგრამ კრიშტიანო რონალდუ დაკრძალვას არ დასწრებია. პირიქით, ის სწრაფადვე ბრუნდება უკან ესპანეთში, რომ "მადრიდის რეალის" დილის ვარჯიშს დაესწროს.

გაჩერდით. ცოტა შესვენება ავიღოთ, სანამ "მადრიდის რეალის" მიერ რონალდუს მანიპულირების კრიტიკას შევუდგებოდეთ.

კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგვებადოს არის, ის, თუ რატომ არ მისცა "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობამ დემორალიზებულ კრიშტიანო რონალდუს ერთი დღით დასვენების საშუალება? ბევრია ისეთი კლუბი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს: მაგალითად შეგვიძლია "მანჩესტერ სიტი" ავიღოთ, რომელმაც მისცა საკუთარ თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორს დარჩენილიყო საკუთარ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ანგოლაში თავს დაესხნენ.

"მადრიდის რეალი" მანიპულირებული რონალდუსგან ფულს აკეთებს

"ელ კლასიკოში" განცდილი მარცხისა და კრიშტიანო რონალდუს უსახური თამაშის შემდეგ, ესპანურმა კლუბმა, როგორც იქნა კარგი ამბავი გაიგო. პორტუგალიული გამომცემლობა A Bola იუწყებოდა, რომ მარტო მადრიდში კრიშტიანო რონალდუს მიახლოებით 1.2 მილიონი მაისური გაიყიდა. არც ზინედინ ზიდანის, ბრაზილიელი რონალდოს და თვით დევიდ ბექჰემის მაისურებიც არ გაყიდულა მათი კლუბში მოსვლის პირველივე წელს ასე დიდი ოდენობით.

ეხლა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიშტიანო რონალდუს ერთი მაისური 85 ევროდ იყიდება, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "მადრიდის რეალმა" პორტუგალიელ ვარსკვლავში გადახდილი ფული უკან დაიბრუნა! ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რონიმ შეძლო და მხრებიდან მოიშორა ის წნეხი, რომელიც მას დააწვა "მანჩესტერიდან" ასე ასტრონომიულ თანხად გადმოსვლის დროს?

ალბათ უფრო არა! პორტუგალიელ ვარკსვლავისგან კვლავ ელიან იმ თამაშს, რომელიც "მადრიდის რეალს" წარმატებებს მოუტანს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, "მადრიდის რეალის" მესვეურთა რისკმა გაამართლა და მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია, სრულად იქნა ამოღებული. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს ჯერ არავითარი წვლილი არ შეუტანია კლუბის მიერ ტიტულის მოპოვებაში, უფრო მეტიც, ის მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩენის დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ასე რომ, კრიშტიანო რონალდუში გადახდილი თანხა, მარტო მაისურების გაყიდვით იქნა ამოღებული.

კრიშტიანო რონალდუ–ყოფილი "წითელი ეშმაკი", ეხლა კი "თეთრი თოჯინა"?

კრიშტიანო რონალდუს გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ, თუ რაოდენ ბედნიერად გრძნობს თავს ფეხბურთელი "მადრიდის რეალში". ზოგიერთნი ამ ტრანსფერს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომად თვლიან. უფრო ბევრნი კი მინატრიან მის გლამურულ ცხოვრებას "მანჩესტერ იუნაიტედში" და არ კარგავენ იმედს, რომ კვლავ იხილავენ მას "წითელი ეშმაკების" ფორმა ჩაცმულს.
dle 10.1

  • shvela
  • 17 აპრილი 2010
  • 3540
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)