ბეტისი 0-1 რეალ მადრიდი

2006 წლის 18 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასზე, 1/4-ფინალურ მატჩში შედგა ანტონიო კას-
სანოს დებიუტი რეალის შემადგენლობაში. იტალიელმა ფორვარდმა პირველი მადრიდული თამა-
ში გოლით აღნიშნა და რეალის ფანებს დიდი იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. თუმცა საბოლოო
ჯამში იტალიელის ტრანსფერმა არ გაამართლა. პრინციპში, ამ თემაზე მაშინ ვისაუბროთ, რო-
ცა კასანო რეალის ფეხბურთელი ოფიციალურად არ იქნება, რადგან ახლა ჩოფურა ფორვარდი
სამპდორიაში არენდის წესით ასპარეზობს და სეზონის ბოლოს კვლავ მადრიდში დაბრუნდება.


2006 წლის 18 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასზე, 1/4-ფინალურ მატჩში შედგა ანტონიო კას-
სანოს დებიუტი რეალის შემადგენლობაში. იტალიელმა ფორვარდმა პირველი მადრიდული თამა-
ში გოლით აღნიშნა და რეალის ფანებს დიდი იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. თუმცა საბოლოო
ჯამში იტალიელის ტრანსფერმა არ გაამართლა. პრინციპში, ამ თემაზე მაშინ ვისაუბროთ, რო-
ცა კასანო რეალის ფეხბურთელი ოფიციალურად არ იქნება, რადგან ახლა ჩოფურა ფორვარდი
სამპდორიაში არენდის წესით ასპარეზობს და სეზონის ბოლოს კვლავ მადრიდში დაბრუნდება.
იმედია, დაბრუნების შემდეგ მაინც, კასანო ძველებურად ათამაშდება და რეალს სარგებელს მოუტანს, თანაც მისთვის ჩვეული ჩხუბისა და არეულობის გარეშე.
2006 წლის 18 იანვარი. ესპანეთის თასი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩი.
ბეტისი 0-1 რეალი
გოლი: 0-1 კასანო(64).

ბეტისი: დობლასი, ვარელა, ხუანიტო, მელი, ფერნანდესი, ხოაკინი, არსუ(რობერტი 73), რივერა,
ტარდელი(ედუ 56), კაპი(ფერნანდო 81), დანი.

რეალი: ლოპესი(კასილასი 21), სისინიო(ბექჰემი 70), რამოსი, ელგერა, რაულ ბრავო, გრავესენი,
დიოგო, გუტი, ბაპტისტა, რობინიო, სოლდადო(კასანო 61).


36 465 მაყურებელი

ხუან რამონ ლოპეს კარომ როტაციის პრინციპს მიმართა. ძირითადში გამოჩნდა რობერტო სოლდადო და კარგა ხნის უთამაშებელი კარლოს დიოგო, რომელიც მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინა. თუმცა შეხვედრაში მთავარი მოვლენა 64-ე წუთზე მოხდა, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. რეალმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. მადრიდელთა შორის ახლაწვეული სისინიო გამოირჩეოდა, რომელიც საკუთარი ფლანგიდან მწვავე იერიშებს უწევდა
ორგანიზებას და ჩვეული სოლო-რეიდებით ცდილობდა ბეტისის დაცვის გარღვევას. 21-ე წუთზე სერხიო რამოსისა და დანის კინკლაობა იმით დასრულდა, რომ მსაჯმა რეალის კარის მიმართულებით ჯარიმა დანიშნა, რომელიც დანიმ შეასრულა. დიეგო ლოპესმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ უხერხულად დაეცა და ტრავმა მიიღო. შედეგად ის კასილასმა შეცვალა.
მეორე ტაიმი რეალის უპირატესობით დაიწყო, თუმცა კონტრშეტევებზე ბეტისიც კარგად თამ-
აშობდა. სევილიელები მრავალსვლიან კომბინაციებს შორეული დარტყმებით აგვირგვინებდნენ.
ლოპეს კარომ თამაშის გამწვავება სცადა და თამაშში ანტონიო კასანო ჩართო. ამ ცვლილებამ
აბსოლუტურად გაამართლა. მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში იტალიელმა ფორვარდმა რეალის
მორიგი შეტევა გოლით დააგვირგვინა. თამაშის ბოლოს, მასვე შეეძლო მეორე გოლის გატანაც
და დუბლის შესრულებაც, თუმცა ბექჰემის დიდებული გადაცემის შემდეგ, კასანოს დარტყმულმა ძელს მილიმეტრებში ჩაუარა. მოკლედ, რეალმა კასანოს გოლით მოიგო. ერთ კვირაში, სამეფო თასის განმეორებით მატჩში, რეალმა ბეტისი ბერნაბუეზეც იმ სხვაობით
დაამარცხა, რა ანგარიშითაც სევილიაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
წარმატებული დებიუტი, - ალბათ სწორედ ამით შეიძლება დაამახსოვროს თავი ანტონიო კასანომ რეალის ფანებს დადებითად. სხვა მხრივ, რომას ყოფილ ფეხბურთელს მადრიდულ
გრანდში თავი არაფრით გამოურჩევია, თუ არ ჩავთვლით, ხიმნასტიკთან მატჩის შემდეგ, ფაბიო კაპელოსთან მომხდარ შელაპარაკებას, რაც კასანოს გუნდიდან ერთვიანი მოკვეთით დასრულ-
და. სულ კი იტალიელმა რეალის რიგებში 28 თამაშში 3 გოლი გაიტანა. აქედან 19 მატჩი და 2 გოლი ლა ლიგაში, 4 თამაში და 0 გოლი ჩემპიონთა ლიგაში და 5 თამაში და 1 გოლი ესპანეთის თასზე. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3225
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)