ზიდანი:„პოგბა ყველასთვის საოცნებო ფეხბურთელია, მე ის ძალიან მომწონს“

ზინედინ ზიდანმა „უესკასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„კარგი დრო გვქონდა იმისთვის, რომ „უესკასთან“ მატჩისთვის მოვმზადებულიყავით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაკრებიდან დაბრუნებული რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილია.“

„გუნდში მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ლუკას ვასკესი 100%-ით მზად არის, დანი კარვახალი კი მომდევნო ტურიდან შემოგვიერთდება, ის ვარჯიშებზე სრული დატვირთვით ირჯება.“

„სერხიო რამოსი დიდებული კაპიტანია. ვულოცავ ესპანელს და ვუსურვებ, რომ წლების მანძილზე დარჩეს სამეფო კლუბში და ღირსეული წინამძღოლის სტატუსი ატაროს. რამოსი მე არ მომბაძავს და კარიერას გაცილებით გვიან დაასრულებს.“

„პასუხი ჟერარ პიკეს? ვწუხვარ, არ ვიცი, რა თქვა კატალონიელმა ფეხბურთელმა.“

„ვარანთან დაკავშირებით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უკვე 8 წელია „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს და ფენომენალური ნიჭით გამოირჩევა, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.“

„კურტუა ხვალ არ ითამაშებს, ბელგიელმა დღევანდელ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და გარისკვას არ ვაპირებთ. სასტარტო წუთებიდან მოედანზე კეილორ ნავასს იხილავთ.“

„პოლ პოგბა შესანიშნავი და ყველასათვის საოცნებო ფეხბურთლია, რა თქმა უნდა ვისურვებდი მის ჩემს გუნდში ხილვას.“

„ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ახლა ამ კონფერენციაზე, ამაზე საუბრის დრო არ არის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ „უესკასთან“ დაპირისპირებაზე და არა სხვა გეგმებზე, რომელიც დასახულია.“

„„რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, მაგრამ ახლა აქ ვარ და მზადყოფნას ვაცხადებ, ახალი გამოწვევა მივიღო.“

„გარეთ ბეილის ტრანსფერი? გიდასტურებთ, მასზე პრეტენზიას არაერთი გრანდი აცხადებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი შეხვედრის თემატიკას ნუ ავცდებით.“

„როდრიგო გოეში არნახული ნიჭის პატრონია, ბრაზილიელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მსურს, რომ ის „რეალის“ ლიდერი გახდეს.“

„მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი სეზონი კარიმ ბენზემასთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ფრანგს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ის ყოველთვის აჩვენებს ხარიხს. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ფორვარდი კიდევ ბევრს გაიტანს.“

„მბაპეს ფასი? როდესაც „რეალში“ გადმოვედი, მაშინ ჩემში გადახდილი თანხა ყველას სიგიჟე ეგონა, ახლა კი მბაპე 4-ჯერ მეტად ფასობს. ფეხბურთში ციფრები ძალიან შეიცვალა.“

„პირობას ვდებ, თუ პოგბა და მბაპე „რეალში“ ითამაშებენ, მე ევროპის ყველაზე ეფექტური გუნდი მეყოლება, მაგრამ მოდით პატივი ვცეთ მანჩესტერ „იუნაიტედს“ და „პსჟ“-ს და სატრანსფერო საკითხებზე საუბრით მაშინ დავკავდეთ, როდესაც სეზონის დასრულდება და გუნდები განახლებაზე გადაერთვებიან. dle 10.1


1

30 მარტი 2019 17:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1953
სეზონის ბოლომდე ფორვარდი კიდევ ბევრს გაიტანს.“


ემოიცა ეს ფორვარდია 😁😁😁😁 აკი არ ევალებაო 😁😁😁

2

30 მარტი 2019 18:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 496
როგორ დავიჯერო რო პიკეს ნათქვამი ზინდანმა ვერ გაიგო

3

30 მარტი 2019 18:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3
სალამი მადრიდისტა ძმებო, მიხარია რომ შემოგიერთდით. ამ სატრანსფერო ფანჯარას ველოდები მაგრად. დიდი წმენდაა გუნდში ჩასატარებელი, რაც მთავარია ჩვენი ლომი ზიზუ დაგვიბრუნდა. მეკარის პოზიციაზე ამ ზაფხულს დე ხეა თუ მოვა კარგია, თუ არ მოვა არც მაგით დაშავდება რამე ნავასი გვყავს, კურტუა კი გასაშვებია. ვარანის წასვლაზე იწერება ბევრი. ალბათ პესეჟეში წავა სეზონის ბოლოს რაც ძალიან არ მინდა. იმედია დარჩება მაგრამ თუ წავა წავიდეს. კარგი მცველი კია ვარანი მაგრამ თუ გულით არ ითამაშებს რეალისთვის სულ რომ მალდინი იყოს გაუშვან. ყველაფერი აქ რაფას, სისწრაფე, მაგარი მცველია, თან ახალგაზრდაა. მე კი მინდა რომ დარჩეს თუმცა თვითონაც აღიარებს რომ რეალში ბედნირი აღარაა ასე რომ თუ წასვლა უნდა წავიდეს, მოვა მილიტაო და რამოსთან ერთად მაგარ დუეტს შექმნის. მეიმედება მილიტაოს ძალიან. ფლანგებს რაც შეეხება. მარსელო ისევ ძირითადში იქნება და რეგილონი შეცვლის. ძაან ნიჭიერია რეგილონი და მეიმედება, პლიუს აშრაფ ჰაკიმიც დაბრუნონ. სასწაულად ყომარობს დორტმუნდში. ორი მშვენიერი ახალგაზრდა გვყავს ერთ ფლანგზე რეგილონი და ჰაკიმი. მეორე ფლანგს კარვახალი დაიცავს და კარვასაც კარგი შემცვლელი ყავს ოდრიოსოლას სახით. ნახევარდაცვაში ნდომბელეს და პოგბას მოსცლა მინდა აი მთელი გულით. არ დამცინოთ მაგრამ სულ ვლოცულობ, ყოველ ღამე რო ეგ ორი მოვიდეს. მაგრად მინდა ჩემი თეთრი კლუბი ისევ გაძლიერდეს. ნდომბლე და პოგბა მაგრად მოვხოდავენ. თან მოდრიჩიც დაგვიბერდა. მოკლედ ეს ორი ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა დაიდოს. წინ კი აზარი მოვა დიდი ალბათობით. თუ რამეზე აქ აზარს პრეტენზია ოთხეულისთვის და ევროპა ლიგის ზონაში მყოფი გუნდი უნდა დატოვოს, თუ ტიტულიც უნდა ასევე. მბაპე მეეჭვება რომ მოვიდეს და არცაა საჭირო, ჯობია ვინისიუს მისცენ შანსი. ბენზემაც დარჩება ბეილი წავა სეზონის ბოლოს. მოკლედ მაგრად მინდა რომ მოვიხოდოთ, თორე ძაან გვაჯობაბარსამ. მთელი გულით მინდა ჩემი გნდის გაძლიერება. უნდა მოვიხოდოთ ამ ზაფხულს, ყველას შევახსენოთ ვინც ვართ. ყველ დღე ვვფიქრობ როგორი შემდგენლობა გვეყოლება. ქვა ქვაზე არ უნდა დავტოვოთ. პერესს შენ კი გაანძრიე ერთი ადგილი რომ პიკეს დასაცინები აღარ გავხდეთ.

4

30 მარტი 2019 19:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 634
ზიზუ
-----------------------
Benzema out

5

30 მარტი 2019 19:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 704
ზიზუმ ბენზემას აახვევინოს და იოვიჩი მოიყვანოს მის ადგილზე ჯობია.მართლა თავის გაკეთებული ხომ არ არის ბენზემა,ასე რომ უფრთხილდება????😁😁😁😁😆😆😆😆😆😆😆

6

30 მარტი 2019 19:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 51
Mbapeze ra mogaxsenot magram chemi azrit pol pogba uechveli gadmova realshi dzaan xshurad saubrob zizu pogbazee

7

31 მარტი 2019 16:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59
ამ პროგრამის აშას ხო ვერაფერს გაიგებ,ბოლოს და ბოლოს ათქმევინონ სად უნდა თამაში,კარგი იქნება თუ რეალს აირჩევს,რადგან მას თამაშის უფრო დიდი დრო ალბათ და იმედია რეალში ექნება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (182)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)