კაზემირო:„ნეიმარის ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია“

კაზემირომ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„წინ კიდევ 7 მატჩი გვაქვს, რომელიც ღირსეულად უნდა ჩავატაროთ და ვეცდებით, რომ დამატებით 21 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. ამ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს და სეზონს ღირსეულად დავასრულებთ.“

„ფავორიტი „ბარსელონაა“, თუ კატალონიური კლუბი ლა ლიგას მოიგებს, აუცილებლად მივულოცავთ.“

„„რეალის“ ფილოსოფია მუდმივი გამარჯვებაა და ამას უნდა შევეგუოთ. თითოეული დღე, რომელსაც აქ ვატარებთ უდიდესი ბედნიერების მომგვრელია და ვამაყობ ამით.“

„ბენზემა? ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც კლუბში უკვე 10 წელია თამაშობს და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.“

„მე ვფიქრობ, რომ მარსელო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გაკრიტიკება ურიგო იქნება.“

„კრიტიკა უსაფუძვლოა. ჩვენ ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ამით ყველაფერი ნათქვამია.“

„გარეთ ბეილმა გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, უელსელი უდიდეს გამოცდილებას ფლობს, მის ანგარიშზე ბევრი უმნიშვნელოვანესი გოლია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.“

„ფეხბურთელების შეძენა ჩემი საქმე არ არის, ამაზე პრეზიდენტს პერესს ჰკითხეთ, როგორც ვიცი მას დიდი გეგმები აქვს და კლუბი კიდევ გაძლიერდება.“

„პოლ პოგბა ნებისმიერი გრანდის სურვილების დააკმაყოფილებდა, ის სრულყოფილი ფეხბურთელია და თუ „რეალში“ ითამაშებს მოხარული ვიქნები, თუმცა ვიმეორებ, ეს ჩემი საქმე არ არის.“

„როგორც ვიცი, ნეიმარი „პსჟ“-ში ბედნიერია, ამიტომ ტრანსფერის ალბათობა ნამდვილად დაბალია, თუმცა ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, ესეც პრეზიდენტი პერესის საქმეა.“

„ვინიციუსი? მან უკვე აჩვენა, რა დონეს ფლობს და სადამდე შეუძლია წასვლა.“ dle 10.1


1

12 აპრილი 2019 21:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბარსა თუ არა რო გახდება მიულოცავ;დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)